მოვლენების ამგვარ განვითარებას არავინ მოელოდა. გულშემატკივრებიც მრავლად ჰყადა და რაც მთავარია პოლიტიკისთვის - ფულიც არ ჰქონდა სადმე საძებარი, გავლენებიც არ უნდა აკლდეს, მაგრამ მაინც გადადგა - საქართველოს მეორე პრეზიდენტის გადადგომის შედეგ, ასეთი ხმაურიანი გადადგომა არ ყოფილა. დღის ამბებში ტრადიციაც ქცეული მოსამართლეებიც ისმოდნენ და პრეზიდენტის ევროპული შეხვედრებიც.
პრეზიდენტის ნიუსები - სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჟენევა ჩამოვიდა ძალიან ტექნიკურ დონეზე, დროა ჩვენი პარტნიორებისგან მეტი მოვითხოვოთ, რათა მათ გამოიყენონ თავიანთი ბერკეტები. სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში ყველამ იცის, რამდენად ერთგული მეგობარია გერმანია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში საქართველოს ჰყავდეს ასეთი მყარი მეგობარი. საქართველო გერმანიასა და საფრანგეთზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირთან დაახლოებისთვის ნაბიჯები წინ კიდევ უფრო სწრაფად გადაიდგას. გერმანია საქართველოსთვის არის მეორე დონორი ამ წლების განმავლობაში და ასე გრძელდება. საქართველოსა და გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკაში რომ კავკასია და ჩვენი სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს თუნდაც ევროკავშირის ზედამხედველობის მისია. კონფლიქტებთან დაკავშირებით დღეს არსებული რეალობა ამ ფორმით ვერ გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა.
ხაძარაძე წავიდა - ოთარ კახიძე - პროკურატურის განცხადება, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ფულის გამთეთრებლები არიან, ძალიან სერიოზული დისკრედიტაცია ანუ დამღაა, რომელსაც ასვამ. მამუკა ხაზარაძე - მთელ ჩემს ენერგიას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს - ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. მამუკა ხაზარაძე გადადგომის მიუხედავად მზადაა, 26 თებერვალს, პარლამენტში მივიდეს. მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ აქციების გაყიდვას არ გეგმავს. მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. გიორგი კეპულაძე - ალბათ, მორალურად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან „თიბისი ბანკი“ მამუკა ხაზარაძისთვის არ არის მხოლოდ ბიზნესი და ბანკი. აკაკი ცომაია - შესაძლოა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება. გია ხუხაშვილი - მამუკა ხაზარაძეს „თიბისი ბანკიდან“ წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას. გიგი უგულავა - „კავკასიური ცარცის წრის“ სცენა გათამაშდა, ხაზარაძემ - ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობო და ხელი გაუშვა, ივანიშვილმა მიაღწია იმას, რაც უნდოდა. ანრი ოხანაშვილი - მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, საფინანსო დაწესებულებიდან პირის წასვლის ან არწასვლის თაობაზე პარლამენტის წევრმა კომენტარი გააკეთოს. დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძეზე - ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის გადაწყვეტილებაში. ფადი ასლი - ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა, გადადგომით მამუკა ხაზარაძემ მძევლების რიგები დატოვა. „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ გადაწყვეტილებაზე - აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან. „თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს მამუკა ხაზარაძის გარდა ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს. ხათუნა ლაგაზიძე - ცხადია, რომ მამუკა ხაზარაძის სურვილით არ მომხდარა ბანკიდან ჩამოშორება - ამ იძულებითი ნაბიჯის ავტორი თავად უნდა დაასახელოს. ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძე საკუთარი სახლიდან გააგდო. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ჯამში „თიბისი ბანკის“ აქციების 20%-ზე მეტს ფლობენ. რომან გოცირიძე - „თიბისიზე“ სასამართლო შედგა ივანიშვილის შუშის სასახლეში და იმ „ქურდული გარჩევის“ დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდ. გია ვოლსკი რომან გოცირიძეს - „ქურდული გარჩევაც“ თქვენს მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავს გასულობაც.
ინფრასტრუქტურა - მაია ცქიტიშვილი - ძლიერი ქვეყანა მხოლოდ ძლიერი რეგიონებით შენდება. მაია ცქიტიშვილი - ნებისმიერი თანაგუნდელის წასვლა დანაკლისია, თუმცა როდესაც გუნდის წევრად მოიაზრებ თავს, ნიშნავს, რომ მის წინაშე შენც გაქვს გარკვეული ვალდებულებები. ზაზა გაბუნია - როგორც რეგიონული კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ მთავარმა კონსტიტუციურმა ორგანომ მთელი სამუშაო დღე რეგიონულ საკითხებზე მსჯელობას დაუთმო.
ძვირადღირებული პარკირება - გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელი - პარკირების გადასახადი თბილისის ცენტრალურ ნაწილში მაღალი უნდა იყოს, რათა ადამიანები დაფიქრდნენ, ღირს თუ არა მანქანის საათობით დაპარკინგება.
იმპიჩმენტი პარლამენტის სპიკერს - ირმა ინაშვილი - არ გამოვრიცხავ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი დავაყენოთ. ირაკლი კობახიძე - თუ ვიღაც ფიქრობს, რომ დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებლობას არ იმსახურებს, ამაზე შეიძლება მსჯელობა.
მოსამართლეების კანონპროექტი და იურისპუდენცია - ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების შესახებ კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციასთან შესაბამისობის ტესტი უნდა გაიაროს. ლევან გოგიჩაიშვილი - იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფილიალიზაციის გზას ადგას.
მაჩალიკაშვილები - მალხაზ მაჩალიკაშვილი - მმართველი პარტია თავს იკავებს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისგან, რადგან მათ ზემოდან აქვთ მითითება.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის მსოფლიო ამბები - დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნა მსურს, თუმცა მათი მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა დავინახო.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია