ისეთი ამინდებია, აღმოსავლეთში თოვს და დასავლეთში მზეა და ძლიერი ქარი, ისეთი ქარი, რომ ნაძვის ხეც კი მოსართავების გარეშე დატოვა. რაც შეეხება პოლიტიკურ ამინდს - კვლავ მიხეილ სააკაშვილის ქარი ქრის, მისი ჯანმრთელობა და ვირუსები, ასევე ხალისუფლების და უკრაინის თუ ევრო-ამერიკელების ურთიერთობებზე კომენტარები და ცხადია, უკრაინის ცხელი წერტილები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6867 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 იანვარი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      ვირუსების სეზონი - ივანე ჩხაიძე - სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა არ არის საჭირო, თუმცა სწავლის დაწყებამ, შესაძლოა, ინფიცირების მაჩვენებელი გაზარდოს. საქართველოში ახლა A ტიპის ვირუსი ჭარბობს, რასაც „ღორის გრიპს“ ვეძახით - რაც შეეხება კორონავირუსს, ძირითადად მეხუთე ქვევარიანტი ცირკულირებს, რომლისთვისაც ჯანმოს შეშფოთების ახალი კლასიფიკაცია არ მიუნიჭებია.

      სააკაშვილის სასამართლო და კომენტარები - მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილი - ვინმე გელა ნიკოლაიშვილი, რომელსაც გორში იურიდიული აქვს დამთავრებული, არ ენდობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნევროლოგს - ეს სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს მკვლელობის სცენართან და ურთქმელიძე არ იყოს ცივსისხლიანი მკვლელობის კლასიკური წარმომადგენელი. სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ ექთნის დაკითხვას მოითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის თმის და ფრჩხილის ნიმუშის აღებას ესწრებოდა. აკაკი მინაშვილი - თუ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რაიმე სახის ტრაგედია მოხდება, ეს ათწლეულობით მოუსპობს ქვეყანას ევროპულ და დასავლურ შანსს. გიული ალასანია - ხრისტო გროზევის განცხადება დამაიმედებელია. პაატა მანჯგალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს და დღევანდელი სასამართლო პროცესიც ამის ნაწილია. გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის განაცხადებით, იმ დოკუმენტების თანახმად, რომლებსაც გაეცნო, მიხეილ სააკაშვილს 2021 წელს, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, კუჭის დაპატარავების ოპერაცია არ ჩატარებია. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ თარჯიმნის აცილებასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გიორგი ბარამიძე - უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი - არ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოში სასამართლო, განსაკუთრებით ასეთ საკითხთან დაკავშირებით, ობიექტური იქნება. მიხეილ სააკაშვილი - ჩემი აზრით, 4 წლის ასაკში ველოსიპედიდან რომ გადმოვვარდი და სამი კბილი მოვიტეხე, სინამდვილეში ესაა ყველაფერში დამნაშავე და არა ის, რომ მირტყეს, ასფალტზე და იატაკზე მათრიეს, „შუმოკი“ მომიწყვეს და მომწამლეს. ნუგზარ წიკლაური - უმჯობესია, ვანო მერაბიშვილი არაფორმალური ცენტრიდან გამოვიდეს და თქვას - დიახ, მინდა პოლიტიკაში მონაწილეობა - როდესაც „ფარდის მიღმა“ პოლიტიკის დამკვიდრება სურს, ეს ძალიან საშიშია. გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი - სააკაშვილს კუჭის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აქვს - ის იღებდა მედიკამენტებს, რომლის გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა და მადის დაკარგვა. სააკაშვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა სიკვდილი? - ჩემი პასუხია, დიახ! მედიკამენტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იღებდა, აშშ-ის წამლის სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არ არის. შალვა ხაჭაპურიძე - დასახელდა დიაგნოზები, რომელთაგან ორი დაავადება არის სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების, ხოლო რამდენიმე, გადავადების საფუძველი - ჩვენ მომზადებულები მოვედით, მივიღეთ ის, რაც გვინდოდა. დავით სააკაშვილი - ნუ ვეთამაშებით ცეცხლს, არავის არაფერი შერჩება - მივმართავ მოსამართლეს, პრეზიდენტს, იუსტიციის მინისტრს, ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს. გელა ნიკოლეიშვილი - იურიდიული გორში ნამდვილად არ მაქვს დამთავრებული - რაც შეეხება „ვინმეს“, არ ვიცი ეს სიტყვა რატომ გამოიყენა სააკაშვილმა, შეიძლება დემენციის ბრალია, მაგრამ კარგად იცის, ვინ ვარ.

      საბჭოს შეხვედრა - რევაზ ჯაველიძემ საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გახსნა.

      ოპოები - ბადრი ჯაფარიძე - პრობლემები იარსებებს იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში - ამოცანა უნდა იყოს, რომ შემდეგი არჩევნებით კოალიციური მმართველობა მოვიდეს. ანაკლიის პორტის პროექტში სახელმწიფოს მიერ 300 მილიონი დოლარის ინვესტირება ფანტასტიკის სფეროა - სადაც სახელმწიფოს 51% ექნება, იქ არცერთი რეპუტაციული ინვესტორი არ შემოვა. თინა ხიდაშელი - საქართველოს ხელისუფლება მენტალურად არის მიერთებული მოსკოვთან და ქვეყნის უსაფრთხოებას კრემლის პრიზმიდან უყურებს.

      ძლიერი ამინდები - ქუთაისში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები წააქცია. ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ჩოხატაურში ძლიერი ქარის შედეგად საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა. სამეგრელოში ძლიერი ქარის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრაზე მუნიციპალური სამსახურები მუშაობენ.

      ფართო ფონდი - საპენსიო სააგენტო - 2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია.

      ხელისუფლება და მისგან გარიყულები - გურამ მაჭარაშვილი - კასიანოვმა საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ აშშ-ს მიმართ მკაფიო ბრალდება გაახმოვანა - ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს ეს განცხადება. პაატა მანჯგალაძე - გურამ მაჭარაშვილი და მისი ჯგუფი არის „ჩხრიალა გველის“ კუდი, რომ კუდზე გადავიტანოთ ყურადღება და თავი გადარჩეს - თავი არის „ქართული ოცნება“. ბექა ლილუაშვილი - „ხალხის ძალის“ სახით გააჩინეს წარმონაქმნი, რომელიც ძირს უთხრის დასავლეთს ქვეყანაში - ასეთი რიტორიკა პარტნიორებში ქმნის განწყობებს, რომ საქართველომ იზოლაციისკენ მიმართული კურსი აირჩია. გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმისა და მისი დანაყოფების განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის გამზრდელია. ნიკოლოზ სამხარაძე - ჩვენმა სახელმწიფომ თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ ყველაფერში დავუჭერთ უკრაინას მხარს, გარდა შეიარაღების გადაცემისა. ბენ ჰოჯესის განცხადებით, მას უჭირს რამე დადებითის თქმა იმის შესახებ თუ რატომ არ უნდა იყოს საქართველო უკრაინის მხარეს. მისი თქმით, ეს არ ზრდის საქართველოს ომში ჩათრევის რისკებს, არამედ საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს აყენებს. გივი მიქანაძე - ბენ ჰოჯესის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია, მიმართულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ! - მასში პირდაპირ იკითხება „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი. გია ცაგარეიშვილი - ჰოჯესი სავარაუდოდ, ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული, როგორც ბევრი ყოფილი სამხედრო - მისი როყიო განცხადებები ფასდაკარგულია. მიხაილო პოდოლიაკი - საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან. ლუკ კოფი - საქართველო-ამერიკის ურთიერთობები მყარ საფუძველზე დგას, თუმცა დღეს არის გარკვეული ნაპრალები - ზოგიერთი ლიდერის ქმედებები შოკისმომგვრელია.

      გაფიცვა - სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ხელფასის მატებისა და ღირსეული სამუშაო პირობების მოთხოვნით აქცია გამართეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი - გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის ომი - ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი მორიგი ესკალაციისთვის ძალებს აგროვებს. უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებს შორის შეხვედრა გაიმართა. „ვაგნერის” ხელმძღვანელის მტკიცებით, რუსული ძალები სოლედარის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. უკრაინის გენშტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების შეტევა 13 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ბახმუტთან, მოიგერიეს. მედია - დასავლური დაზვერვა მიიჩნევს, რომ დაჯგუფება „ვაგნერი“ სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო კამპანიაში. მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინის მიერ შეთავაზებულ „მშვიდობის ფორმულას“ მხარს უჭერს. ვოლოდიმირ ზელენსკი - მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს ტრილოგია არაა. ანა მალიარი - მტერი ცდილობს ჩვენი დაცვის გარღვევას და სოლედარის მთლიანად დაპყრობას, მაგრამ წარუმატებლად. მედია - რუსეთი და უკრაინა ტყვეობაში მყოფი 40 პირის გაცვლაზე შეთანხმდნენ. უკრაინაში რუსეთის ომს ვალერი გერასიმოვი უხელმძღვანელებს. კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ღიაა. პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ. ანჯეი დუდას განცხადებით, უკრაინისთვის Leopard-ის გადაცემის შესახებ საერთაშორისო კოალიციის ფორმირებაზე გადაწყვეტილება მიღებულია. CNN - უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის.

      მსოფლიო ბანკი - ეკონომიკის მკვეთრი და ხანგრძლივი ვარდნა განსაკუთრებით ძლიერ დარტყმას განვითარებად ქვეყნებს მიაყენებს - გლობალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს პროგნოზირებული 3%-დან 1.7%-მდე შენელდება.

      ინგლისსა და უელსში, ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაახლოებით 25 000 თანამშრომელი გაიფიცება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 36

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters