შემოდგომამ კუდი მაინც მოიქნია და ბოლო დღეები ისევ წვიმიანი და სუსხიანი იქნებაო, იტყობინებიან სინოპტიკოსები - 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე. გუშინ ქართული ამბები მსოფლიო ამბებიც გახდა, რადგან კიბერ შეტევის მასშტაბებმა ბიბისიც კი ჩვენზე აალაპარაკა. ამასთანავე, არ დასრულებულა მეუფე იაკობის ინტერვიუს გამოხმაურებები და ნელ-ნელა უფრო აქტიურდება მომავალი წლის საარჩევნო ციებ-ცხელება - ქულების დაწერა, ხმების წინასწარი დათვლა და გამარჯვებების აღნიშვნა.
საპატრიარქო ობიექტივში - ედიშერ ქარჩავა - ვფიქრობ, რომ მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ივანიშვილთან. არჩილ თალაკვაძე - მე იოტისოდენადაც არ მჯერა, რომ ხელისუფლებას პატრიარქის გადაყენება უნდა. მამა გიორგი თევდორაშვილი - პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს - ვფიქრობ, საპატრიარქოს მხრიდან ამ საკითხზე მიმართვა უნდა გაკეთდეს. მამუკა მდინარაძე არ პასუხობს კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება. თეოლოგ ლევან აბაშიძის შეფასებით, გადადგომის მერე მეუფე იაკობის გავლენა სავარაუდოდ, შემცირდება, უშუალოდ საპატრიარქოში არსებული სიტუაცია კი მძიმეა. ბექა ნაცვლიშვილი - სასულიერო პირები ეკლესიის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდნენ. გია ვოლსკი მეუფე იაკობის განცხადებებზე - ორჭოფული განცხადება გააკეთა - მორალურად არ განვიკითხავ, სამართლებრივ ნაწილში კი პროკურატურას რჩევას ვერ მივცემ. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისა და სხვა პირების მიმართ მტკიცებულებები აქვს, თუ როგორ იფლანგებოდა ფული საპატრიარქოდან. ირაკლი აბესაძე მეუფე იაკობის განცხადებაზე - ნათელია, რომ ასეთი მაღალი სასულიერო იერარქის მხრიდან გაკეთებული განცხადებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. რომან გოცირიძე - თუ არ იქნება გამოძიება, 100%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეუფე იაკობი სიმართლეს ამბობს. კახა კალაძე - გაუგებარია მეუფე იაკობის განცხადებები რას ემსახურება და რატომ კეთდება.
არჩევნებამდე წელიწდეულია - ეკა ბესელია - მგონია, რომ 2020-ის არჩევნებამდე ბევრი რამე შეიცვლება, შეიძლება პოლიტიკური სურათიც სრულიად განსხვავებული ვნახოთ. ირაკლი კობახიძე საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე - ჩვენ ეს არჩევნები 85%-იანი გამარჯვებით დავასრულეთ და შედეგი აჩვენებს იმას, თუ როგორია საზოგადოების განწყობა. არჩილ თალაკვაძე - თუ ოპოზიცია არ დაეთანხმება ცვლილებებს და თავისი პირობები ექნება, ეს რისკის ქვეშ აყენებს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო შეთანხმებას. თამარ ჩუგოშვილი - არჩევნების პოტენციურ შედეგებზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შანსი აქვს, რომ 2020 წელს უმრავლესობა მიიღოს- „ქართული ოცნებაა“. საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე ცვლილებები პირველი მოსმენით დამტკიცდა. ნინო ბურჯანაძე - არჩევნებთან მიმართებაში ჩვენ ველოდებით საზოგადოების მხრიდან სამართლიანად მოთხოვნილ და ხელისუფლების მიერ დაანონსებული ცვლილებების ძალაში შესვლას. ირაკლი კობახიძე - “ნაცმოძრაობას” განშტოებები აქვს, არიან “ნაცები”, “შმაცები” და “შმაცუნები”, მათთან კოალიციის შექმნა გამორიცხულია.
ახალი ადგილები ბიძინას მფლობელობაში - ბიძინა ივანიშვილი - მივიღე გადაწყვეტილება სათავეში ჩავუდგე წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა - 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი რეაბილიტაცია. რომან გოცირიძე - წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, რომელსაც დღეს უკვე არავინ „ჭამს“. 22 სასტუმროდან, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში გეგმავს, სახელმწიფოს 15 ეკუთვნის. ხათუნა ლაგაზიძე - თუ წყალტუბოს პროექტი სიტყვად დარჩა, ბუმერანგად მოუბრუნდება „ოცნებას“, ხოლო თუ მართლა ბოლომდე მიიყვანენ, ეს საშვილიშვილო საქმე იქნება. გიორგი გახარია წყალტუბოს აღორძინების პროექტზე - ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად. მამუკა ხაზარაძე - ხომ არ ჯობდა ივანიშვილისთვის მიგვეყიდა მდინარეები, ტყეები, შავი ზღვის აკვატორია, ყველა ქონება, რათა მან წარმატებულად დაასრულოს ქვეყნის მიტაცების პროცესი?
შუამავალი მღვდელი - ირაკლი ოქრუაშვილი ახალ ადვოკატთან კომუნიკაციას სასულიერო პირის მეშვეობით ითხოვს
კიბერშეტევა - რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა. გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (“მე დავბრუნდები“). BBC-ს ცნობით, ჯამში 2000 ვებ საიტი გახდა შეტევის მსხვერპლი. ადვოკატი ზურაბ თოდუა - არ არის გამორიცხული, რომ იაროსლავ სუმბაევის მეგობარმა ჰაკერებმა იძიეს შური სრულიად დაუცველ ქართულ ინტერნეტ სივრცეზე. შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიების საგანია მათ შორის წყარო, საიდანაც კიბერშეტევა მომდინარეობს. შსს - კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან. „პროსერვისი“ - ყველაზე მასშტაბური კიბერშეტევის შედეგები აღმოფხვრილია - ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია.
მედიცინა და ექიმები მოტოციკლეტებზე - აკაკი ზოიძე - მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მედიკამენტების შეძენა ისე, რომ ფინანსურ კატასტროფაში არ გადაცვივდნენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სელექციური კონტრაქტები რეგიონების კლინიკებში არსებულ დეფიციტს მოაწესრიგებს. ჯანდაცვის მინისტრი - ოჯახებს, რომლებსაც სოციალური დახმარება პროგრამულად შეუწყდათ, მაგრამ ეს სტატუსი შეესაბამება, დახმარება 2 თვის განმავლობაში აღუდგება. პირველადი სამედიცინო დახმარების შემთხვევაში, სპეციალისტები გამოძახებაზე მოტოციკლით ივლიან.
ოკუპაციის პრობლემა - გიორგი გახარიამ და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ნინო ბურჯანაძე - ჩემთვის რომ დაეჯერებინა ხელისუფლებას და რუსეთთან პირდაპირი დიალოგი ეწარმოებინა, ე.წ ბორდერიზაცია შეჩერდებოდა.
დაზარალებულები, რომლებიც არ დაზარალებულან - სასამართლომ 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ - 20-21 ივნისის მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს წინა ხელისუფლების ძალადობრივი მმართველობის სტილს. გია ვოლსკი 20 ივნისს დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე - პროკურატურას სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რომ მთლიანად მოვლენები შეაფასოს. შს მინისტრის მოადგილე 20 ივნისს დაშავებულებზე - არის სამართლებრივი საკითხები, შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ მათ დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებათ. ალეკო ცქიტიშვილი - თუ 20 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებისთვის შეუძლებელი იქნება ობიექტური გამოძიების მიღწევა, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, პირის დაზარალებულად ცნობისთვის აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.
საზღვარგარეთულები:
ირანის სურვილები - ბენიამინ ნათანიაჰუ - ირანს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელება სურს.
ერაყელები სურვილები - ერაყში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 13 ადამიანი დაიღუპა და 865 დაიჭრა.
ფაშინიანის მსოფლხედვა - ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენთვის, რუსეთი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია