თითქოს პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ოპოზიცია იყოს დარჩენილი, დღის მთავარ ამბებში მხოლოდ ნაციოანლური მოძრაობა და მისი პატიმარი ლიდერი აქტიურობენ. ასევე, ფარული ჩანაწერები რომელთა ავთეტურობაც არავის დაუდასტურებია, მაგრამ უკვე განიხილავენ და აკომენტარებენ. ზამთარი ჯერ კიდევ ძლიერდება აღმოსავლეთში და თოვა შეწყვეტას არ აპირებს უახლოს დღეებში. უკრაინაში კვლავ ომი, რთული და ხანგრძლივი ომი. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6941 ლარია.
პრეზიდენტის პატიმრობა - გიორგი სააკაშვილი - დემენცია პატიმარს ნებისმიერ ქვეყანაში პირდაპირ ათავისუფლებს - მივმართავ ხელისუფლებას, მიშას მივცეთ ცხოვრების უფლება. ვახტანგ კალოიანი - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ გაუწონასწორებელი ადამიანია, ხან ლოთია, ხან ისტერიული ტიპი - ცინიკურად ეთამაშება ადამიანის ჯანმრთელობას. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 14 იანვრამდე აქვს დრო, რომ ადვოკატებს სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეო მასალები გადასცეს. შალვა ხაჭაპურიძე - ხვალ გამოიკითხება ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი, ჯეიმს კობი და ექიმი სტიუარტ ფინკელი, ამით დასრულდება ამერიკელი ექსპერტების დაკითხვა. ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილი სიმულაციურად კვდება უკვე 470 დღეა - ასეთი დაუსრულებელი „სიკვდილის ქრონიკა“ კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა. ხრისტო გროზევი ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს. ბილ ბროუდერი - აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ - ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას, ცდილობს შური იძიოს, ასევე ეს არის მესიჯი ზელენსკისთვის: „აი, რა დაგემართება მომავალში“.
ჩანაწერები გინებით - ფარული ჩანაწერი - სოციალურ ქსელში ჩანაწერი ვრცელდება, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. გავრცელებული ჩანაწერების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ხატია დეკანოიძე - ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება - ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს, ყველაფერი აზრს კარგავს, ამის შემდეგ. ლევან ხაბეიშვილი - ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის „რუსული ოცნების“ ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირების გაღვივებას, დაყოფას, ცილისწამებასა და ბოღმას. ანა ბუჩუკური - ჩანაწერის გამოქვეყნება არაერთი სუბიექტის ინტერესში შეიძლება შედიოდეს, არ ვგულისხმობ მხოლოდ „ოცნებას“ - 10-15 წლის წინ სადაც ვიყავით, პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, დღესაც იქ ვართ. გია ხუხაშვილი ფარულ ჩანაწერზე - შეიძლება ხელისუფლება იდგეს ამის უკან, შეიძლება მელიას პოლიტიკური ოპონენტები - ჩანაწერის გავრცელება შესაძლოა, მელიასთვის სასარგებლოც აღმოჩნდეს. ბექა დავითულიანი ფარულ ჩანაწერზე - ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს - ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, თვითონ ამ პარტიის წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილს. იაგო ხვიჩია - ჩანაწერში სკანდალური და სასწაული არაფერია, ადამიანები ვართ და პირადი საუბარი შეიძლება იყოს გაბრაზებული, მითუმეტეს, არავინ იცის, რა და როგორ არის დამონტაჟებული. პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით დაპირისპირება და განხეთქილება ხელისუფლების ინტერესშია. გიორგი ბარამიძე - იმედი მაქვს და მჯერა, რომ ენმ-ის არცერთი სერიოზული ლიდერი, ამგვარ ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო კი გუნდის შიგნით, კონკურენციაში თუ პაექრობისას, არასდროს გამოიყენებს. შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა, მე მოვუყევი - აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო, დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა.
კულტურული მემკვიდრეობა - გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს, მათ შორის „ბატონების“ რიტუალს, რთველის, მცხეთური ღვეზელისა და აპოხტის ხინკლის დამზადების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ზამთარი - ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დედაქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი დაიყარა.
უკრაინისგან ნაყიდი ტექნიკა - რატი იონათამიშვილი - კიევი გვთხოვდა საჰაერო კომპლექსები მიგვეცა მაშინ, როცა ცის დაკეტვაზე აშშ-ც კი უარს ეუბნებოდა - ასევე, თუ აშშ-ს შეეძლო სხვა ქვეყნისთვის ახალი აღჭურვილობა გადაეცა, ლოგიკურად, ის ომში მყოფი ქვეყნისთვის უნდა მიეცა - ეს ყველაფერი კითხვის ნიშანს აჩენს. გიგა ბოკერია - იარაღის შესყიდვა საქართველოსთვის პრობლემა იყო, რადგან რუსეთი აწარმოებდა წნეხს ყველგან - პრინციპული საკითხი იყო, ხელს ვინ გაგვიწვდიდა და საფასურის სანაცვლოდ მოგვაწვდიდა იარაღს, ეს გააკეთა უკრაინამ. თავდაცვის სამინისტრო - არასწორია ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა. მიხეილ სააკაშვილი - სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა - პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ. ვახტანგ კაპანაძე - ნეტავ, თავი გვქონდეს და შეგვეძლოს იარაღის გაგზავნა, ამის ფუფუნება არ გვაქვს - გავაგზავნოთ უკრაინაში სამხედრო ექიმები, რაც იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება და კარგი ჟესტი, მსოფლიოს არ ვაჩვენებთ როგორ ვეხმარებით. ალუდა ღუდუშაური - საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც საქართველო პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან - ცოტა გონებას მოუხმონ.
საზღვარგარეთულები:
ომი - დმიტრო კულება - არავის გაუკეთებია საკმარისი, ვიდრე რუსული ჩექმა უკრაინის მიწაზე რჩება - შეიარაღება უმოკლესი გზაა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკი - სოლედართან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით. რუსებმა ხერსონში საცხოვრებელი კვარტალი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ჩეხეთის პრემიერმა უკრაინისთვის გასაგზავნ ტანკზე წარწერა პირადად გააკეთა. მედია - ესტონეთი რუსული აქტივების კონფისკაციის მექანიზმის შეთავაზებას გეგმავს. უკრაინის გენშტაბი - რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით ახორციელებენ. პენტაგონმა უკრაინისთვის VAMPIRE-ს სარაკეტო დანადგარების მიწოდების მიზნით ხელშეკრულება გააფორმა. უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 112 470 ჯარისკაცი დაკარგეს, მათ შორის ბოლო 24 საათში - 710. მარიუპოლში მასობრივი იძულებითი პასპორტიზაცია დაიწყო - მასწავლებლისთვის, ექიმისთვის, პოლიციელისა და სახელმწიფო მოხელისთვის რუსული პასპორტის აღება სავალდებულო ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - უკრაინის მოვლენები არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და ნატო-ს შორის. ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია - რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს ომი და დატოვოს უკრაინა. იენს სტოლტენბერგი - იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება უნდა გავზარდოთ. მევლუთ ჩავუშოღლუ - გვჯერა, ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დამთავრდება - ზელენსკი 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შეთავაზებით გამოვიდა, თურქეთი მხარს უჭერს ამ გეგმას და აგრძელებს მუშაობას. ანალენა ბერბოკი - ხარკოვი რუსეთის აგრესიული ომის სრული სიგიჟის სიმბოლოა - უკრაინის ყველა კუთხეში ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სოლიდარობისა და დახმარების იმედი შეუძლიათ ჰქონდეთ. ანა მალიარი - სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.
რუსეთი აზიაში - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს ესაუბრა. ანდრეი რუდენკო - რუსეთსა და აზიას შორის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობები დასავლეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კოშმარია.
ბრაზილია - ბრაზილიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების მიერ სამთავრობო შენობებში შეჭრის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 1500-ს აღწევს. Reuters - ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ჰოსპიტალში მუცლის არეში ტკივილის გამო გადაიყვანეს, შემაშფოთებელი არ არის.
კალიფორნიაში ქარიშხალს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ინდონეზიაში 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
პერუში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია