უამინდობის მოლოდინი აგვისტოში, განათლების მომავალი ახალი წიგნებით, კრიმინალური ამბები და პასუხი, თუ რა საჭიროა ორი სახელი?!

      მთავარ ამბად დიდ ხანია უკვე ამინდები იქცა და ამ აგვისტოშიც ასეა, სიცხე ისეთ არ ჩანს რომ უნდა იყოს, მეტიც ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გზების დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, გარკვეული მიმართულებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. სხვა თემებს რაც შეეხება, ბევრი კრიმინალი იყო, ცოტა განათლება, ცოტაც საარჩევნო მარათონები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2018 /

      სასამართლოს პრობლემა - საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულაციებში მონაწილეობას მიიღებს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეპუტატებისგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე კონსულტაციებისთვის კონკრეტული თარიღის დასახელებას ელოდება. ანა ნაცვლიშვილი - თეა წულუკიანი ცდილობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის ფართო და გამჭვირვალე პროცესი შეაფერხოს. პრეზიდენტის მრჩეველებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.

      საპრეზიდენტოდ მსვლელობა - სალომე ზურაბიშვილი - ჩემთვის რამეს დაბრალება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინეს, არის უტიფრობა. დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით ცესკოს მიმართა. დღეის მდგომარეობიტ ცესკოში პრეზიდენტობის კანდიდატები თორმეტმა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა. გიორგი ვაშაძე - ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება დაიწყო. მამუკა არეშიძე - სალომე ზურაბიშვილს აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის ორიანს ვუწერ. კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს. ხათუნა ლაგაზიძე - სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ შეიძლება გააკეთოს ის, რომ მეორე ტურში ვიხილოთ გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ICDI ცესკოს ინიციატივით მიმართავს და საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის წესის დაზუსტებას სთხოვს. გიორგი ვაშაძემ - დიახ, ამ არჩევნებზე, ჩვენ ფული გვექნება. ეკა ბესელია - ყველა დასახელებულ კანდიდატს შორის ყველაზე გამოცდილი და გამარჯვების მეტი შანსის მქონე სალომე ზურაბიშვილია. გირჩის ლიდერმა და კანდიდატობის მსურველმა ზურაბ ჯაფარიძემ, სასამართლოს მიმართა რათა სახელის შეცვლის თხოვნით - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

      შესაწირი პარტიებს - წელს პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულება „ევროპულ საქართველოს“, ყველაზე ნაკლები კი - „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს მიღებული. 7 თვის მონაცემებით, „ევროპულმა საქართველომ“ შემოწირულება 92 ფიზიკური პირისგან მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 29, ხოლო „გირჩმა“ - 11 ფიზიკური პირისგან.

      ჩვენს სახელმწიფოსში ხალხის დამცველი - სახალხო დამცველი ნორმატიულ აქტებში გამოყენებულ ტერმინს „ოჯახის უფროსი“ დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნევს და მის შეცვლას ითხოვს.

      სტუმარ-მასპინძლობების ამბავი - ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც სამ თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო შვიდი თვე პირობით მსჯავრს მოიხდის. თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ყველა ტურისტი გამოიყვანეს. ტურისტებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ათი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც სამ თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო შვიდი თვე პირობით მსჯავრს მოიხდის. ფოთში ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ტურისტები არიან ჩარჩენილი. გზების დეპარტამენტი - ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს. ახმეტის მერი - ფშაველი - ომალოს მიმართულებით რამდენიმე მონაკვეთზე კლდიდან ჩამოშლილი მასა სრულად გაწმენდილია. მეხანძრე-მაშველებმა თბილისში ტურისტი გადაარჩინეს.

      დეკანოზის შეწყალება - თორნიკე მამალაძე - ვიმედოვნებთ, პრეზიდენტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, მას შეუძლია, რომ სამართლიანობა აღადგინოს.

      სხვა შესაწყალებელიც გამოჩნდა - გოგა ონიანმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

      ბუნების სიმ 20-წუთიანმა სეტყვამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ვენახები, ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა

      16 ივლისს დაშავებული მეშახტე - ამას არავინ მოველოდით, რადგან როგორც ყოველთვის ხდება, აფეთქების წინ უსაფრთხოების ზომები მიღებული გვქონდა.

      მეწილეების გარჩევა?! - გიორგი ჭანტურიას მეუღლე - ჩემს მეუღლესა და სამსონ ქუთათელაძეს შორის დაპირისპირება არ ყოფილა - წაკამათების გამო არ შეიძლება ადამიანს მკვლელობა დააბრალო. პროკურატურა გიორგი ჭანტურიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა. რუსთავის საქალაქო სასამართლო გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდა. გიორგი ჭანტურია - ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ მაინცდამაინც ციხეში უნდა ვიჯდე. საბოლოოდ, სასამართლომ გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეუფარდა. გიორგი ჭანტურიას ადვოკატი - რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, როგორც სააპელაციოში, ასევე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს. პროკურორი - სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რის საფუძველზეც გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეეფარდა.

      უნამუსობა გრძელდება - რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის აღნიშვნის ათი წლისთავზე მიიწვია. რუსეთში გამოკითხულ რესპოდენტთა 80% საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს უჭერს.

      ელექტრომობილების მომავალი - „თელასმა“ ელექტრომობილების თანამედროვე გასამართი სადგური დაამონტაჟა.

      პოლონური გვერდშიდგომა - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ადგილი არის ევროპული დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში.

      აუქციონის გაუქმებული შედეგი - ეკონომიკის სამინისტრომ „დმანისის გადარჩენის ფონდის“ მიერ მოგებული აუქციონის შედეგი უკანონოდ გააუქმა - ამბობს გიორგი ვაშაძე.

      მამის დაუსრულებელი სამართალი - ზაზა სარალიძე - იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მისცენ პირები, პირიქით, სასამართლო დარბაზიდან დამნაშავეებს ათავისუფლებენ. ზაზა სარალიძემ და ელისო კილაძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის თაობაზე პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს.

      ვცეკვავთ და ვიბრძვით რუსეთშიო - კლუბმა „ბასიანმა“ მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.

      განახლება განათლებაში - მიხეილ ბატიაშვილი - განათლების სისტემას ძირეული ცვლილებები სჭირდება - შემოდგომაზე რეფორმის კონცეფციას წარვადგენთ. მიხეილ ბატიაშვილი - ახალი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი სიახლე გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები იქნება. სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის შემუშავებაზე პასუხისმგებლობა შესაძლოა, სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს. მარიამ ჯაში იმედოვნებს, რომ 2019 წლისათვის განათლების სფეროს დაფინანსება სულ მცირე 100 მილიონი ლარით გაიზრდება. მარიამ ჯაში - 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს, განათლების სისტემის დაფინანსების ზრდის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება.

საზღვარგარეთულები:

      სანქციები და საპასუხო სანქციები - დიმიტრი მედვედევი - აშშ-ს მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ ომს უნდა ვუპასუხოთ. სერგეი ლავროვმა მაიკ პომპეოს კატეგორიულად მოსთხოვა, ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები არ დაუწესოს.

      სომხეთმაც აიმაღლა ხმა - ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთი სომხეთში შექნილ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს.

      დედ-მამობა დაბრუნდა იტალიაში - იტალიის შს მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა სამინისტროს ოფიციალური ანკეტებიდან „მშობელი 1“ და „მშობელი 2“ პუნქტები ამოიღო და „მამით“ და „დედით“ შეცვალა.

      უფრო ძვირი ფოლადი - დონალდ ტრამპმა თურქულ ფოლადსა ალუმინზე ტარიფის გაორმაგების შესახებ განაცხადა. თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო - ფოლადსა და ალუმინზე გადასახადების გაზრდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 164

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters