პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს #qwellynews-ის ერთგულ მკითხველებს. სიუხვის, წარმატების, ბედნიერების და სულ კარგი ნიუსების წელი ყოფილიყოს (ცოტა არარეიტინგულია, მაგრამ მაინც სჯობს კარგი ამბები აღვწერო). ახალი წელი ტრადიციული ამბებით დაიწყო - ინტოქსიკაციებით სასმელ-საჭმლისგან და ფოიერვერკების დაზიანებებით, მათ შორის დამწვარი სახლით, დამწვარი ნაძვის ხით და ა.შ. დღეს უკვე პირველი სამუშაო დღე იყო და სააკაშვილის სასამართლოც. დღის მეინსტრიმი სწორად ყოფილ პრეზიდენტს დაეთმო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6990 ლარია.
პატიმრობა და ავადმყოფობა - უილიამ ბრაუდერი მიხეილ სააკაშვილს - თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე. პაატა მანჯგალაძე - არავის უნდა ეგონოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უტყვიოდ, ნელი მოკვდინების სპეცოპერაცია ვინმეს შერჩება - „სამართალი ურმით დადის“. ბაჩო დოლიძე სააკაშვილის საქმეზე - მოსამართლის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული მოქმედებები. გიული ალასანია - ჩემი შვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი - მე მაინც იმედი მაქვს, რომ ობიექტურ შედეგამდე უნდა მივიდეთ. ბაჩო დოლიძე არ გამორიცხავს, რომ „სააკაშვილის სიის“ შედგენის მიზნით, რომელიც „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი იქნება, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი ისეთ სიაში იმსახურებს მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, რომელთაც წამებასა და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევაში მიიღეს მონაწილეობა. მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. „გადავარჩინოთ მიშა“ - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია მიმდინარეობს. მიხეილ დაუშვილი - „მაგნიტსკის სიის“ გაფართოება სააკაშვილთან დაკავშირებით ქვეყნისთვის მძიმე დარტყმა იქნება - „ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება ასეთი სიის არათუ შექმნა, არამედ საუბრის და მოსამზადებელი პროცედურების დაწყებაც კი. გიული ალასანია - Wall Street Journal-ში დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია - აქ გაისმის, რომ აი, სიმულანტობს, სიმულანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება - ყველას მიეზღვება, ვინც მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა. დავით სააკაშვილი - ჯერ კიდევ მჯერა კეთილგონიერების, სახელმწიფოებრივი მიდგომის, რადგან არ შეიძლება ერთი და იგივე წრეზე ვიაროთ. პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის - შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოს თვალწინ კვდება და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია. ხატია დეკანოიძე - „სააკაშვილის სიაში“ აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, პენიტენციური უწყების მაღალჩინოსნები, რომლებიც სააკაშვილს არაადამიანურად მოეპყრნენ და მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში ჩართული პირები. გივი მიქანაძე - ბროუდერის განცხადება ლობისტური კამპანიის კომპონენტია - საინტერესოა, რა ფინანსური საშუალებებით ქირაობს სააკაშვილის ოჯახი ლობისტურ კომპანიებს, დიდ თანხებზე უნდა იყოს საუბარი. ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილზე - საგანგაშო მდგომარეობაა, როცა ტომოგრაფიით ვლინდება თავის ტვინის მოცულობის შემცირება - თუ ამ სიტუაციას აღმოაჩენ, საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა. იაგო ხვიჩია - თუ სააკაშვილი ბრძოლას გადაწყვეტს, ამისთვის საავადმყოფო არ ვარგა, ციხეში უნდა გადავიდეს, თუ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, მაშინ უნდა დანებდეს. ამერიკელი ექსპერტი სააკაშვილზე - 40 კალენდარული დღის განმავლობაში, პაციენტისთვის 30 სხვადასხვა მედიკამენტის მიცემა არის პოლიფარმაცია. ამერიკელი ნევროლოგი - სააკაშვილის დაავადებები სიკვდილის საშიშროებას ქმნის და განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა კრუნჩხვებს - სახეზეა სწრაფად დამძიმებადი დემენცია, რაც ისეთი აქტივობების დარღვევას გულისხმობს, როგორიცაა საკუთარი თავის მოვლა, შხაპის მიღება. მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილზე - ციხეში ყოფნის ეშინია - ქალები უძლებდნენ რაღაცას, ეწირებოდნენ შანთებს და პალატაში რომ წამოგორებულხარ და იქ ვერ გაგიძლია, სირცხვილია. მალხაზ ურთმელიძე - მიხეილ სააკაშვილი დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს - ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად, დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება, ნორმალურია? შალვა ხაჭაპურიძე - ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ დიდი ალკოჰოლის მიმღები ადამიანი არ ყოფილა - აბსოლუტურად ჯანმრთელი შემოვიდა და დღეს რა მდგომარეობაშია, ყველა ვხედავთ. პენიტენციური დეპარტამენტის ადვოკატი - დემენციის მქონე ადამიანს მშობლიურ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს, არა თუ სხვადასხვა ენაზე - დემენცია ნიშნავს, ჭკუასუსტობას და ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის სააკაშვილი ჭკუასუსტი. პაატა ზაქარეიშვილი - ეჭვი მეპარება ისეთი ოპონენტი, კონკურენტი და მეტოქე, როგორც სააკაშვილია, ცოცხალი გაუშვან ციხიდან - არ მგონია, რომ მისი სიკვდილი უნდათ, მაგრამ უნდათ მისი დაბეჩავებული მდგომარეობა. გერმანიის ელჩი - მიხეილ სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია - ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას. გიორგი სააკაშვილი - დემენცია პატიმარს ნებისმიერ ქვეყანაში პირდაპირ ათავისუფლებს - მივმართავ ხელისუფლებას, მიშას მივცეთ ცხოვრების უფლება.
ბიუჯეტის გამგებელი - ფინანსთა მინისტრი - ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 10%-ით გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენარჩუნდება. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის, როგორც შემოსავლების, ისე ხარჯვითი ნაწილი შესრულებულია. ლაშა ხუციშვილი - მთავრობის გადაწყვეტილებით, მივმართავთ მსოფლიო ბანკს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევასთან დაკავშირებით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, რომელიც ჯამში 75 მლნ დოლარს შეადგენს.
საშობაო თოვლი - უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, წუხელ დაახლოებით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. გორის მერია - მუნიციპალიტეტში გზები გაწმინდა და მიმდინარეობს ტექნიკური მარილი დაყარა.
ნაჩუქარის დაბრუნება - ანდრეი კასიანოვი - უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნება სთხოვა. გივი მიქანაძე - კასიანოვის განცხადება შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო ომში იყოს ჩათრეული. გია ვოლსკი - კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით - რასაც ის დახმარებას ეძახის, შემოსულია თანხის სანაცვლოდ და საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას. გია ხუხაშვილი „ბუკზე“ - მაჩუქეო არც გეუბნება, იქნებ ყიდულობს - ამაზე ომში მყოფ ქვეყანას რომ უპასუხებ: „ჩემი ომში ჩათრევა გინდა“, სამარცხვინო და უღირსი ხარ.
ახალი წელი ჩვენებურად - 31 დეკემბრიდან 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით 39 მოქალაქე დაზარალდა, მათგან 9 ბავშვია - 112-ს კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 500-მა მოქალაქემ მიმართა.
კრიტიკა - პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი - ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირსა და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს დიდი ხნის წინ უნდა დაესანქცირებინათ.
შრომა - შრომის ინსპექციის სამსახური ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხს შეისწავლის.
ჯარისკაცები - გია ცაგარეიშვილი უკრაინაში მებრძოლი ნოდარ ყარალაშვილის მიმართვაზე - ჩვენგან მუდმივად ისმის მოწოდებები მშვიდობისაკენ, იქიდან მუდმივად ისმის მოწოდებები დარბევისკენ, დამხობისკენ, ტანკებით გადავლისა და სიკვდილისკენ.
საზღვარგარეთულები:
უკრაიანა ომში - ვოლოდიმირ ზელენსკი - ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში მძიმე ბრძოლები გრძელდება. მიხაილო პოდოლიაკი - რუსები ძალიან ეფექტურად გაიქცევიან ყირიმიდან. უკრაინული მხარე კრამატორსკში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. გენშტაბი - უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები - ომი უკრაინამ უნდა მოიგოს. იენს სტოლტენბერგი - რის მიღწევას შეძლებენ უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია ბრძოლის ველზე მათ ძალაზე - იარაღი, ფაქტობრივად, არის გზა მშვიდობისკენ. ანდრეი კასიანოვი - უკრაინის პრიორიტეტი საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვაა - ასეთი პოზიციებიდან ახორციელებს უკრაინის საელჩო მუშაობას სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. რუსულმა ძალებმა ხარკოვში ბაზარი დაბომბეს, არის მსხვერპლი. დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა მოელის, რომ ევროკავშირი „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. დიმიტრი პესკოვი - დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ უკრაინელი ხალხის ტანჯვას გაახანგრძლივებს, მას სპეცოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესის შეფერხება არ შეუძლია. რომის პაპი - უკრაინის ომი ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მსგავსია. Sky News - გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის ბრიტანული ტანკების Challenger 2 -ის მიწოდებას განიხილავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - სოლედარზე რუსმა სამხედროებმა ძლიერი იერიში მიიტანეს.
ბრაზილიური გაურკვევლობა - ჟაირ ბოლსონარუს ათასობით მხარდამჭერი პრეზიდენტის სასახლეში, კონგრესის და უზენაესი სასამართლოს შენობებში შეიჭრა. ჯო ბაიდენი - ბრაზილიაში დემოკრატიაზე თავდასხმას ვგმობ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია