ზამთრის მზიანი დღეები ცოტა ხნით წვიმით შეიცვლებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 13-14 თებერვალს საქართველოში წვიმს, ძლიერი ქარია და ზღვაზე 5-6-ბალიანი ღელვაც არ დაგვაკლდება. იქამდე დღის მთავარ ამბებს შევეხმიანოთ - სინოდის ოქმი გამოქვეყნდა, ევროპული საქართველოს ლიდერები გაიშალნენ და მელია ისევ არ იხდის გირაოს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263601, ბოლო დღე-ღამეში - 544; გამოჯანმრთელებული - 255385, ბოლო დღე-ღამეში - 469; გარდაცვლილი - 3311, ბოლო დღე-ღამეში - 5; კარანტინის რეჟიმში - 430. დოლარის ფასი ლარში - 3.3112.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 359 ტესტი ჩატარდა. 15 ადამიანი გარდაიცვალა. მინისტრის მოადგილე - განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე პირბადის ტარების ვალდებულებისგან გათავისუფლდება. პრემიერი - ვაქცინების მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება - მთავარი მიზანია, რომ წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის მინიმუმ 60% იყოს აცრილი. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სწავლის დაწყების შემდეგ, ეტაპობრივად არა მარტო ბუფეტები, არამედ ყველა წრე განაახლებს მუშაობას. ეკატერინე დგებუაძე - განათლების სამინისტრო რისკ ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კონკრეტულად მათი საგანი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს. გიორგი გახარია - მოსწავლეების უსაფრთხოება და მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს პირბადის ტარების წესის დარღვევის 59 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა. შსს-მ ბოლო 24 საათში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 608 ფაქტი გამოავლინა.
ოკუპაციის პატიმარი - ირაკლი ბერაია - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე განხორციელდეს ზეწოლა ზაზა გახელაძის გათავისუფლების მიზნით. არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, რომ მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება და ხელოვნურად, მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება. გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე - ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ. უკრაინის საგარეო უწყება გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა.
გაშლილი ევროპული საქართველო - ირმა ნადირაშვილი - ვერ გეტყვით, რომ პარტიაში არაფერი შეიცვლება, გადაწყვეტილებების შესახებ დათო ბაქრაძე ილაპარაკებს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, პარტიის წევრები დღევანდელ შეხვედრაზე რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ლევან თარხნიშვილი - პარტიაში არის საჭიროება, რომ რაღაცები შეიცვალოს. გიგი წერეთელი - პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებაა, მაგრამ ისეთი დაპირისპირებები, რაც მედიისთვის საინტერესო იქნება, ნამდვილად არაა. სერგი კაპანაძე - სრული გაგებაა, რომ პარტიას ცვლილებები, განახლება, წინ გახედვა, ახალი პარტნიორების ძებნა სჭირდება. გიგა ბოკერია - შიდა დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, ეს არის მთავრობის პროპაგანდა - დისკუსიაა, როგორ უნდა გააგრძელოს ამ პოლიტიკურად რთულ მომენტში პარტიამ მუშაობა. ალეკო ელისაშვილი "ევროპულ საქართველოზე” - რასაც დასთეს, იმას მოიმკი - ეს ხდება მათ თავს. დავით ბაქრაძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. გიგი უგულავა - დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე კენჭი ვიყარო პარტიის გენერალურ მდივნად. დავით ბაქრაძე - საპარლამენტო არჩევნების შედეგები "ევროპული საქართველოსთვის" იყო ცუდი - თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც ლიდერი იღებს პასუხისმგებლობას პარტიის შედეგზე. გიგა ბოკერია - ყველა შემთხვევაში ვაპირებ, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩე, ოღონდ არანაირი გადაწყვეტილება რომელიმე თანამდებობასთან დაკავშირებით ახლა მიღებული არ მაქვს. გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილთან უბრალოდ გადავიკვეთეთ - ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე, საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია. უგულავა - პარტიის წევრების 90% ამბობს, რომ თუ მიდიან ლიდერები, უნდა იყოს სამივე და არა ორი.
მშვიდი სინოდი - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - სინოდი იყო საოცრად მშვიდი, ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილებები მიღებული, დაზუსტდება ტექსტი და დღის მეორე ნახევარში წაიკითხავენ. დღეს საბოლოოდ გამოქვეყნდა სინოდის ოქმი - იხილეთ აქ: წმინდა სინოდის განჩინება (11 თებერვალი, 2021). წმინდა სინოდი - ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა. ეკლესია აფასებს იმ სიკეთეს, რაც მედიცინას მოაქვს ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენციაა. სინოდმა მორწმუნეთა ვაქცინაცია დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ანტივაქსერული მოწოდებები არ დაგმო. სინოდმა მეუფე პეტრე სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა, საკითხზე სპეციალური კომისია იმსჯელებს.
უბედური ამბავი ქობულეთში - პროკურატურამ ქობულეთში 14 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებულს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეც წარუდგინა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 09 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა.
აქტიურობა მედიაში - მეუფე იაკობი - მეუფე პეტრემ თავისთავს გამოუტანა განაჩენი, ის განკვეთილი იქნება - მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, ვერსად დამემალება.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საარსებო შემწეობას 146 619 ოჯახი იღებდა.
მელიას პროტესტი გირაოს - პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. მიხეილ სარჯველაძე - ნიკა მელია ცდილობს, მის მიმართ ისეთი ღონისძიებები განხორციელდეს, რომელიც მას ჰეროიზმის მანტიით შემოსავს. დავით სერგეენკო - ნიკა მელიასთან დაკავშირებით პარლამენტმაც და სასამართლომაც უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება. ნიკოლოზ სამხარაძე - ნიკა მელიას აქვს თავისუფლება და მშვენიერი შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი კვირიდან არ წავიდეს ციხეში. ირაკლი ქადაგიშვილი - თუ პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე მიმართავს, ვიმსჯელებთ, მელია თვითონ ამბობს, ციხეში მინდა წასვლაო. გიორგი გახარია ნიკა მელიაზე - ჩემთვის ეს არის იაფფასიანი, აგრესიული რიტორიკით, პოლიტიკური ხულიგნობით ქულების დაწერის მცდელობა. არჩილ თალაკვაძე - ვინმეს სჯერა, რომ ნიკა მელიას შეიძლება ხალხმა შეუგროვოს ფული და გირაო ჩუმად შეიტანოს? ეს ხომ აბსურდია - პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. მამუკა მდინარაძე - თუ მელიას უნდა, თან გირაო არ გადაიხადოს, თან სახელმწიფოს დაკნინება სცადოს და თან მიშას ჭკუაზე იაროს, ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილება ადეკვატური უნდა იყოს. ნიკა მელია - მე არ ვცდილობ ხელისუფლების პროვოცირებას, ვცდილობ, გავწყვიტო უკანონობის, დაშინების, მანიპულაციების, პოლიტიკური დევნის ჯაჭვი. ლევან იოსელიანი - ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა, არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა - ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დეპუტატები ნიკა მელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე მიიღებენ. ნიკა მელია - როდემდე შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო?! გითხრათ, რომ, ერთის მხრივ, ვებრძვი უსამართლობას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ვემორჩილები უკანონობას?! - ეს ასე ვერ გაგრძელდება. მართალი ადამიანი, ძლიერი ადამიანია - იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია ტყვიაც რომ მესროლოთ, მკერდით გავაჩერებ. ნინო ბურჯანაძე - თუ “ქართული ოცნება“ ნიკა მელიას დაიჭერს, ეს მისთვის ცუდია, არ დაიჭერს და ესეც ცუდია, რადგან სისუსტედ ჩაეთვლება - ხელისუფლება უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ საქმის გაცოცხლება მას დააზარალებდა. ოპოზიციური პარტიები - ნიკა მელიას საქმე ნათელი დასტურია, თუ რა მეთოდებით იბრძვის „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ვახტანგ მეგრელიშვილი - ისეთი იმუნიტეტის დედა ვატირე, როცა კოლეგას იმუნიტეტს ფულის არგადახდის გამო მოუხსნი და სისტემის წინაშე გაშიშვლებულს დატოვებ. დავით მათიკაშვილი - ნიკა მელიას პერსპექტივის ავტორი არის ნიკა მელია - რა პროცესებიც მის თავს განვითარდება, ამ ყველაფრის ავტორი იქნება თვითონ.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ენტონი ფაუჩი - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს. სომხეთში კორონავირუსის 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 103 306 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 724 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 15 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 507 ადამიანი გარდაიცვალა.
ლავროვის ხედვები - სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს და აცხადებს, „თუ გინდა მშვიდობა, მოემზადე ომისთვის“.
საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო - მკაცრად მოვუწოდებთ ირანს, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეუსაბამო ნაბიჯები არ გადადგას.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია