ახალი კვირა დაიწყო კვლავ საპრეზიდენტო ამბებით და წინა დღის, კვირიაკის დიდგორობის აღნიშვნით, ასევე, საპატრიარქოს მეტ-ნაკლები დაძაბულობებით. ამასთანავე, უცხოელებისთვის გართულებული ნებართვების შესახებ ამბებით, დედაქალაქზე და ადამიანებზე ზრუნვით.
კვირის ქადაგება, საპატრიარქო და ქართველი სასულიერო პირების ამბები - ილია მეორე - დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება, არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების. მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ავაზაკად“ და „დაჯგუფების წევრად“ მოიხსენიებს. მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობზე - ავაზაკს ყველა ავაზაკი ეჩვენებოდაო. ირაკლი კობახიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე - როცა სტრასბურგის მოსამართლეები კადრებს ნახავენ, ალბათ, ობიექტურ გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბებენ. დეკანოზი მიქაელი - საპატრიარქოში მღვდელმთავრები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით იმყოფებიან. საპატრიარქო - დეკანოზ გიორგი მამალაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ.
სასამართლოს მომავლიდან - პრეზიდენტის მრჩევლები დღეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე „ადვოკატთა ასოციაციის“ წევრებს შეხვდებიან. ლია მუხაშავრია - სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება - თეა წულუკიანის მისწრაფებები კლანის მამების - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი სასამართლოში რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინი პესიმისტურია. კახა კოჟორიძე - ვაგრძელებთ მცდელობას, რომ მოვახერხოთ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ყველამ ერთად დავასახელოთ ძალიან ღირსეული კანდიდატი. კახა კოჟორიძე ირაკლი კობახიძეზე - არ შევდივართ კინკლაობაში, არ გვინდა პასუხის პასუხი, რათა არ დაზიანდეს პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს. დავით ასათიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე - რეალისტური პროცესი მაშინ მიიღწევა, როდესაც აქცენტი მართლმსაჯულების ინტერესებზე გაკეთდება.
დიდგორობის კვირიაკე - მამუკა ბახტაძე - თითოეული ქართველისთვის მისი დიდგორი გრძელდება - ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, განვითარებისა და გაერთიანებისთვის.
ფასდაკლებული მკურნალობა - მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტებზე ფასდაკლება დღეიდან მთელ მოსახლეობაზე გავრცელდება.
დანარჩენი მსოფლიო ჩვენზე და ჩვენს ომებზე - მეთიუ ბრაიზა - საქართველომ საკმაოდ კარგად დააღწია თავი ომის შედეგებს და ახლა განვითარების საკმაოდ კარგ ეტაპზეა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით და ის, რაც მოხდა, მოულოდნელიც კი იყო, - ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მარკ სიმაკოვსკიმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამერიკის მთავრობას შეეძლო, რომ სათადარიგო გეგმებით უკეთესად მომზადებულიყო.
რთული ნებართვები და რთულად დასახლება საქართველოში - უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემა რთულდება. ირაკლი კობახიძე - უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული წესის ცვლილების საკითხი წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა. კახა კალაძე - მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებაა შესაძლებელი, ქართული პასპორტის ფასმა ძალიან აიწია.
ამბები სტატისტიკიდან - 7 თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 051.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდზე 24.4%-ით მეტია.
ადამიანებზე მზრუნველები - Human Rights Watch ხელისუფლებას მოუწოდებს, ნებისმიერი ნარკოტიკის პირადი მოხმარების და პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობით შეძენა/შენახვის დეკრიმინალიზაცია განახორციელოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის ფარგლებში, პარლამენტი როგორც მარიხუანას, ისე სხვა ნარკოტიკული საშუალების საკითხზე მუშაობს. კალაძე - ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რაღაც რეგულაციები აუცილებლად შემოსაღებია, თორემ მძიმე შედეგს მივიღებთ.
პრეზიდენტობის სიძვირე - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე 42 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. თამარ ჟვანია ოპოზიციის ბრალდებებს „არასწორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები კონკურსის შედეგად, პროფესიული ნიშნით შეირჩნენ. „ევროპული საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, რომელიც მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამის განთავსებას უკრძალავს. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლე პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს. ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება არ გვეჩქარება. ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ცესკოს ხელოვნურ დისკრედიტაციას ცდილობს. კახა კალაძე - პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს. დიმიტრი ხუნდაძე - შეიძლება შეგვრჩეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება. მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით მიაღწევს მის წინააღმდეგ საფრანგეთში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ცესკოში რეგისტრაცია არაუგვიანეს 8 სექტემბრისა უნდა გაიარონ. სალომე ზურაბიშვილი - ვიწყებ მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას. კომუნიკაციების კომისია - არაწინასაარჩევნო პერიოდში ეთერში პოლიტიკური ვიდეორგოლების განთავსებაზე გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. თემურ ბაბლუანი - სალომე ზურაბიშვილის გამოცდილებიდან და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მასზე უკეთეს არჩევანს ვერ ვხედავ. დავით უსუფაშვილი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში „საქართველოს რესპუბლიკის სასახლის“ გახსნის ინიციატივით გამოდის.
ლარის გასაჭირის ახალი სეზონი - ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობა არაკომპეტენტურია და მოუმზადებელი ხვდება ლარის რყევას, რომელიც ტურისტული სეზონის პიკში ხდება. ირაკლი კობახიძე - ლართან დაკავშირებით მთავრობას სათანადო გეგმა აქვს, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5694 ლარი გახდა. პაატა ბაირახტარი - ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებსა და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა.
შვილები ტყვეობაში - 8 შვილი ჰყავდა მამას სახლში გამოკეტილი. 8 შვილის მამა ბრალს არ აღიარებს და როგორც აცხადებს, „არავითარი მტკიცებულება არ არის“ ის, რომ სახლში ჩაკეტვის გამო ბავშვები სკოლაში ვერ დადიან. ადვოკატი სვანეთში დაკავებული 8 შვილის მამის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს. სახალხო დამცველის მოადგილე - აუცილებელია ახალი სასწავლო წლიდან საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთონ ბავშვები, რომლებიც მამას სახლში ჰყავდა ჩაკეტილი.
დედაქალაქის იმიჯი - კახა კალაძე - დედაქალაქში ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს, სადაც ხდება ფასადების ჩამოშლა. კახა კალაძე პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარე ერთად, ორბელიანის სახელობის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ირაკლი კობახიძე - მადლობა უნდა გადავუხადოთ კახი კალაძეს, რომელმაც ახალი ენერგია ჩაჰბერა ქალაქის განვითარებას.
მხრცოვანი მოჭადრაკეები - ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი სენიორ (65+) მოჭადრაკეთა შორის ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვებით დასრულდა.
ქართულ-რუსული ამბები - გრიგორი კარასინი - საქართველოში, რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ სიტუაცია გაუარესებულია, რაც ადგილობრივი კრიმინალური ელემენტების ქმედებების შედეგია.
ანტიჯარული რელიგია - რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება" - ჩვენ შევძელით და 8 000-ზე მეტი ადამიანი სახელმწიფო მონობისაგან დავიხსენით.
საზღვარგარეთულები:
სააკაშვილის ამერიკული სატელიეტები - მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ისევ ხანძრები - საბერძნეთის სოფლებში კვლავ ტყის ხანძარი მძვინვარებს - მოსახლეობა ევაკუირებულია.
პუტინის რუსეთი - ვლადიმერ პუტინმა კასპიის ეკონომიკური ფორუმის შექმნის შესახებ განაცხადა. სერგეი ლავროვი ადასტურებს მზადყოფნას, რუსეთისა და ამერიკის ლიდერების მორიგი შეხვედრა გაიმართოს. 22-წლიანი უთანხმოების შემდეგ, კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას ხელი მოეწერა.
წინა პრეზიდენტების სასამართლო პრობლემები - არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი და სენატორი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი ქრთამის აღების საქმეზე დღეს დაიკითება.
ამერიკა აღმოსავლეთში - აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემი, რომელიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემითაა აღჭურვილი, შავ ზღვაში შევიდა.
ამერიკული მედია-ერთობა - აშშ-ში ასზე მეტი ბეჭდური გამოცემა დონალდ ტრამპის მედიაზე თავდასხმების დაუშვებლობის თაობაზე სტატიებს ერთდროულად გამოაქვეყნებენ.
შეაგნებინეს ამერიკას - მევლუთ ჩავუშოღლუ - აშშ-მ გაიგო, რომ სანქციებით, მუქარითა და ზეწოლით თურქეთთან შედეგებს ვერ მიაღწევს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია