გამორჩეულობის არაფერი ეტყობა ამ შაბათს. ჩვეულებრივი, რიგითი შაბათის დღეა - ხანმოკლე ქველობის და შემდეგ ლოცვის. ჯერ-ჯერობით გამოიდარა, მაგრამ არავინ იცის კიდევ იწვიმებს ამაღამ თუ არა.
ლოცვიდან მოვდივარ სახლში. წვიმს და ცას ეტყობა, რომ კოკას შემოდგამს მთებზე, ოღონდ ეს კოკა ძალიან მსხვილტუჩიანია - თითქოს ქვევრიდან იღვრება წყალიო.
- თბილისშიც წვიმს? - ვეკითხები ჩემებს.
- კი, იწყებს.
არაფერი სხვა, ჩვეულებრივი წვიმიანი საღამოა, მაქსიმუმ სახლში ჩამოვიდეს წვიმა შესაკეთებელი ჭერიდან.
ერთი ბიჭი და ორი გოგონა მაკდონალდსში შედის ნაყინის საჭმელად. უკვე გვიანია, მაგრამ როდესაც წვიმა დაიწყო მაკს შეაფარეს თავი და გადაღების მოლოდინში, გემრიელი, თბილი და სიყვარულით სავსე საუბარი გააბეს. სახლში იციან რომ წვიმის გამო ვერ ახერხებენ გამოსვლას, სანერვიულო არაფერია, ასე წვიმს უკვე ათასწლეულებია, მაგრამ თურმე არა - ასე მხოლოდ იშვიათად წვიმს, თუმცა მრავალთათვის და მათ შორის ჩემთვის, ასე მხოლოდ ერთხელ იწვიმა.
- როდემდე ვიყოთ აქ? - სიჩუმის შედეგ, ნერვიულობაშეპარული ხმით თქვა ალისფერთმიანმა.
- ტაქსი გამოვიძაღოთ და წავიდეთ.
- კარგი აზრია.
ჩემს კეპს დიდი M აწერია და ვეკითხები:
- რამეს ხომ არ შეუკვეთავთ?
- როდის აქეთ ეკითხებიან ამას თქვენთან? არა, უკვე წასვლას ვაპირებთ - გაკვირვებით შემომხედეს.
- არ წახვიდეთ რა, ძალიან გთხოვთ, ჯერ გადაიღოს წვიმამ, ცოტა ხანს კიდევ დარჩით. მაკი, მთელი ღამით ღია იქნება.
ახლა უფრო, გაკვირვებულები მიყურებენ, თითქოს შეეშინდათ კიდეც.
- მოდი, ჩვენ წავალთ. - მითხრეს გადაჭრით.
მოიხურეს და გარეთ გავიდნენ. ისევ წვიმს, ფანჯრიდან ვხედავ როგორ ჩარბიან დაღმართზე.
მოვდივარ ჩემთვის მანქანით და უცბად, ვიღაც ბიჭი მიქნევს ხელს. ვაჩერებ ინსტიქტურად.
- ვაჟაზე რამდენად გაგვიყავნთ.
- არ მივდივარ ვაჟაზე, იქით ძალიან წვიმს და თან საცობებია.
- რას ჰქვია არ მიდიხარ, ჩვენ იქით მივდივართ!
- არა, არ გინდათ საყვარლებო, ნუ წახვალთ ახლა, იყავით, გამოიდაროს, არაუშავს თუ ცოტას დასველდებით, ერთმანეთის სითბო და სიყვარული გაგათბობთ, ოღონდ არ წახვიდეთ იქით.
რას ვერჩი ამ ადამიანებს, თავადაც არ ვიცი.
სიტყვის დამთავრებაც არ მაცადეს კარი მომიჯახუნეს და ჩემს უკან ტაქსი გააჩერეს. ვიდრე სიგნალებით არ ამიკლო, არ დავძარი მანქანა. ბოლოს პედალს ფეხი მივაჭირე და ოდნავ წინ გავიწიე. თვალი გავაყოლე სადამდეც მიწვდა მხედველობა, დავითვალე ტაქსში ორი გოგონა და ერთი ბიჭი როგორ ჩაჯდა.
სულ სველი ვარ. თითქოს რაღაც მორევი მიმათრევს. არც კი ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამდენი წყალი, მიმათრევს და ვერ ვეწინააღმდეგები. ვხედავ, ორი გოგონა, ხელებჩაჭიდებული გაუნძრევლად სხედან და ლოცულობენ. არ იციან გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მერე ერთი გადმოდის და გარბის, ბიჭი ცდილობს დაიჭიროს, ყველანი გარბიან, ვხედავ და ვუყვირი - აქეთ, აქეთ, ხელი ჩამჭიდეთ, ამოდით, აქ ვარ, ხალხოოოო! განწირული ხმით ვყირი, ხელს ვერ ვაწვდენ, ისიც არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ვხედავ რომ შველა შემიძლია, გადარჩენა შემიძლია. პირს ვაღებ, მგონია ვყვირი, მაგრამ არავის ესმის ჩემი, ხმა არ აღწევს იქამდე, ჩემი სიტყვები, ძახილი, სურვილი უმწეოა და ეს კიდევ უფრო მაბრაზებს.
* * *
კომპიუტერს მივუჯექი. ღამის 2 საათია. თბილისში წყალდიდობააო - წერენ საინფორმაციოები, პატარა ღელე ადიდებულა და სადღაც მიქრისო.
ხვალ წირვაზე უნდა წავიდე. დაძინების დროა.
ხვალ წირვაზეც ვიგალობებ; ზოოპარკიდა გაქცეულ ცხოველებზეც ვიხუმრებ - აფრიკიდან ჩამოსული ლომის ანაწერა რომ გახდები ქართველი კაცითქო; სახლში დავრეკავ, ბავშვები გარეთ არ გაუშვათ - ვეფხვები აქეთ-იქით დარბიანთქო; გმირთა მოედანზე ბეჰემოტის ფოტოებსაც დავათვალიერებ მეგობრების ტელეფონში; ქალაქის დასუფთავებისთვის, სოლიდარობისა და გვერდშიდგომის აქციებს მოვიწონებ იდეურად; წირვის მერე სახლში მივალ და ...
დღეების, კვირების, თვეების, წლების და ცხოვრების ბოლომდე არ დასრულდება ის სიზმარი, გუშინ სკამზე ჩაძინებულს რომ მეზმანა. სიზმარი, რომელიც სანატრელად იქცა - ნეტავ სიზმარი ყოფილიყო. სიზმარი, რომელსაც დრო არ კურნავს და არც ამ ოხერტიალა დროს მოაქვს ხორცშესხმული პასუხი კითხვაზე - რატომ?! და მხოლოდ იდეებს ვუყვები ჩემს თავს - ალბათ ამიტომთქო...
დღეს 13 ივნისია!
დღეს კიდევ რა უჭირს, დღე ყველაფერი ჩვეულებრივ იყო, ღამემ იკითხოს ვარამი ...
P.S. მოიწყინეთ?! არც კი გაბედოთ, დიდ, ცისფერ თვალებს დაგიბრიალებთ იცოდეთ!
26 ივნისი, 2014 წელი, მარტვილის კანიონი, ჯაბას ფოტოებიდან
ყველაზე ბოროტი, ყველაზე უგულო, სასტიკი, შეუჩერებელი და დაუნდობელი დრო ყოფილა!დრო-ხან სწრაფი, ხან ნელი მაგრამ სასტიკი
და თუ დროც ადამიანის მსახურად შექმნილა? მაშინ ვისი ბრალია დროის სისასტიკე? ((
გამოდის ისევ ადამიანების :(
თუ სადმე ფოტო შემეჩეხება ემოციები უაზროდ ირევიან ერთმანეთში და სრულიად გაურკვეველ განცდას ტოვებენ.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია