ოქტომბერმა თბილად ჩაიარა და ისე სწრაფად ჩაიარა, უკან მოხედვაც კი ვერ მოვასწარით და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვუახლოვდებით ზამთარს. პოლიტიკური ოქტომბერი კვლავ გამორჩეული იყო ოკუპაციით, სამთავრობო ჩხუბებით და სათანამდებებო გადაადგილებებით, ბოლო დღეები კი ეკლესიის „სენსაციებს მიეძღვნა“.
მეუფე იაკობის სკანდალური ინტერვიუ - მეუფე იაკობის ინტერვიუ ბოლო დღეების ყველაზე ხმამაღალი ინტერვიუა, რომელშიც მეუფემ ისაუბრა პატრიარქის მკვლელობის ან ჩამოცილების გეგმაზე, რომელშიც მთავრობის პირველი პირვებიც მონაწილეობდნენ, ასევე საპატრიარქოში ფინანსურ გარიგებებზე, პატრიარქობის სურვილებზე და საკუთარ გავლენებზე. გიგი უგულავა - მეუფე იაკობს მინდა ვთხოვო, მობრძანდით პარლამენტში, მოგცემთ ტრიბუნას და გთხოვთ მოყევით ყველაფერი ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე - ჩემი მონაწილეობით მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა - მეუფე იაკობის განცხადებას სინოდი შეაფასებს. მეუფე გრიგოლი მეუფე იაკობის განცხადებაზე - რაკი მღდელმთავარმა ასეთი განცხადება გააკეთა, ალბათ, დაინტერესდება ყველა, ვისაც ეს ეხება, მაგრამ უპირველესად, უნდა დაინტერესდეს წმინდა სინოდი. ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ხელს უწყობს ეკლესიის ავტორიტეტის რყევას. მღვდელმთავართა ურთიერთობა ძალიან ფაქიზი თემაა. ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ყოველთვის არსებობს კომუნიკაცია, სხვადასხვა ფორმატში ხდება შეხვედრები და ეს ძალიან ბუნებრივია. მეუფე მელქისედეკი - აუცილებელია სინოდის სხდომის ჩანიშვნა, ბევრი კითხვაა დაგროვილი და აუცილებლად უნდა მივიღოთ პასუხები, რადგან მრევლი და სამღვდელოებაც ძალიან დაიძაბა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის შეფასებით, მეუფე იაკობის პარლამენტში დაბარება და საეკლესიო საკითხებზე მსჯელობა „ცოტა უცნაურია“. ანდრია ჯაღმაიძე - გემიდან პირველი ვირთხები გარბიან, ბოლომდე კი რჩება კაპიტანი - მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი. რომან გოცირიძე - მეუფე იაკობის განცხადებაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება - საუბარი, თითქოს ეს არაფხიზელ მდგომარეობაშია გაკეთებული, სისულელეა. დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. კახა კალაძე - საჭიროა, ახსნა-განმარტებები მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან. საპატრიარქო მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პატრიარქის ბრძანება გაავრცელა. ნათია თურნავა მეუფე იაკობის განცხადებაზე - დავაცადოთ წმინდა სინოდს თავის სისტემაში არსებული საკითხი განიხილოს. მეუფე იაკობი აცხადებს, რომ საპატრიარქოში შეხვედრა უშუალოდ მასსა და პატრიარქს შორის შედგა. დეკანოზი ანდრია სარია საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე - ყველა მღვდელმთავარს სურს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საპატრიარქო დუმს. მამა გიორგი თევდორაშვილი - მეუფე იაკობის განცხადების არ მჯერა. ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ვხედავთ არამარტო ტოტალურ შეტევას ეკლესიაზე, არამედ ეკლესიის წარმომადგენლები თავიანთი განცხადებებით საფრთხის ქვეშ აყენებენ ერის ერთიანობას. მეუფე იაკობი - ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს - როგორც მონაზონს გულში მქონდა ხინჯი, ახლა კი თავისუფალი ადამიანი ვარ, რომ ყველაფერი ვთქვი. მეუფე იაკობი შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და შენდობას სთხოვს. ეკა ბესელია - მეუფე იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგა. გიორგი კვირიკაშვილი - არასდროს წავსულვარ პატრიარქის წინააღმდეგ. არჩილ თალაკვაძე - მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა. მეუფე ანანია - კარგია, რომ მეუფე იაკობმა გადადგომის გადაწყვეტილება თვითონ მიიღო, რადგან ეს საკითხი ალბათ, სინოდის დღის წესრიგში დადგებოდა. თეოლოგი ვაჟა ვარდიძე - საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები თეოლოგიასთან არავითარ კავშირშია და შიდა ინტრიგებს მიეკუთვნება. ლადო ნარსია - იაკობ იაკობიშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას. ბექა მინდიაშვილი - შექმნილი რეალობა არის აწყვეტილი მხეცი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება და გადაიყოლებს არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ დიდ დარტყმას მიაყენებს ხელისუფლებას.
გაციების გამო გაცდენილი წირვა - პატრიარქის ექიმი - ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამჟამად, თავს კარგად გრძნობს.
გამოსვლა ციხიდან - ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკურ ლიდერად დაბრუნებას არ გეგმავს. ნათლად ვხედავ, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არა უბრალოდ ნულიდან, არამედ მინუსებიდან მომიწევს.
არჩევნები შუალედში - ირმა ნადირაშვილი ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე - ლაგოდეხის მერი პირადად დგას და სიებს აფრიალებს უბნების წინ. ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. მარტვილის მუნიციპალიტეტში შუალედურ არჩევნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. ცესკო - 20:00 საათის მდგომარეობით ლაგოდეხში ამომრჩეველთა აქტივობამ 57.06%, ადიგენში 60.5%, მარტვილში კი 51.22% შეადგინა.
საოკუპაციო ამბები - რუსლან აბაშიძე - ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსიფიკაციის ფონზე, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, დავიცვათ კონსტიტუციით გამყარებული, სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული და აფხაზური ენები.
წულუკიანი პარლამენტში - თამარ ჩუგოშვილი - ერთი უცნაურობაა, ოპოზიცია არასდროს იბარებს თეა წულუკიანს პარლამენტში - სხვათა შორის, კარგი საპარლამენტო განხილვა იქნებოდა.
საზღვარგარეთულები:
ისლამური სახელმწიფო - ამერიკელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ სირიაში სპეცოპერაცია განახორციელეს. Fox News - „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია. როიტერსი - ირანს სირიიდან აცნობეს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლულია. „ალ-ჯაზირა“ - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა. დონალდ ტრამპი - აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკვდა, როგორც ლაჩარი. ირანის მთავრობა - ბაღდადის სიკვდილი „ისლამური სახელმწიფოს“ დასასრულს არ ნიშნავს. „ნიუსვიქის“ ინფორმაციით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ახალი ლიდერი ჰყავს.
ერაყში განახლებული საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა.
ჩილეს პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა.
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
კალიფორნიის ტყეებში ძლიერი ხანძრის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა 2 მილიონზე მეტ ადამიანს ემუქრება.
ლიბანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია