აგვისტო იწურებოდა და მერკელი თბილისში სტუმრობდაო - გერმანულ-ქართული ანდაზა გამოვიდა. დღევანდელი დღეც კანცლერის, მეორე რკინის ქალის გარშემო ტრიალებდა. სხვა სიახლეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნაი იყო პრეზიდენტის არდასახელებული მოსამართლის კანდიდატურა, პუტინის ვაჟკაცობები და ახალი კონსტიტუციის პრეზენტაცია და კურთხევა.
ანგელა მერკელის ვიზიტი - მამუკა ბახტაძე - ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა გამოწვევებით აღსავსეა, თუმცა მეგობრები გვყავს - ნამდვილი მეგობრები, რომლებიც ამ გზაზე გვეხმარებიან. ანგელა მერკელი - მე აქ 80-იანი წლების შუა პერიოდში ვიმყოფებოდი, მომწონდა აქაურობა და მოხიბლულმა საქართველო დათქმულ დროში ვერ დავტოვე. “ნაციონალური მოძრაობა“ ანგელა მერკელთან მიმდინარე შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხის დაყენებას გეგმავს. ანგელა მერკელი - მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან სწორ ეკონომიკურ გზას ადგას. მამუკა ბახტაძე - ჩვენ მოხარული ვართ, რომ აშშ, ევროკავშირი, გერმანია და ქალბატონი კანცლერი აწარმოებენ დიალოგს რუსეთთან ბევრ საკითხზე. რომან გოცირიძე - საქართველოს მთავრობა უფრო კონკრეტულად უნდა ესაუბრებოდეს დასავლელ პარტნიორებს, ეს არ არის ქართული სუფრა, სადაც მხოლოდ კარგს ამბობენ. ტომას ბარაიბი - გერმანელი ინვესტორების აზრით საქართველოში ძალიან კარგი, ხელსაყრელი გარემოა ახალი ბიზნესის საწარმოებლად. სალომე სამადაშვილი - ანგელა მერკელის შეშფოთების საგანია, რომ ქვეყანაში სიღარიბე იზრდება და დაინტერესდა ჩვენი ხედვით თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს რეალობა შეიცვალოს. ანგელა მერკელი - საქართველო უკრაინასთან ერთად დანამდვილებით არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი ევროპული პერსპექტივა. დავით ბაქრაძე - ანგელა მერკელი თანახმაა, გერმანიაში მყოფი ქართველების ლეგალურად დასაქმების კუთხით მუშაობა დაიწყოს. დავით ბაქრაძე - კანცლერისგან მივიღეთ დაპირება, რომ გერმანია მხარს დაუჭერს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" და სანქციებს. ანგელა მერკელი - რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მან და ევროპამ ერთმანეთისგან ბევრი ისწავლეს - რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ნატო და ევროკავშირი არ არის მტერი. ანგელა მერკელი - როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამ შეიძლება „პრობლემები“ შექმნას?! ანგელა მერკელი - ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით თანამშრომლობას. ქართველი სტუდენტი ანგელა მერკელს - სიტყვა „ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა გაქვთ? რატომ არ იყენებთ ამ სიტყვას აფხაზეთისა და ცხინვალში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად? ანგელა მერკელი აფხაზეთსა და ცხინვალზე - დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია. გრიგოლ ვაშაძე - საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე ანგელა მერკელისგან ნაკლებად ოპტიმისტური პასუხები მივიღეთ და ეს არის შემაშფოთებელი. სოფიო ქაცარავა - ბუნდესტაგის წევრებთან საუბარი გვქონდა ჩვენთვის ყველა აქტუალურ და პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ანგელა მერკელი - პუტინს ან უნდა ვუთხრათ: კეთილი ინებოს და პოლიტიკურად სტანდარტები დააკმაყოფილოს, ან მისი სურვილები დავაკმაყოფილოთ - ამას არ გავაკეთებთ. ანგელა მერკელი - ევროპული მხრიდან ძალიან სწრაფ, ნაჩქარევ დაპირებებს ვერ მოგცემთ. ივანე მაჭავარიანი – ანგელა მერკელის ისტორიული ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში გერმანიის მხარდაჭერის ცალსახა გამოხატულებაა. ირაკლი კობახიძე - ანგელა მერკელმა არაერთი სერიოზული გზავნილი გააჟღერა, რომელიც საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას მოიცავდა. ივანე მაჭავარიანი – გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაში. ივანე მაჭავარიანი – გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია აჭარის მოსახლეობისთვის. ირაკლი კობახიძე - საქართველო თანმიმდევრულად მიიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე, რაშიც გერმანია მის გვერდითაა. ანგელა მერკელი - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ნატო-ში სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია. ანგელა მერკელი სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანგელა მერკელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამუშაო კვოტებს შევქმნით. დემოკრატია ასევე არის მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ანგელა მერკელი - სიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება დაცულია და გადავწყვიტეთ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მივანიჭოთ. ანგელა მერკელი - რეგიონებშიც უნდა მიდიოდეს განვითარების პროცესები. ანგელა მერკელი - გერმანია მანამ იქნება კარგად, ვიდრე იარსებებს ძლიერი, ფუნქციონალური ევროპის კავშირი. ანგელა მერკელი - ჰიბრიდული ომის წარმოება არის რუსული გეგმები. დაკარგული ტილო საჩუქრად - მამუკა ბახტაძემ ანგელა მერკელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დრეზდენის მუზეუმიდან გაუჩინარებული ტილო გადასცა. ამ კურიოზულ ფაქტზე კომენტარიც მოუწიათ - მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩიტადინის ტილო, რომელიც ანგელა მერკელს მამუკა ბახტაძემ გადასცა, სახელმწიფოს კერძო კოლექციონერმა აჩუქა. მამუკა ბახტაძე - ანგელა მერკელი მართლაც არის საქართველოს დიდი გულშემატკივარი. ამ ყოველივეს შემდეგ, ანგელა მერკელმა საქართველო დატოვა.
წასვლის შემდეგი განცხადებები - დავით ზალკალიანი - არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ ოპონენტების კრიტიკას არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან მიმართებაში. გიორგი აბაშიშვილი - ანგელა მერკელმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე ღიად აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. დავით ზალკალიანი - ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ის მუდმივად საუბრობს ამაზე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში. საქართველოსა და გერმანიის სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილი - დღევანდელი ე.წ. მთავრობა ანგელა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. უცხოური მედია - საქართველოს კრიმინალური პოლიციისა და გერმანიის ურთიერთთანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში წარმატებულია. სალომე ზურაბიშვილი - ანგელა მერკელის საქართველოში ჩამოსვლა და წასვლა საოკუპაციო ხაზზე, იყო ძალიან სიმბოლური.
რუსული პასუხი ნათქვამ „ოკუპაციას“ - ვლადიმერ პუტინი დღეს რაულ ხაჯიმბას და ანატოლი ბიბილოვს შეხვდება. სირიაში რაულ ხაჯიმბას „ვიზიტი“ შესაძლოა, შემოდგომაზე შედგეს. რაულ ხაჯიმბა - ჩვენ ომი გადავიტანეთ და არ გვსურს ეს განმეორდეს, თუმცა, თუ სხვა შანსი არ დაგვიტოვეს, თავდაცვის უფლება გვაქვს. დე ფაქტო საგარეო უწყება - რუსეთის მხრიდან აღიარებამ სამხრეთ ოსეთის განვითარებაში ახალი ეტაპი გახსნა. ვლადიმერ პუტინი „სამხრეთ ოსეთზე“ - მიუხედავად სირთულეებისა, რესპუბლიკა ვითარდება. ვლადიმერ პუტინი - აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.
ქალაქის კალაძისეული ინფრასტრუქტურა - კახა კალაძე თბილისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, სატრანსპორტო შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის. კახა კალაძე - ვარაზისხევში ქვაფენილის ჩანაცვლებაზე ვისმენ ე.წ. ექსპერტების გაუაზრებელ გამონათქვამებს - იმის გამო, რომ ტელევიზორში გამოჩნდნენ, ყველაფერს კადრულობენ. კახა კალაძე - ანგელა მერკელის მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმ რთულ გზაზე, რასაც ევროატლანტიკური სივრცე და ევროკავშირი ჰქვია. კახა კალაძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს - ბოდიშის მოხდა სირცხვილი არ არის - სამი ტყუილი გააჟღერეთ და მოსახლეობას უნდა უთხრათ, რომ შეცდომაში შეიყვანეს. კვლევის მიხედვით, თბილისში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი “ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, ავლაბრის მოედანთან, მელიქიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზეა. კახა კალაძე - ვარაზისხევში არც ქვაფენილის დატოვებაში ვხედავ პრობლემას, მხოლოდ არა იმ მდგომარეობაში, როგორც ახლა არის. საგზაო სამუშაოების გამო, 25 აგვისტოს ვახუშტის ხიდიდან „ვეფხის და მოყმის“ ძეგლამდე მოძრაობა შეიზღუდება.
ცეკვავენ პოლიტიკოსები - ახალი შოუ - რომან გოცირიძე - ომის 10 წლისთავზე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქორწილში ეპატიჟება პუტინს და ცეკვავს მასთან - არ უნდა იცეკვო დათვთან, რომელსაც სისხლიანი ბრჭყალები აქვს.
გერმანული ფული - გერმანული KfW მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას დააფინანსებს. მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის 150 მლნ ევრო გამოყო. ნინო ენუქიძე - გაზსაცავი სტრატეგიული ობიექტია, რომელსაც მეტწილად სოციალური დანიშნულება ექნება. მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად შეთანხმება გაფორმდა.
აჭარული აქციები - ბათუმში, საინიციატივო ჯგუფმა „რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო აქცია გამართა.
განათლება ზღვის უნიში - „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.
უარი მოსამართლეზე - ნაზი ჯანეზაშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში თავიდანვე იყო შეცდომები დაშვებული. პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტს უნდა ეცადა, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემების გადაჭრაში საკუთარი წვლილი შეეტანა - მინიმალური შანსიც არ უნდა გაფლანგულიყო. ვანო ზარდიაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე პრეზიდენტმა ვერც ერთ უწყებასთან და არასამთავრობოსთან ვერ გამონახა საერთო ენა. დავით მათიკაშვილი - ეს არის მარტო დარჩენილი პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ნაბიჯი. სალომე ზურაბიშვილი - პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ალბათ, უნდა დაესახელებინა. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალოს. ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტის უარს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენაზე "პოლიტიკურ უსუსურობას" უწოდებს.
ახალი კონსტიტუციის პრეზენტაცია - ირაკლი კობახიძე - ჩვენი ვალი იყო შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ. პატრიარქი - კონსტიტუცია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პარტიებს. ირაკლი კობახიძე – დიდი საქმე დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. სოფიო კილაძე - პრეზიდენტი კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიწვეული იყო, თუმცა არ მივიდა. გიორგი მარგველაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევქმენით არაერთპარტიული საკონსტიტუციო დოკუმენტი.
საზღვარგარეთულები:
აშშ მსოფლიოს გასაგონად - აშშ თურქეთს რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400-ის შესყიდვის შემთხვევაში სანქციების დაწესებით ემუქრება.
პოროშენკოს მოთხოვნები - პეტრო პოროშენკო - დაჟინებით მოვითხოვ, რომ ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებისკენ ჩვენი მისწრაფება კონსტიტუციაში დაფიქსირდეს.
გაბონის მეკობრეები - ცენტრალური აფრიკის საზღვაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, გაბონის სანაპიროსთან დაკარგული გემი ნაპოვნია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია