აგვისტოს ბოლო ნიუსები დაიწყო ამერიკულ-ქართული ტრაგედიით - გარდაიცვალა ჯონ მაკკეინი. ამასთანავე დღის სიახლეებში ისევ ისმის შზსუს დაბრუნება, მუსიკის უკმარისობას და ნარკოტიკებს გადაყოლებული ახალგაზრდები და საპრეზიდენტო არჩევნები 2018
ლოცვა პატრიარქისთვის - ილია მეორე მრევლს - თქვენი ლოცვები მჭირდება.
პროტესტი უნივერსიტეტის დასაბრუნებლად - შავი ზღვის უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს დღეს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, რომ მათ სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას. ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე - საბჭოს დღევანდელი დღის სამუშაო დღის წესრიგში შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის. შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და მისგან უნივერსიტეტთან მიმართებაში არსებული პრობლემით დაინტერესებას მოითხოვენ. განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი - შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებული გადაწყვეტილების რევიზია სააპელაციო პროცედურების გავლის გარეშე ვერ მოხდება. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას.
მუსიკალური ფესტივალის დამატებითი გასართობი - ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-გასაღების ბრალდებით კიდევ 3 პირი დააკავეს. თემასთან ახლოს - ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი - საქართველოში ოპიუმის მოყვანა დაიწყეს და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. ანაკლიაში გამართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სულ 18 პაციენტი შეიყვანეს.
საქართველო და რუსეთი ურთიერთობების ორ მხარეს - საქართველოს საგარეო უწყება - ადრე თუ გვიან, რუსეთს მოუწევს შეცვალოს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძე - მთლიანობაში, ჩვენი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით წარმატებულია. რუსი მინისტრი - სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება რუსეთის სიმძლავრითა და ავტორიტეტით არის დაცული. ოკუპირებულმა „სამხრეთ ოსეთმა“ ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი გახსნა.
ვალდებული პრეზიდენტის უარი ვალდებულებაზე და დაჩაგრული სამართალი - ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება პრეზიდენტის ვალდებულებაა. დავით ბაქრაძე - ქვეყანას არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ივლის ხალხთან და ეცოდინება მათი ტკივილი.
საპრეზიდენტო არჩევნები 2018 - ირაკლი კობახიძე - ჩვენ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს მხარს აუცილებლად დავუჭერთ. კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს სხდომის ფორმატში გადაწყვეტს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი. დავით უსუფაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „არაორდინალური კანდიდატურის“ დასახელების წინადადებით გამოდის. ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტმა საკმაოდ უარყოფითი როლი შეასრულა უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, მან არ უნდა წარადგინოს თავმჯდომარის კანდიდატურა. ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა აღქმულია, როგორც გლადიატორის ბრძოლა, რომელიც გმირულად უნდა დაიღუპოს - ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტსაც, უმრავლესობასაც და არასამთავრობოებსაც
მოთმინება ევროპისთვის - ლევან ბოძაშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ზოგჯერ საუკეთესო პოლიტიკა მოთმინებაა.
პურის ბიზნესის კონტროლი - ხორბლის გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელი - მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ბაზარზე 3-4 კომპანია დარჩება, რაც პურის ფასებზე ზეგავლენას მოახდენს.
ქალაქის მმართველობა ხალხისგან - გამოკითხვის შედეგებით, მოქალაქეთა 49 % მიიჩნევს, რომ ვარაზისხევში ქვაფენილი უნდა დარჩეს, 43 %-ის აზრით კი, ის ასფალტით უნდა შეიცვალოს.
საზღვარგარეთულები:
სენატორის გარდაცვალება - ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯონ მაკკეინმა სიცოცხლეშივე განსაზღვრა მის დაკრძალვაზე დამსწრე სტუმრების სია, რომელშიც დონალდ ტრამპი არ მოხვდა. „ვაშინგტონ პოსტი“ - დონალდ ტრამპმა ჯონ მაკკეინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის მიერ ოფიციალური პრესრელიზის გამოქვეყნება აკრძალა. ჯონ მაკკეინის ოჯახმა დაადასტურა, რომ სენატორის ანდერძის შესაბამისად, დონალდ ტრამპი მაკკეინის დაკრძალვის ცერემონიაზე დაპატიჟებული არ იქნება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სენატში ჯონ მაკკეინის ადგილი, შესაძლოა, მისმა მეუღლემ დაიკავოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მოითხოვს, ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს.
დაცლილი სახელმწიფო სტრუქტურები - საფრანგეთის ხელისუფლება სახელმწიფო სტრუქტურებიდან 14 ათასზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
რუსეთი ევროპაში - ემანუელ მაკრონი - ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა რუსეთის მონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია