Giorgi ჯერ არ დასაჩუქრებულა!
გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 8, 2024 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.
ვითომგასამჭვირვალებელი კანონი - ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს. გურამ მაჭარაშვილი - სამწუხაროა, რომ ილია ჭავჭავაძის ქვეყანაში, პარლამენტში და მის გარეთ არიან ოპოზიციონერები, რომელთაც ეზარებათ წერა-კითხვა და საზოგადოებასაც მოუწოდებენ, არ წაიკითხონ კანონი. ირაკლი კობახიძე - რესურსულად…
გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 3, 2024 წელი 0 კომენტარი 3 მოწონება
არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.
ძველი კანონი შეცვლილი სახელით - საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დააინიცირა. ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალედ - გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან…
გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 2, 2024 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
აპრილი თბილი დღეები მიეწყო და რა უცნაურია, რომ დღეს საგანგებო სამსახურმა დააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები - 3 და 4 აპრილს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ყურადღებით იყავითო, ზღვაზე შტორმიაო და ა.შ. დღეს ძალიან საქმიანი დღე გამოდგა - პარლამენტი გენდერულ კვოტირებასა და ქალი დეპუტატების თანაბარრაოდენობრიობაზე საუბრობდა, ოპოზიცია სიღარიბეზე, ომბუდსმენი წლის შეჯამებით გამოვიდა, ხოლო მმართველი გუნდი მოსამართლეებს იცავდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6814 ლარია.
პროპაგანდის დაფინანსება - ბექა ოდიშარია - ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა - დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური…
გამოქვეყნების თარიღი: მარტი 29, 2024 წელი 0 კომენტარი 3 მოწონება
მარტის ბოლო მზიანია - შეგვიძლია ბოლო დღეების აქტუალურ მოტივზე წავიმღეროთ - კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი შენარჩუნდებაო. ქვეყანაში კი არჩევნების წელს, როგორც ყოველთვის, აქტუალურია არჩევნები - ისევ საარჩევნო ბარიერები, კონსტიტუციური ცვლილებები, საარჩევნო სამზადისები, გაყალბებისა თუ გაუყალბებლობის მექანიზმები და ა.შ. ამჯერად, ემიგრანტი ქართველების ჩართულობა იყო მეინსტრიმული. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6953 ლარია.
ოჯახის დაცვა თუ არჩევნების ხმები? - პაატა მანჯგალაძე - ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები გაიზარდა „სკაიპით“ - ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის…
გამოქვეყნების თარიღი: მარტი 28, 2024 წელი 0 კომენტარი 1 Like
ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო სისტემაზე, აქვე - დღის თემა იყო გრიგორიადისის საქმეც. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6978 ლარია.
ცვლილებები კონსტიტუციაში - შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე - ვფიქრობ, საზოგადოების მხარდაჭერა აშკარაა ამ საკითხის მიმართ - ოპოზიციის სიჩუმე გვაჩვენებს, რომ რაიმე კრიტიკა არ აქვთ, ერთადერთია, ვერ ბედავენ, მხარდაჭერას. პარტია…
გამოქვეყნების თარიღი: მარტი 25, 2024 წელი 0 კომენტარი 3 მოწონება
დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი თემა იყო პრემიერ კობახიძის ვიზიტი სომხეთში და სომეხი კოლეგის მასპინძლობა. რაც შეხება ამინდს - 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7003 ლარია.
საეკლესიო სიხარული - ავტოკეფალიის დღე - შალვა…
გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 8, 2024 წელი 0 კომენტარი 1 Like
დღეს სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა, გუშინ ვაჟა აზარაშვილი. დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი კვლავაც პარლამენტიდან ისმოდა, სადაც ირაკლი კობახიძის მთავრობას მოუსმინეს და როგორც ადვილად წარმოადგენილი იყო, ნდობა გამოუცხადეს, მათ შორის უმრავლესობიდან წასულმა პარტიებმა და ოპოზიციონერებმა. გვიან საღამოს დასრულდა ეს ამბავი, ამიტომ მთელი დღის ნიუსრუმი ახალ მთავარობას დაეთმო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6573 ლარია.
ნდობაგამოცხადებული პრემიერი და მისი სამთავრობო გუნდი - ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში პარლამენტის წინაშე წარდგომა ჩემთვის საკმაოდ ემოციურია, 8 წლის განმავლობაში ვიყავი პარლამენტის წევრი და დღეს ვტოვებ პარლამენტის შემადგენლობას. ეკონომიკის მინისტრს, გამორჩეულ პროფესიონალს, ლევან დავითაშვილს მთავრობაში პირველი…
გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 6, 2024 წელი 0 კომენტარი 3 მოწონება
დღეს პრეზიდენტის დღე იყო. ალბათ უფრო სენტიმენტალურ გამოსვლას ველოდებით, მაგრამ საკმაოდ თანმიმდევრული და მომზადებული იყო ქალბატონი პრეზიდენტი დღევანდლეი გამოსვლისთვის. ეს მისი ბოლო წლიური ანგარიშია პრეზიდენტის რანგში. შესაბამისად დღის მთავარი თემა სწორედ ის და მისი ინიციატივა იყო - ერთი პარტიის შექმნის. ასევე ოთხ მინისტრსაც მოუსმინეს პარლამენტარებმა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6622 ლარია.
გასამინისტრებლების გამოსვლები:
ეკონომიკა - ლევან დავითაშვილი - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ფართო რეგიონის, ევროპისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის - მომდევნო წლებში ზრდა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. იგეგმება ბონდების გამოშვების თანადაფინანსება - 2024 წლიდან, სააგენტო „აწარმოე…
გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 5, 2024 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
ორშაბათი მძიმე დღეაო, მაგრამ დღეს მძიმე კი არა, ხანგრძლივი უფრო გამოდგა, რადგან სასწრაფოდ ასარჩევ-დასამტკიცებელ მინისტრთა კაბინეტს და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ. ცხადია, ნდობას გამოუცხადებენ, მაგრამ მოსმენა მაინც სავალდებულოა. მთელი დღე ამ საკითხებს და სუსის აღოჩენილი ასაფეთქებლების ირგვლივ ტრიალებდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6648 ლარია.
მთავრობაში დაწინაურებულები - პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
გამოქვეყნების თარიღი: თებერვალი 2, 2024 წელი 0 კომენტარი 2 მოწონება
წვიმიანი დღეებით იწყება თებერვლის პირველი კვირა - 6 თებერვლამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თითქის გადაიღალნენ კვირის ბოლოს და განსაკუთრებული სიახლეები და ახალი ამბები არ გვქონია, მაგრამ სამომვალო გეგმა მაინც ცნობილია - მთავრობა პროგრამა წარადგინა სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6688 ლარია.
არა სამთავრობოობა - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
კომენტარების დაფა
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია