ომი უფრო ხანგრძლივი და სასტიკი გამოდგა. ალბათ, ასეც არ ვარაუდობდა არავინ, მათ შორის არც თავდამსხმელი რუსეთი და არც დამხდური უკრაინა, მაგრამ ფაქტი ასეთია - ომი უკვე მეხუთე დღეა გრძელდება და ნელ-ნელა უფრო მკაცრდება კიდეც. დღესვე განსაკუთრებით აქტუალური იყო პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლები და მერე მისი კომენტარები. ჰაკერებისგან კი ველოდებით რუსეთის აგენტების სიას და იქ ქართული გვარ-სახელების ამოკითხვას. ასე მიიწურა თებერვალი. ლარის ამბავი - 1…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 28, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
კიდევ ორი დღე ომში - უკრაინაში ომი გრძელდება და რუსები ჯერ-ჯერობით არ ჩერდებიან. მეტიც, დღეს უკვე პუტინმა ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე მზაობის და მომზადების ბრძანებაც გასცა. სანქციები მკაცრდება და უკრაიანში საბრძოლო იარაღი იგზავნება. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1720 ლარია.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 27, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს ოკუპაციის დღეა! აი, ყოველ წელს რომ თბილისის თალხსა და ცელით მოსულ სიკვდილზე წერენ ხოლმე, ის დღე. თუმცა ამჯერად ოკუპაცია უკრაინაში მიმდინარეობს და მთელი მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს დღის წესრიგიც სწორედ უკარაინიდან „იმართება“. ომის საშინელებამ ბოლო ორი დღე ისეთი ხანგრძლივი გახადა რომ გამორკვევაც კი ჭირს. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.1540 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 25, 2022 წელი. 11:30pm —
2 კომენტარი
________________
უკრაინაში ომი დაიწყო! გამთენიისას რუსულმა ბომბებმა გააღვიძა უკრაინა და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში, ამ დრომდე არ შეჩერებულა. შესავალ სიტყვაში სხვა ვერაფერს დავწერთ - ომია. ლარის ამბავი დოლარტან უარესდება - 1 დოლარის ღირებულება - 3.252 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 24, 2022 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
გუშინდელი, ორიანების თარიღი რუსეთისთვის უკრაინაში ომის დაწყების თარიღად მოინიშნება, სავარაუდოდ. თუმცა ჯერ ღია ცეცხლი და ტყვიების ზუზუნი არ ისმი (ღმერთმა ნურც ქნას) თუმცა თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდის. მთელი მსოფლიო ახლა სწორედ უკრაინა-რუსეთის ან პირიქით ომის თვალთვალშია და შიდა პოლიტიკური ამბებიც კი მათ ფონზე განიხილება, ყოველშემთხვევაში ჩვენთან ასეა. დღეს იუნკერების დღე გვაქვს და რამდენიმე სიტყვა ნიუსრმში მათაც დაეთმოთ. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 23, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ტრადიციულად, როდესაც ექსპრეზიდენტის სასამართლო დღის მთავარი განხილვის თემაა ხოლმე და დღესაც ასე იყო - მეინსტრიმის ერთი სიმი მას დაეთმო. ვრცელი ამბავი მოჰყვა გავრცელებულ ვიდეოკადრებს რომელშიც ჩანს ერთი მორჩილი როგორ ურტყამს მეორეს. დღეს ასევე ინსპექტორის სამსახურზეც იყო ნიუსები და ცხადია, უკრაინის ძალიან მძიმე და დაძაფული თემაც არავის დავიწყებია. თბილი დღეები გრძელდება მომდევნო ორი სამი დღე, ამიტომ ვისიამოვნოთ გაზაფხულით. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 21, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
პოლიტიკის ეპიცენტრი თუ რუსთავში გადავიდოდა ვინ წაროიდგენდა, მაგრამ ფაქტია, ბადრი ჯაფარიძემ ეს შეძლო და თავისი საკანდიდატო მობრუნების მცდელობით, პოლუსური დაპირისპირება გააგრძელა. დღეს პარლამენტის საქმიანობიდან მხოლოდ ბადრი არ მეინსტრიმდებოდა, ფინანსთა მინისტრსაც ერთ-ერთი აქტუალური და ვრცელი კომენტარები ჰქონდა. ასევე უკრაინის საკითხს და პროკურატურის ამბების, აუდიტორულს თუ დაგეგმილს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0008 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 17, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
უკრაინაში ომი არ არის! დღევანდელმა მოლოდინმა მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ჯარის მობილიზება და მზადყოფან ჯერ კვლავ აქტუალურია. მსოფლიო უკრაინისკენ იმზირება. ჩვენს ქვეყანაში კი აქტუალურია ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურა რუსთავის არჩევნებში. საინტერესო იყო სხვადასხვა წვრილ-წვრილი ამბებიც. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9934 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საპარლამენტო საქმიანობაში დღეს დიდი და ფართო დღე იყო, ჯერ ვინ აირჩიეს იმას გეტყვით - ცეკსკოს თავმჯდომარე და ინსპექციის და გამოძიების უფროსები, მაგრამ ამის ფონზე საპარლამენტო შემცირებებიც მრავლად არის - დღეს, ბადრი ჯაფარიძე საბოლოოდ გამოეთხოვა პარლამენტს და ახლა რუსთავის მაჟირიტარობით შეეცდება უკან დაბრუნებას. მსოფლიოს მთავარი ამბავი კი კვლავ უკრაინაშია - ამ ღამეს და ხვალინდელ დღეს უკრაინა ყველაზე დაძაბული ელის - ომის ზღვარზე. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 15, 2022 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
საკმაოდ მრავალფეროვანი და აქტიური გამოდგა პრემიერის დაბრუნება ომიკრონიდან. დღეს მისი განცხადებები ერთ-ერთი ყველაზე კომენტარირებადი და განხილვადი ამბავი იყო. ქოლ-ცენტრების საქმე, „ანტივაქსერი“ პრემიერი და ა.შ. დღესვე ინსპექტორის ალტერნატივების განხილვაც ფართო ადგილს იკავებდა ნიუსრუმში. ამინდი კი თოვლიანი დარჩება - 17 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე თოვლი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 14, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
აგერ უკვე რა ხანია რაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქალების გაერთიანებას და მობილიზებას ცდილობს ეროვნული თანხმობის მისაღწევად. დღეს მისი შეხვედრა სხვადასხვა სფეროს და პარტიის წარმომადგენელ ქალებთან ერთ-ერთი მეინსტრიმული ამბავი იყო, მასთან ერთად ავანგარში მოგვევლინა კოვიდით „შინაპატიმრობის“ ვადების შემცირების გადაწყვეტილებაც. ჩახსნილი და ჩასახსნელი სიების და რეგიონების მმართველობის პრობლემატიკაც და თავმჯდომარის ბრიტანიული ვოიაჟები. ლარის ამბავი -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 10, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პერფორმანსით სავსე დღე იყო, განსაკუთრებული მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სადაც პრეზიდენტყოფილს 9 მილიონს ედავებიან და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე მსჯავრს ითხოვენ, საპასუხოდ პრეზიდენტმა უკრაინის ჰიმნი იმღერა და მხარდაჭერა გამოხატა. უკრაინა კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ჩვენი მთავარობა კი მინისტრების გადალაგებით არის დაკავებული და ეკონომიკას ახალ მეთაურს უნიშნავს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 9, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღეს დავითობაა, თსუ-ს დაბადების დღე და კიდევ სხვა ეროვნული ამბებიც მაგრამ მედიაში ერთპიროვნულად ოპოზიციის დღე გამოდგა. ოპოზიციაში ქოლგების, პარტიების, შეფარების და შეფასებების დღე იყო. ლიდერობის და ლიდერების პრობლემას ხედავენ ოპოზიციაშიც. მცირედად კოვიდის, მაგრამ სიახლეებით, რომლის მიხედვითაც შესაძლოა „კოვიდგამოკეტვის“ ვადები შემცირდეს. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9200 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 8, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
თებერვლის ხეებში წყალჩადგომა ცივი გამოდგა და კიდევ უფრო ცივი იქნებაო, როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, 9 თებერვლიდან უფრო აცივდება. ტავტოლოგიას თავი დავანებოთ და ... ახალი კვირა არც ისე მრავალფეროვანი გამოდგა და სულ რამდენიმე საკითხად დაიშალა, თუმცა ყველა მათგანმა პარლამენტში მოიყარა თავი - მიშას ამბები, ნაცების ამბები, დეპუტატების მანდატები და პერსონალურის დამცველის არჩევნებიც. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 2.9480 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2022 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ევროპარლამენტარი საქართველოს პარლამენტშიც სიტყვაწლიანი გამოდგა და მთელი დღე სწორედ მის სტუმრობასა და ჩვენს მასპინძლობას დაეთმო. ასევე კოვიდის ამბები და სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი იყო დღეს მედიის ყურადღების ცენტრში. მიშა კვლავ პატიმრობაშია და შესაბამისად აქტუალური და მერიის გადატანაზეც ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0179 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჯერ-ჯერობით დღის მთავარ ამბებში რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ გვაქვს, რომელიც სხვა დანარჩენს გადაფარავს და მერე იმ გადაფარვისთვის კიდევ რამე ახალ არ მოიგინებენ და ასე დაუსრულებლად რეალური საქმის გარეშე. კვლავ კორონავირუსის 2 ბევრი და უფრო მეტი ახალი შემთხვევები, სოლიდარობით თავის მოწონება და დაწუნება, მიშას პატიმრობის გასაჭირზე კომისიის შექმნა და თბილისის მერის ამბები. ორი დღეც გაგვათბობს მზე და მერე ისევ ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელიო,…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 2, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
საბოლოოდ მაინც მიიღეს რეზოლუცია თებერვლის პირველსავე დღეს. რეზოლუციაში რუსეთი მაინც არ არის ნახსენები, თუმცა მმართველი გუნდი ამბობს რომ რუსეთს ვგულისხმობთ, აბა ვოლდემორს ხომ არაო. ეს დღის ყველაზე ვრცელი თემა იყო. ხმაურიანი იყო კოვიდ პასპორტების თემა და მწვანე პასპორტის გაუქმება - ინტერნეტ რეაქცია - აბა რისთვი ავიცერი?! მოკლედ, ასე დაიწყო ხეში წყლის ჩადგომის თვე. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0451 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 1, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•