ბიზნესგვარები პროკურატურიდან, ფილმების ტელევიზია, პენსიონერი პედაგოგია და ამაზონი ცეცხლის ალში!

      აგვისტო ოკუპაციის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ეს თემა აქტუალობას რა თქმა უნდა დღესაც არ კარგავდა. ახალი ამბავი კი ახალი ბიზნესმენების გამოჩენა იყო პროკურატურის განცხადებებში - ხაზარაძის საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტია. რუსთავი ორი ისევ ფილმებზეა გადასული და განათლება ისევ პენსიონერ პედაგოგებზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 აგვისტო, 2019

      ტელევიზია და მედიაპლურალიზმი - რომან გოცირიძე - „რუსთავი 2“-ში ისეთი ვითარებაა, რომ ალბათ, „კურიერის“ წამყვანებად ქიბარ ხალვაში და პაატა სალია მოგვევლინებიან. ოთარ კახიძე - ივანიშვილი გადასულია პოლიტიკურ რეპრესიებზე და ცდილობს მედიასივრცის მონოპოლიზებას. დავით უსუფაშვილი - საქართველოში გრძელდება თავისუფალი მედიის და ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესწრეების მოთვინიერების მცდელობა. ქიბარ ხალვაში - გვარამიას, ანჯაფარიძეს, მელაძეს, ლაფერაშვილს, გაბუნიას, უდუმაშვილს, იმ დროს, როცა თანამშრომლების ხელფასები გაყინული იყო, ასიათასობით ლარი აქვთ მიღებული. ლევან ყარამანაშვილი, გიორგი ყარამანაშვილი და ტელეკომპანია „საქართველოს“ სახელით ნიკოლოზ ნაყოფია აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“ იყო არა ლოგოს, ბრენდისა და შენობების, არამედ იმ ადამიანების ძალისხმევით შექმნილი ერთობა, რომლებიც ქმნიდნენ მის შინაარსს და, ამით, ქვეყნის ისტორიასაც. ქიბარ ხალვაში - ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. ცხადია, რომ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის წასვლა, თავიდანვე ცხადი იყო და მხოლოდ ნიკა გვარამიას მოწოდებაზე იყო დამოკიდებული, რაც აშკარად გამოჩნდა კიდევაც. ჩემთვის ნათელია, რომ ნიკა გვარამია მის პატრონთან, სააკაშვილთან ერთად ცდილობდა, "რუსთავი 2"-სთვის დაეკარგა ტელევიზიის სახე და აგრესიული პარტიული პროპაგანდის იარაღად გადააქცია.

      ხაზარაძე-ჯაფარიძე და ახლა უკვე წერეთელიც - პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. ავთანდილ წერეთელი ბრალის ოფიციალურად გასაცნობად გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული, ასევე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც დაიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ვახტანგ წერეთელი - ავთანდილ წერეთელი მზად არის, პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოცხადდეს. ავთანდილ წერეთელი დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არ დახმარებია. არასამთავრობოები ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენაზე - ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის. დავით ბერძენიშვილი - ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის მიმართულებით დღეს არ აგდებს. ადვოკატი - პროკურატურის სქემა ასეთია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განიზრახეს საკუთარ ბანკს თაღლითობით გამოსტყუონ თანხა - პროკურატურას ფულის გათეთრების მუხლი იმიტომ დასჭირდა, რომ მათი ანგარიშები დაეყადაღებინა. დაახლოებით, იგივე სცენარი ვითარება, რაც „იბერიასთან“ დაკავშირებით მოხდა. ყოველგვარ ზღვარს გასცდა ხელისუფლების უგუნური ნაბიჯები, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ ბრალის წარდგენას. ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ მზად ვართ შემდგომი გართულებებისთვის - პროკურატურა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად გადაიქცა. გენერალური პროკურორი პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში - ამ პასუხისმგებლობას ის ვერ გაექცევა. მამუკა ხაზარაძე - შემიძლია ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ პირნათელი ვართ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ რამის გვეშინია. მოვუწოდებ რუსული „პაგონების“ ქვემოთ ჩამალულებს, არაფერი გამოგივათ! ანაკლიას ავაშენებთ! ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის. პროკურატურა ისევ იწყებს, რადგან შოკში ჩავარდნენ - ხალხო, ცამდე მართლები ვართ. ადვოკატი - ათეულობით ტომი გადმომცეს, ჯერ მხოლოდ წონით შემიძლია ეს მტკიცებულებები შევაფასო - ავთო წერეთელი რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას გამორიცხავს.

      აგვისტ-კუპაცია - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს. ქეთევან ციხელაშვილი-საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო გამოხმაურებებია.

      ხანძარი გორში - გორის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ხანძრის ლოკალიზებას ქარი აფერხებს. სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძარი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გავრცელებული, ვერტმფრენებმა დღეს მუშაობა შეაჩერეს.

      პენსიები პედაგოგებს - 6000-მდე პენსიონერი პედაგოგი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს ოქტომბერში მიიღებს. განათლების მინისტრის მოადგილე - 51-ე სკოლის დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა. განათლების სამინისტრო მასწავლებლობის მსურველებისათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა.

      ნახევარმილიონიანი გირაო - ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და წინასწარი შეთანხმების გარეშე საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა. ადვოკატი - ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ 500 ათასი ლარი გადაიხადოს.

საზღვარგარეთულები:

      მსოფლიო მედია რუსეთის გარშემო - BBC – პუტინისა და მაკრონის პრესკონფერენციის სტენოგრამა კრემლის საიტზე შეცდომებით გამოქვეყნდა. ევროკავშირი რუსეთის „დიდი რვიანის“ ჯგუფში უპირობო დაბრუნებას ეწინააღმდეგება. რადიაციული აფეთქება - ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სევეროდვინსკთან აფეთქების შედეგად რადიაციის დონე ნორმაშია და საფრთხე არ არსებობს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ს ევროპაში რაკეტების სწრაფად განლაგება შეუძლია. მარია ზახაროვა - მოსკოვი ზელენსკისგან სიგნალების გამოგზავნას რეალურ ცხოვრებაში ელოდება და არა სოციალურ მედიაში.

      ამაზონია იწვის! - ბრაზილიის პრეზიდენტი - ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად სახელმწიფოს რესურსები არ აქვს

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 152

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აგვისტო 26, 2019||11:48pm

თუ ის მარსიანელი (მეთ დეიმონი) ისევ იქ არის და კარტოფილის მოყვანას განაგრძობს, მალე, მარსის ჩიფსები ბრენდი გახდება. ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters