გასულ კვირას, ერთი მეუბნება, რა ნეგატიური კაცი ხარ, ყველაფერზე ნეგატიურად წერ და არაფერი არ მოგწონსო. მერე, გადავხედე ჩემს ბლოგს და კი - მართლა ბევრი ნეგატივია შიგნით, მაგრამ განა მე მინდა?! აკი უკვე დავწერე ერთგან - მაინცდამაინც ჩემი არჩევანი არ ყოფილა ზუსტად ეს ქვეყანა და ზუსტად ეს დრო, მაგრამ ასე მომიწია დაბადება და რა ვუყოთ თუ ბევრი ნეგატივია და ნაკლები პოზიტივი?! პატრიარქი კი ამბობს, ეცადეთ სულ პოზიტივი უთხრათ ერთმანეთსო, კურთხევას გაძლევთო, მაგრამ თქვენო უწმინდესობავ, ეგ კურთხევა რომ შევასრულოთ, ქვეყანაში შემაძრწუნებელი მდუმარება ჩამოწვება (პრინციპში, არც გვაქვს პრაქტიკა სხვისი სიხარულით გახარების).
დღეს, შაბათის მშვენიერი დილა გათენდა, ამინდი უშესანიშნავესი - ცხელი მზე არსად ჩანს, მოღრუბლულია მაგრამ არ წვიმს. რას ინატრებს ამაზე უკეთესს კომპიუტერთან და სახლში მომუშავე ადამიანი? ალბათ ვერაფერს.
პირველივე ნეგატივი - წყალი არ მოდის. კარგი, ეს ნეგატივი გადავაგორე იმით, რომ მომაგონდა გუშინ ღამის 2 საათზე ჯერ კიდევ მუშაობდნენ და ცდილობდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მერე მე დავიძინე და ისიც არ ვიცი, მუშებს საერთოდ ეძინათ თუ არა, ამიტომ ამ ნეგატივის პოზიტივი აშკარაა.
შემდეგ თვალი მოვკარი ჩართულ ტელევიზორს. ტელევიზორი თან ჩართული და თან ქართულ არხებზე, ეს იგივეა ჯოჯოხეთში რომ მოხვდე და ისე გტანჯონ, როგორც კუბრიკის ცნობილ ფილმში ერთ საზარელ დამნაშავეს ტანჯავდნენ საყვარელი ბეთხოვენის მოსმენით. თუმცა, ნაწარმოებისგან განსხვავებით თანამედროვე შედეგი, რადიკალურად საპირისპიროა - განსაკუთრებული სურვილი გეუფლება ყველა ერთიანად მიახრჩო, თავის ასათიან-ჟორჟოლიან-ჯაჯანიძიან-(თუ კიდევ მიემატა ვინმე ამ ტრიადას იმიანადაც)-ინდურ-თურქულ-სერიალიანად. მახსოვს, ჩემი მხარდაჭერა რუსთავი ორის მიმართ. დიახ, იმ ამბების დროს, როდესაც რუსთავი 2-ის ვითომ "დახურვა" ემუქრებოდა მე მხარს ვუჭერდი ამ ტელეკომპანიას და პრინციპში დღესაც მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ ეს ერი უკეთესს არ იმსახურებს. ქვეყანა და ხალხი, რომლის ნომერ პირველ რეიტინგულ ტელევიზიად დარჩება რუსთავი 2, რეიტინგში ყველაზე დაწინაურებულია გადაცემები:
• "პროფილი", რომელიც პირადად ჩემში ყოველ თვალისმოკვრაზე ან ვიდეორგოლის ნახვისას გულისრევის შეგრძნებას იწვევს, თან უკლებლივ ყველა სტუმარი, რომელიც ამ გადაცემაში მიდის (გარდა მსახიობებისა-მომღერლებისა და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებისა) კარგავს ჩემს პატივისცემას, განსაკუთრებით თუ ისინი სასულიერო პირები ან პოლიტიკოსები არიან და ასეთები მრავლად დაგროვდნენ;
• "ნანუკას შოუ", რომელსაც კაცმა არ იცის საერთოდ რა დანიშნულება აქვს;
• "ნიჭიერი", რომლის ჟიური (და პრინციპში, ყველა იმ გადაცემის ჟიური, სადაც ჟიური არსებობს) ჰგავს სცენას ფილმიდან ყველაზე სწრაფები მსოფლიოში, ოღონდ უარესი ისაა, რომ აქ ჟიურის წევრებს ყველაფრი უფლება აქვთ, მასხრად აგდების, დაცივის, ქილიკის, ყვირილის, შექების და ა.შ.
• "კურიერი" რომელიც ტყუილების და დეზინფორმაციის ნამდვილი საგანძურია და განსაკუთრებულად მონდომებული ყველაფრის გადამუქების (სტანდარტულ ოპოზიციურ ტელევიზიას მაგონებს, ერთ დროს იმედი რომ იყო). ერთი დეტალი უნდა გავიხსენო, შარშან, ინგა გრიგოლიამ რუსთავი 2-ის დასაცავად მათსავე ეთერში გაიხსენა კურიერის ჟურნალისტების მხარდაჭერა 2007 წლის იმედის დარბევის დროს: "ეს ადამიანები შევიდნენ მაშინდელ ხელმძღვანელობასთან, რომ ან კოლექტიურად დატოვებდნენ არხს, ან ეს ყველაფერს ეთერში გავიდოდა. ... იმ დროს, როდესაც იმედში სპეცრაზმი შედიოდა, ეს ადამიანები, რუსთავი 2-ის თანამშრომლები, ამბობდნენ რომ პროტესტის ნიშნად საერთოდ წავიდოდნენ, თუ ამას მაყურებელი არ იხილავდა ეთერში." "კურიერს" - ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გადაცემას და მის კოლექტივს უწევს ულტიმატუმის ენით საუბარი ხელმძღვანელობასთან ქვეყნაში დღის, კვირის, თვის, წლის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენის (ტელეკომპანია იმედის დარბევა) გაშუქებაზე ნებართვის მისაღებად? ხუმრობთ ხალხო? აი, ასეთი "თავისუფალი" და "დამოუკიდებელი" ტელევიზიაა დღეს ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული და როგორ გგონიათ ვინ აძლევს მათ ამ რეიტინგს? ხალხი მეგობრებო, ხალხი, მთელი საქართველო. ჰოდა, ღირსია ეს ქვეყანა უარესის. იმ კასპელის არ იყოს, სად გადავრთო, ყველგან თქვენ ხართო, რომც გადართო ჩემო ძმაო და უყურო "რიონი II"-ს, იქაც ისეთ ჟურნალისტებს ნახავ, რომლებსაც კარიერულ პიკში წარმოუდგენიათ რუსთავი ორზე, იმედზე, ან სხვა მსგავსზე მოღვაწეობა. მოკლედ, ძალიან დიდი ადგილი დავუთმე ტელევიზიების ამბავს, მაგრამ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და საზარელი ჭირი ამ ქვეყანაში - საინფორმაციო ჭირი.
P.S. ისე, რომ იცოდეთ, ეს ჩემი ლანძღვა-გინებაც მეყველებს მათ რეიტინგულობაზე და მათთვის ესეც ბედნიერებაა, ნეგატიურად დაახასიათებ თუ პოზიტიურად, ერთნაირად მომგებიანია, ამიტომ დადუმება და იგნორი საუკეთესო საშუალებაა ასეთებთან საბრძოლველად!
ახლა ნეგატივის სხვა ამბებს გადავხედოთ და გეტყვით, რომ სპორტის იმ სახეობაში, რომელშიც ოდესღაც თასების თასი ავიღეთ, გუშინ სანაკრებო დონეზე კიდევ ერთხელ დავმარცხდით ამხანაგურად. პოზიტივი ამ ამბიდან არ გამოვა, მაგრამ გეტყვით უფრო საინტერესოს, რომ მკლავჭიდელებმა (ესეთებიც გვყავს) 24 ოქრო, 14 ვერცხლი და 15 ბრინჯაო ჩამოიტანეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან. დასკვნები თქვენ გააკეთეთ. მე უკვე დავიღალე იმის ყვირილით, რომ გუნდური სპორტი თუკი იქ არ არის გუნდურად საჩხუბარი (რაგბი) ჩვენთან არ ამართლებს, რადგან პრინციპში არ ვიცით რა არის გუნდი!
ერთიც და დღეს ამით დავასრულოთ ნეგატივისგან დაცლას. რობის კონცერტმა იმაზე მეტი გამოხმაურება გამოიწვია, ვიდრე რამაზოტის. "ქართველები დააფასეთ ხალხო, ამათ რომ უხდით მილიონებს და კიდევ აქეთ შეურაცხყოფას გვაყენებენ" (ვინც არ იცის ვეტყვი, რომ რობიმ კონცერტის ბოლოს, მაყურებელს ზურგი მიაქცია, თავისი ტყავის კაბა აიწია და ქვედა საცვლით წარსდგა დინამოზე (რაც სხვა ქვეყანაშიც გაუკეთებია)). ქართველების დაფასებაში ვეთანხმები ხალხს, მაგრამ პრობელმააა სულ ერთი და იგივე - რომელი ქართველის? კულტურის სამინისტროვ, იქნება ხალხზე იფიქრო ცოტა და ისე შეარჩიო მომღერალი, რომ არ შევრცხვეთ მსოფლიოს მასშტაბით?! ეს დალოცვილი რობი უილიამსი რომ ჩამოგყავს, რომელსაც ათიოდე მსოფლიო ტურნე აქვს ჩატარებული, მომღერალი რომელსაც ყველა ქვეყანაში ფეხქვეშ ეგებიან, ხელებს უკოცნიან, მისი ბიოგრაფიული დეტალები ზეპირად იციან და ზოგიერთნი საერთოდ მისი ცხოვრებით ცხოვრობენ და შვილებს რობის მის საპატივცემულოდ არქმევენ, კაცი, რომელსაც ჰყავს ცოლი, მაგრამ კიდევ მილიონობით გოგოს ცოლად შერთვა შეუძლია, ჩამოგყავს საქართველოში? კარგი რა. ქვეყანაში, რომლის აეროპორტში 2 ჟურნალისტი ხვდება მარტო და ისინი თან ჟურნალისტობენ, თან ფანობენ. მიგყავს მსმენელთა, რომელმაც თავისი მაღალი მუსიკალური კულტურის და წარსულის მიუხედავად, თითქმის ვერ მოახერხა რომელიმე სიმღერას აჰყოლოდა მელოდიურად, აღარაფერს ვამბობ ტექსტების ცოდნაზე, ეს პრინციპში გამორიცხულიც კია. აი, თუ "შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენს" იმღერებდა რობი, კი ბატონო, იგუგუნებდა დინამო არენა. იქნებ ახლა მაინც მიხვდე, რომ ჩვენი ერი აღარაა მელომანი ერი, ყოველშემთხვევაში ამგვარი კონცერტების რიგიანი ჩატარებისთვის ჯერ კიდევ გვჭირდება 10 წელი, რომ ეს (ჩემი) თაობა გადაშენდეს და მოვიდნენ ახალგაზრდები, რომლებიც უფრო ადაპტირებულნი იქნებიან მსგავსი კონცერტებისადმი (იუთუბიზე აქვთ ნანახი და იციან როგორ უნდა მოიქცნენ). ჩვენ მაინც უფრო სკამზე ჯდომას და ასე მოსმენას ვართ მიჩვეულნი. შეეშვით ამ პოპ-მუსიკის სოლო მომღერლებს და მიაწექით Tbilisi Open Air-ის შარშანდელი playlist-ის მსგავსს - ამბობდნენ კარგი იყოო.
ვიცი პოლიტიკაც დამრჩა, მაგრამ აბა პოლიტიკაზე რა ვთქვა, სადაც ორი მეგობარი ცდილობს მტრების სახელით ერთმანეთს ებრძოლოს - სოფელი "ნაცქოცეთი".
ახლა, წაიკითხავს ამ პოსტს ჩემი მეგობარი და ნეგატივის მაგივრად მეტყვის - რა ბოღმა ხარო.
რჩევა: დავიწყოთ დაბადების დღეებზე, ქორწილებზე, ნათლობებზე და ასეთებზე წერა, მეტი პოზიტივი იქნება.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია