კოვიდის მოუშორებლობა, გირაოს გამო დაკავება, ოპოზიციის გაურკვევლობა და საარჩევნო სისტემა

      თბილი დღეები გეყოფათო და ორ დღეში ისე აგიცივდებათ, თოვლსაც უნდა მოელოდეთო აცხადებენ სინოპტიკოსები. ამ დროს, ქვეყანაში დღის მთავარი ამბავია ნიკანორ მელია გადაიხდის თუ არა გირაოს, ოპოზიციონერები რამდენად ერთიანები დარჩებიან, როცა ევროპულები მიმოდიან, გირჩები გამოდიან, ნაცები კიდევ აქციებს აანონსებენ. დღეს ასევე საარჩევნო სისტემაზეც საუბრობდნენ. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 265722, ბოლო დღე-ღამეში - 165; გამოჯანმრთელებული - 258732, ბოლო დღე-ღამეში - 639; გარდაცვლილი - 3363, ბოლო დღე-ღამეში - 11; კარანტინის რეჟიმში - 238. დოლარის ფასი ლარში - 3.2898.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი - სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ყოველდღიურად დაურიგდებათ, პირბადით უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნოს მშობელმა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 197 ტესტი ჩატარდა. 11 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 636 ფაქტი გამოავლინა. მიხეილ ჩხენკელი - მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სკოლებში სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს - მსურს, საზოგადოებას ეს ამბავი მივულოცო. თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევის პროგრამა, სავარაუდოდ, მარტიდან ამოქმედდება. 1 400 000 ვაქცინის დოზაა დაახლოებით, რაც ჩვენ „კოვაქსიდან“ გვეკუთვნის, დანარჩენი 2 მილიონ ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით. „რემდესივირზე“ მოთხოვნა 178 პაციენტზე გაკეთდა დღევანდელი მონაცემით, აქედან 167 მოთხოვნა დაკმაყოფილდა კომისიის მიერ. ნათია თურნავა - მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი. ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ, ნუ ვიჩქარებთ. იმედია შევძლებთ უახლოეს მომავალში, რომ ვიფიქროთ და გავხსნათ უკვე რესტორნების შიდა სივრცეები, ამას დასჭირდება თავისი მოსამზადებელი პერიოდი. კომპანიებისთვის, რომელთაც ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღეს, შესაძლოა სარეგისტრაციო პორტალი ხელახლა გაიხსნას. დაუდევარ ქვეყანაში ტურისტი არ შემოვა, ჩვენ ამ თვალსაზრისით დადებითად ვართ განწყობილები - ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო მასპინძელი. განცხადებით, პანდემიის და რეგულაციების გამო ბიზნესის მასობრივად გაკოტრებას ადგილი არ აქვს. შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა - ორი კვირა გვჭირდება, რომ სიტუაცია შევაფასოთ და მარტიდან შეგვიძლია, ვისაუბროთ დამატებით გახსნაზე. ამირან გამყრელიძე - მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში სკოლის 50 000-მდე პედაგოგი გავტესტეთ, პედაგოგებში დადებითობის მაჩვენებელი 0,2%-ია. ბექა ფერაძის განცხადებით, პორტალზე რეგისტრირებული 47 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 46 აკმაყოფილებს. „კომენდანტის საათის“ მოხსნის რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც ეპიდსიტუაცია მყარად სტაბილური იქნება. მეუფე ნიკოლოზი - მადლობას გამოვთქვამთ, რომ ადამიანის თავისუფლება არ იზღუდება - უნდა აიცრას, არ უნდა, ნუ აიცრება. ომბუდსმენი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების პროცესის მართვის მხრივ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ აკმაყოფილებს ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელ პირობებს.

      გირაოს გადაუხდელობა და დაჭერობანა - ელენე ხოშტარია - „ქართულ ოცნებას“ დარჩა მხოლოდ - დაგიჭერ-გამოგიშვებ, არ ვთამაშობთ ჩვენ ამ თამაშს. შალვა პაპუაშვილი - მგონი ნიკა მელიაც არ უარყოფს, რომ კანონს არღვევს. ლევან იოსელიანი - ცოტა ხნის წინ პარლამენტმა ნიკა მელიას მანდატი არ გაუუქმა, რომ კრიზისის განმუხტვისთვის სივრცე დარჩენილიყო, ახლაც სწორი იქნება, თუ იმუნიტეტს არ შეუჩერებენ. ნიკა მელია - მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ? – რატომ ბაქიბუქობენ, რისი თავიც არ აქვთ? დავით ზილფიმიანი - იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ. დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ არ დავუშვათ კანონის სახით მოქმედებდეს უკანონობა და უსამართლობა. გიგა ბოკერია - თუ მელიას დააკავებენ, ეს ბრაზს გააასმაგებს - ამ შემთხვევაში ოპოზიციის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. ზურაბ ჯაფარიძე - მელიას საქმეთან დაკავშირებით პროტესტი იქნება საჭირო. სულხან სალაძე - თუ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის არგუმენტაცია სარწმუნო არ იქნება, სასამართლოს შეუძლია საერთოდ არ გამოიყენოს აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახე ან გირაო შეცვალოს უფრო მსუბუქი ფორმით. ხატია დეკანოიძე - ნიკას დაპატიმრებას თუ გადაწყვეტენ, გავუწევ წინააღმდეგობას ფიზიკურად და მოუწევთ ჩემი დაპატიმრება - არ გავატანთ! ოპოზიცია 25 თებერვალს, თბილისსა და ბათუმში აქციის გამართვას გეგმავს. ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლება უგუნურ ნაბიჯს გადადგამს და ნიკა მელიას დააკავებს, როგორც მორალურად, ასევე პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება. ხათუნა სამნიძე - ნიკა მელიას დაკავება იქნება პრობლემა მთელი ქვეყნისთვის, რაც შეწყვეტს ყველანაირ მოლაპარაკებას. საბა ბუაძე ნიკა მელიას საქმეზე - იმედი მაქვს, სიტუაცია იქამდე არ მივა, რომ ფიზიკურ კონფრონტაციაზე საუბარი მოგვიწიოს. ირაკლი ქადაგიშვილი - ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, კანონზე მაღლა დადგეს, შეგნებულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს. ნიკა მელია - სანერვიულო არაფერი მაქვს, ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეთ თავად - თავის დახრას არ ვაპირებ! გიგი უგულავა - ნიკა მელიას დაკავებაზე ოპოზიციის წინააღმდეგობა იქნება სრული და პროპორციული - მოვა სპეცრაზმი, დამარტყამს? - დავარტყამ! პირდაპირ გეუბნებით! სერგეი გავრილოვი ნიკა მელიას საქმეზე - საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა. ნიკა მელია გავრილოვის განცხადებაზე - ეს „ქართული ოცნებისთვის“ რეპრესიების გასაგრძელებლად პირდაპირი დირექტივაა. სალომე სამადაშვილი - არავინ აპირებს „გაატაროს“ საქართველოში ახალი პოლიტპატიმრის შექმნა და მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება - ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი თავსატეხი იქნება.

      უძღები პეტრე - პატრიარქი - მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ მოხდა განსაცდელი - მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება, უძღები შვილი დაბრუნდება. მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქი მზად არის პატიებისთვის - მეუფე პეტრემ მარტო პატრიარქს არ მიაყენა შეურაცხყოფა, მთელ ხალხს მიაყენა, მათ შორის მღვდელმთავრებს.

      წულუკიანის სამინისტრო - ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, თეა წულუკიანს პარლამენტი ეპატარავება და უქმნიან სამინისტროს - მე წინააღმდეგი ვიქნები.

      გირჩელობა - მეუფე ნიკოლოზი „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაზე - ვერანაირ საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ასეთი ორგანიზაციის წევრი, ადრე თუ გვიან, ყველანი წავალთ ამ ქვეყნიდან და წესის აგებაც არ შეიძლება.

      ოპოზიციის გაერთიანებიდან დაშლებამდე - გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ გიგა ბოკერია პარტიულ თანამდებობაზე დარჩება, „ევროპულ საქართველოსთან“ კოალიციის შექმნა რთული იქნება. იაგო ხვიჩიამ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დატოვა და განაცხადა, რომ ისინი „მიშას თამაშს თამაშობენ“. გიგა ბოკერია - მე და ჩვენს გუნდს ბატონ ვაშაძესთან ამ ეტაპზე, ამ ფაზაში ბლოკი არც განგვიხილავს. იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“. დავით ბაქრაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას გამოვრიცხავ, ეს თემა არ განიხილება და დახურულია - მე ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან. ვახტანგ მეგრელიშვილი - „გირჩს“ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოგვიცხადა და შეკითხვებზე პასუხის ნაცვლად სიგარეტის მოსაწევად გავიდნენ - რაღაც ცუდად გველაპარაკებიან. სანდრო რაქვიაშვილი - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩეს - არც კი წარმომიდგენია, ამ ხალხმა როგორ შეიძლება მიაღწიოს წარმატებას. გიგი უგულავა - „ნაციონალურ მოძრაობაში" არ დავბრუნდები, ვრჩები „ევროპულ საქართველოში“. მეუფე იაკობი ოპოზიციაზე - ვთქვათ, გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, მოგიშვებთ? ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ? ავტორიტეტი აქვს რომელიმეს, ხალხს უყვარს, თუ რა? ციხეში არავის დაჭერა მინდა, მაგრამ ძალიან ცუდად იქცევიან. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფართომასშტაბიანი აქციების გარდა, ლოკალურ აქციებსაც გამართავენ. გიგი უგულავა „გირჩის“ წევრებზე - ღრმად არასერიოზული ხალხია - რასაც დღეს მათთგან ვხედავთ, დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს, ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი. ხატია დეკანოიძე - იაგო ხვიჩიას განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, მორალურად მიუღებელია. ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციაზე ნაკლებს ვფიქრობ - ღმერთმა ხელი მოუმართოთთქო ვიტყოდი, მაგრამ ვისაც რევოლუცია უნდა ამ ქვეყანაში, არ ვუსურვებ, რომ ხელი მოემართოს. ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენმა კოლეგებმა გაყალბების ნაწილში დასავლელი პარტნიორები ვერ დაარწმუნეს.

      უპროტესტო პატიმარი და ოკუპაცია - ოჯახის ინფორმაციით, ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძე მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. უენდი მორტონი - ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეფექტურ კონტროლს და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ მოქმედებებს იმ ქვეყნებში, რომელთაც საფრთხედ აღიქვამს.

      საარჩევნო მომავალი - ვახუშტი მენაბდე - საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტისგან კანონპროექტის პირველადი ვერსია მივიღეთ - მართალი გითხრათ, უფრო ამბიციურ პროექტს ველოდით. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი ყველა გონივრულ შენიშვნას გაითვალისწინებს. მმართველი გუნდი საარჩევნო ბიულეტენის ფოტო და ვიდეოგადაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემოღების ინიციატივით გამოდის. უმრავლესობის პროექტით, ცესკო მხოლოდ ე.წ. პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტდება - პარტიის წარმომადგენელს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ექნება. ლევან ნატროშვილი - მთავარი პრობლემა, რაც რჩება, არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, რომელიც დღეს არსებულზე კიდევ უფრო ცუდია. გიორგი ვაშაძე - გულწრფელად გეუბნებით, მე პირადად ბუნებრივი ბარიერის მომხრე არ ვარ. უმრავლესობის პროექტით, „საარჩევნო კოდექსიდან“ იმ ჩანაწერის ამოღება ხდება, რომელიც ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესში, ძველი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლაზე აკეთებს აქცენტს. თბილისის საკრებულოს მანდატების მოსაპოვებლად 2.5%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება საკმარისი, რეგიონებში კი, 3%-იანი ბარიერი იმოქმედებს. ლევან ნატროშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში მიკერძოებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს. ლევან იოსელიანი - ცესკოს დაკომპლექტების წესი არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მოსაზრებაა, რომ პარტიებიც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.

      კანონდამრღვევი ჯაფარა - ზურაბ ჯაფარიძე - კანონს ვარღვევ, არ ვმალავ, აქამდეც ვარღვევდი - ეს არის პოლიტიკური პროტესტი, ამის არსია ის, რომ არ ვემორჩილები და ხელს მიშლიან კანონის დარღვევაში. ზურაბ ჯაფარიძემ მის მიერ გახსნილი ბარის ტერიტორია დატოვა, თუმცა ადგილზე სამართალდამცავები კვლავ რჩებიან.

      „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარში საქართველოდან პროდუქტის ექსპორტი 16.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 16.4 პროცენტით შემცირდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 173.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. სომხეთში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 14 207 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 394 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 64 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 1 084 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა.

      დასჯა - თურქეთი აცხადებს, რომ „ქურთების მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა 13 გატაცებული თურქი ერაყში სიკვდილით დასაჯეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 57

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters