დილიდან აუხდათ სინოპტიკოსებს - სინოპტიკოსების ინფორმაციით, 29-31 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელიო - ან შეიძლება დილით გაიხედეს და ისე თქვეს, რომ ახდენოდათ. ამას გარდა, დღის ამბები ეხებოდა ისევ ხორავას ქუჩის მკვლელობას, სირიის მიერ აფხაზეთის და ოსეთის აღიარებას, პოლიციის ძალადობას, მუხთარლის საქმეს და სხვა
ნატოური და ამერიკული…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 29, 2018 წელი. 11:00pm —
5 კომენტარი
________________
ზოგჯერ დღე ისეც გაივლის, არაფერი ახალი და საინტერესო არ ხდება. დღეს მაგალითად ის მოხდა, რომ საპატრიარქომ, როგორც იქნა, გადაწყვიტა - მღვდლებს მოუწოდა რუსთავი ორთან ურთიერთობებისგან თავი შეიკავონ. რაც შეეხება სხვა ამბებს - კარასინი ისევ შეხვდა აბაშიძეს, მაგრამ შედეგი მაინც არანაირი. კალაძე კი ინიციატივას ინიციატივაზე ავრცელებს და ქალაქს რაღაცეებს უქადის.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელ დღესაც ვერ გავცდით სტრასბურგის ამბავს, რადგან ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუსია და მოლოდინი საქართველოს გამართლებისა, თორემ მთელი ლეგენდები წყალში ჩაგვეყრება თუ დამნაშავედ გვცნეს. სხვა ამბავი იყო ძიუდოისტების განახლებული პროტესტი, ასევე ამერიკული თანამეგობრობა და ვარდების მოედნის ახალი სახელი (რომელსაც, ჯერ კიდევ რესპუბლიკის მოედნად იხსენიებს ხალხი).
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ქვეყანა ტაატით მითის. ამბობენ, ვითარდებაო, თუმცა რა სად და როდის, ან როგორ ვითარდება ჯერ კარგად არ ჩანს. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული იყო წინა დღეებისგან, მხოლოდ ის მოხდა რომ პრემიერი კვირიკაშვილი ამერიკას ეწვია, მოსამართლეების საქმე ისევ აშფოთებს ანა დოლიძეს, ნარკოპოლიტიკაზე ჩამოყალიბებული აზრი არ გვაქვს და რუსეთს ვუჩივით სტრასბურგში.
სამარადჟამო…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2018 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისი თავის დღეებს ითვლის და ქვეყანაც ვითარდება მიმართულების გარეშე (ეს განვითარებაც ძალიან პირობითია). დღის მთავარი ამბები კი უკავშირდებოდა პარლამენტის წინაშე წარდგენილ შსს მინისტრს, რომელსაც ქვეყნის შიდამდგომარეობაზე ყველაფერი ჰკითხეს დეპუტატებმა და შავი პარასკევზეც დეტალურად ასაუბრეს (მერე კი ითქვა, რომ უფრო ბუნდოვანი იყო მისი გამოსვლა, ვიდრე დეტალური). ასევე, დღის სიხარული იყო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენთან ჩატარება და სხვა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2018 წელი. 11:00pm —
1 კომენტარი
________________
სითბო-სიცხემ მოიმატა ქვეყანაში და ასევე მოიმატა აქტიურობამ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ველებზე. ხვალ, 17 მაისია, ამაღლების დღესასწაული წელს ამ დღეს დაემთხვა, მაგრამ ამასთანავე არის ოჯახის სიწმინდის და ფობიებთან ბრძოლის დღე და დაანონსებული აქციები დაძაბულობას მატებს ამ თარიღს (თუმცა, ბოლო წუთს, ანუ სულ რამდენიმე წუთის წინ თანასწორობის მოძრაობამ უარი თქვა თავისი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე). დღე კიდევ აქტიური იყო მერიაში - 30 მლნ ეჩუქათ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ასეთი აქტიური და სიახლემრავალი უქმეები დიდი ხანია არ ყოფილა. მთელი ორშაბათიც უქმეების მოგონებას და შეფასებას გადაყვა. დაბოლოოდ შსს და ხმაურელები შეთანხმდნენ, სასამართლომ კი 8 ადამიანი ჩასვა ციხეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით. გადაიარა უქმეებმა და მზემაც გამოანათა, სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-17 მაისს საქართველოში ტემპერატურა 28 გრადუსამდე მოიმატებს. სხვა სიახლე ის არის, რომ ნატო შემოვიდა ჩვენში.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2018 წელი. 9:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მოღრუბლულობასა და წვიმას ვეღარ ვებრძვითო და სინოპტიკოსებიც ამას პროგნოზირებენ, რომ, 14 მაისამდე საქართველოში წვიმები იქნება. იქამდე კი დღეის ცხოვრებით ვიცხოვროთ - დღეს დიდი ყრილობა იყო. პრინციპში, ყრილობა ბევრი არაფერი, უბრალოდ მთელი დღე ამ ყრილობაზე საუბრობდნენ საინფორმაციოები. ამასთანავე, მეორე თემა კვლავ ფინანსები, ბანკები და მცირე ბიზნესის, წვრილი მეწარმეების ხელშეწყობის მოწონებები იყო. რეზონანსული იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2018 წელი. 10:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღევანდელი დღე იმით გამოირჩეოდა, რომ მთელ საქართველოში არეული ამინდი იყო - ზოგან წვიმდა, ზოგან ქროდა, ზოგან მზე იყო - მოკლედ, ამას გარდა, დღის მთავარ თემას წარმოადგენდა ნარკოგაყიდვები, ძიუდოისტების შეურიგებლობა და საქართველოს დაბრუნება დიდ ავიაციაში. მსოფლიო კი იმაზე საუბრობს - ტრამპი რომ უნდა შეხვდეს კიმ ჩენ ინს და ისრაელმა რომ ირანი სირიაში დაბომბა.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 10, 2018 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ზეიმიც არ შეგვიძლია წყნარად და დაპირისპირების გარეშე? მართალია ძალიან წვიმიანი დღე გამოდგა, მაგრამ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაინც იზეიმეს ჩვენმა ვეტერანებმა და უფრო მეტად მილოცვებით თავმომწონე პოლიტიკოსებმა თუ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ანდა პოლიტიკურად აღტკინებულმა ადამიანებმა. მაგრამ დაპირისპირება იქაც იყო - ვიღაცას სსრკ-ს დროშა არ მოეწონა, ვიღაცას ოკუპანტი გენერლების ფოტოები და ა.შ. დღეს ასევე საუბრობდნენ პრეზიდენტობის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 9, 2018 წელი. 8:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნარკოპოლიტიკა ისევ პრობლემებშია გახვეული, არადა გაზაფხული ისედაც მრავალსურნელოვანია და რაღა საჭიროა სხვა, არ ვიცი. მაგრამ არის ისე, როგორც არის და გარდაცვლილი ახალგაზრდების კვალდაკვალ მძაფრდება ანტინარკოტიკული განცხადებები - მაგრამ მარტო სიტყვები, არაფერს შველის. ამას გარდა, ძიუდოისტები აჯანყდნენ პრეზიდენტის წინააღმდეგ. ფინანსთა მინისტრმა პროცენტების დაწევა იწყებაო, დაგვაიმედა და ოსებმა კი, ჩაკეტილობა არჩიეს.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2018 წელი. 10:00pm —
3 კომენტარი
________________
მაისის მოსვლამ ვარდებიც მოიტანა და ვარდებამდე პოლიტიკური ამბებიც - გამოზაფხულება ყველაფერს დაეტყო - მაგალითად, ეკონომიკამ აზიური ელფერი შეიძინა, პრეზიდენტმა პრესისთვისაც მოიცალა. იქით გირჩები დაიჭირეს, მერიამ პარკირების ადგილების ჩუქება დაიწყო, ერთი კია - პარლამენტარები ისევ ზარმაცობენ და ა.შ.
ეკონომიკის განვითარება ჩვენში, აზიურად, ხან ევროპულად - ვერნერ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2018 წელი. 9:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
დღის მთავარი თემა იყო პარლამენტში მისული პრეზიდენტი, მისი მოხსენება და შემდეგ ვერ გამართული დებატები. უფრო სწორად, დებატების პრინციპი ასეთი იყო - ჯერ პრეზიდენტი გამოვიდოდა მოხსენებით, შემდეგ პარლამენტარები ისაუბრებდნენ პრეზიდენტზე და დაუსვამდნენ კითხვებს და ალბათ, ბოლოს პრეზიდენტი გასცემდა პასუხს, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვა თემა იყო თბილისის მერიის ამბავი - ხვალ მეტროს მემანქანეები შეიძლება გაიფიცონ, შეიძლება არა, ვნახოთ.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2018 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
მოწევის მავნებლობით დაიწყო გაზაფხულის ბოლო თვე - პირველი მაისი. თამბაქოს სიამტკბილობაზე საუბრობდნენ და აკრძალვების თუ ნებადართვების ადგილებიც დაამტკიცეს. ასევე, დღის აქტუალური თემა იყო პოლიტსაბჭო ქართულ ოცნებაში, პოლიცია, ევროდახმარება და მომიჯნავე თემები. დღის დასასრულს, ერთი მარგალიტიც გამოჩნდა - გუგული მაღრაძე - ჭარბწონიანობაზე შესაძლოა კონკრეტული რეგულაციები არ გატარდეს, თუმცა აღნიშნული საკითხი პრობლემატურია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 1, 2018 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•