კინომანიის კატეგორიაში, ჩემს ბლოგზე ძველადმოხვედრილთათვის, ვისაც რამდენიმე ფილმის განხილვაზე თვალი მოუკრავს ალბათ გაუკვირდება, აქამდე რატომ არ დაწერეო, ხოლო ახადმოხვედრილები უბრალოდ გაოცდებიან, რა ფილმებზე საუბრდი იქამდე, თუ სერბი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი, ემირ კუსტურიცა არ გიხსენებიაო.

სერბეთი, იუგოსლავია, მიწიქვეშეთი, კინომანია, ემირ კუსტურიცა, ქველი, ბლოგი, Qwelly, blog, Underground, Emir Kusturica

      მოკლედ, ცოდვა გამხელილი სჯობსო და კუსტურიცასთან რამდენიმე კვირის წინ პირველად შევიჭყიტე და ეს შეწყიტება იყო, ჩემი მეგობრის, ალბათ შარშან გაზაფხულზე ნარჩევი და მას შემდეგ დაბუქმარქებული "მიწისქვეშეთი" (Underground), სერბულად Подземље.

      ფილმი ხანგრძლივია, დაახლოებით ორსაათნახევარი და მოიცავს ისტორიას მეორე მსოფლიო ომიდან 90-იანი წლების გარიჟრაჟამდე. ფილმი გადაღებულია 1995 წელს და ფილმის სამშობლოდ მიჩნეულია იუგოსლავია.  

      ტრადიციული შეკითხვა - რატომ უნდა უყუროთ ამ ფილმს?

      IMDb-ს რეიტინგს მოვიყვანდი მიზეზად (საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს 8,1), მაგრამ არ შეიძლება. ბოლო დროს IMDb-ს რეიტინგები პანტა-პუნტით იწევს არცმაინცდამაინც ღირსსახილველ სერიალებსა და ფილმებზე. აი, კინოკრიტიკოსები კი ერთმნიშვნელოვნად იღვრებიან ქება-დიდებით მიწისქვეშეთის მიმართ. ჩემს შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ აქ ვერ ნახავთ თქვენთვის ჰოლივუდიდან ამორჩეულ საყვარელ სახეებს, მაგრამ მსახიობები რომლებიც ამ ფილმში არიან, ოსტატობის უსაზღვრო ნიმუშებით, წარუშლელ სახეებად დარჩება თქვენს გონებაში. სახელებისა და გვარების რა მოგახსენოთ (მიკი მანოილოვიჩი, ლაზარ რისტოვსკი, მარიანა იოკოვიჩი), მაგრამ არ დაგავიწყდებათ არცერთი მათგანის სახე - ალბათ, ესეც ემირის დამსახურებით.

      ფილმი არის დოკუმენტურიც, მხატვრულიც, მისტიკურიც, კომედიურიც, ფენტეზიც, მელოდიურიც და უსაზღვროდ დრამატულიც. ოღონდ, ეს ყველაფერი ხანგრძლივობის ხარჯზე არა - თითოეული ეპიზოდი მოიცავს ყველა ამ ჟანრს (კიდევ შეიძლება რაიმეს მიმატება, მაგალითად დეტექტივი).

      მუსიკა, რომელიც ისმის ფილმში, პირველი 10-15 წუთი აუტანელია, მაგრამ როცა აცნობიერებ რომ მთელი ფილმის განმავლობაში ამის მოსმენა მოგიწევს, ეჩვევი და უკვე მოგწონს კიდეც. რას ვიზამთ, კუსტურიცას თავისი ბენდი ჰყავდა და ფილმებში დააპორწიალებდა (პრინციპში შეიძლება ახლაც დაჰყავს - 2016_ში მისი ახალი ფილმის "ირმის ნახტომზე" (On the Milky Road) პრემიერა იქნება).

      მეორე მსოფლიო ომი იწყება და როგორც სჩვევია ხოლმე ომებს, გადატრიალებებსა და არეულობებს და განსაკუთრებით საბჭოეთში შეიძლებოდა ამის მოხერხება - ყაჩაღები, ბანდიტები და მკვლელები, სახელმწიფო გმირები ხდებიან, ერთი იმიტომ რომ "დაიღუპა" და მეორე იმიტომ, რომ დაღუპულის მეგობარი იყო ამით "გაპიარდა".

      არ მინდა ფილმი ოდნავადაც კი მოგიყვეთ, რადგან თითოეული ეპოზოდი - ეს არის მრავალი ემოცია თქვენს გონებაში და ყველა ემოცია მხოლოდ სიამოვნების გამომწვევი:

      მაგალითად, ფილმის დასაწყისში ნახავ, როგორ შეიძლება სახლს დაცემულმა ჭურვებმაც კი ვერ შეგაწყვეტინოს ორი ძირითადი ინსტიქტი - ჭამისა და გამრავლებისა (არადა, ჩვენ ჰოლივუდიდან ვიცით, რომ როცა ბომბი ვარდება, უმალ ყველაფერი ჩერდება და საომარ სიტუაციაზე გადადის, მაგრამ ემირმა ზღაპრებში ცხოვრობთო).

      ნახავთ, როგორ შეიძლება იყოს სიყვარული უღალატობის მიზეზი და ღალატის გამართლება.

      ფილმიდან გაიგებთ იმასაც, რა ძალაა გამოგონილი სამყარო, რომელიც არცაა აუცილებელი რომ იყოს ფერადი.

      და გზაგასაყარი ათენსა და ბერლინს შორის?!

      მოკლედ, ძალიან ბევრი რამის ნახვაა შესაძლებელი ამ ფილმში და თუ აქამდე არ მიკარებიხართ კუსტურიცას, გირჩევთ დაიწყოთ. ხოლო, მათ ვისაც ნანახი გაქვთ, ეპიზოდების გახსენებაში გიწვევთ - სასიამოვნო დროს გავატარებთ მჯერა.

      ჩემი მომავალი გაჩერებაა - თეთრი კატა, შავი კატა.

ნახვა: 636

ტეგები: Qwelly, ბლოგი, იუგოსლავია, კინომანია, კუსტურიცა, მიწიქვეშეთი, სერბეთი, ფილმი, ქველი

ლაშა: ივნისი 30, 2016||3:23pm

ყაჩაღების გმირებად და "ხელმწიფეებად" ქცევაში ხო ? 1 - 1_ში მასე იყო :D 

ნატალი: ივლისი 7, 2016||1:51pm

ხოლო ვისაც ნანახი გაქვთ კუსტურიცას ფილმები, შეგიძლიათ ნახოთ მეორედ, მესამედ, მეათედ, მეასედ... შეუძლებელია კუსტურიცა მოგბეზრდეს. :)

ლაშა: ივლისი 7, 2016||1:57pm

მობეზრებას ვინ ჩივის, ყოველ ნახვაზე რამე ახალი არ იპოვო - ფაქტობრივად შეუძლებელია )) 

ნატალი: ივლისი 7, 2016||2:00pm

კი და კუსტურიცას ფილმებში კიდევ ის მიყვარს რომ უარყოფითი პერსონაჟებიც კი საყვარლები არიან. :) მუსიკას რაც შეეხება ყურსი მიჩვევა უნდა, ასე ვთქვათ ,,დამუღამება". ბრეგოვიჩის მუსიკას არაფერი შეედრება ჩემთვის...

George: ივლისი 7, 2016||3:00pm

ბრეგოვიჩიც გათვალისწინებულია    QWELLY- ზე, ნატალი - http://www.qwelly.com/video/black-cat-white-cat-bubamara

ნატალი: ივლისი 7, 2016||8:45pm

კი ვნახე ეგ პოსტიც George. :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters