რიცხვებში გადმოცემული უტყუარი სიზუსტე, ოდესღაც ფილოსოფოსებსა თუ საშუალო მოაზროვნეებს, საღმრთო ჭეშმარიტებადაც მიაჩდათ. ერთი არაფრისმომცემი რიცხვი არის 200, ორი ასეულისგან შემდგარი რიცხვი, ხოლო თუკი ამ რიცხვს თანრიგში გადავიტანთ, უნდა ვუწოდოთ მეორასე. დიახ, ამ უშინაარსო შესავლის მიზეზი ის გახლავთ რომ საიუბილეოდ გამოვაცხადო - ეს ბლოგ პოსტი, ჩემთვის, ქველზე დადებული მეორასე პოსტია.
ისევ ფილმებზე დავწერდი, მაგრამ ერთხელ ხომ უკვე ვთქვი, რომ მაინც არავინ კითხულობს ფილმების ჩემეულ შეფასებებს; სიყვარულზე წერაც უკვე დრო მოჭმულად მეჩვენება, აღარც მაინცდამაინც თეოლოგიური დარიგებები აინტერესებს ვინმეს. გადავწყვიტე - დავწერ იმაზე, რას უნდა ნიშნავდეს 200 პოსტი 4 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში.
რატომ უნდა ვაწარმოოთ დღიური?
ზოგიერთი ცნობილი ადამიანის პირად არქივებში ინახება დღიურები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ "ვაუ" აღმოჩენის სახელს მოიხვეჭს და მსოფლიო ყურადღებას იქცევს. არ აქვს მნიშნელობა ეკუთვი თუ არა ცნობილ ადამიანთა რიგებს, წერა აუცილეელია. დავიწოთ ორი მთავრი მიზეზით: ერთი, სამყაროს დაუტოვო ინფორმაცია და მეორე, იპოვო ადგილი, სივრცე, პირადი, დახურული სამყაროსთვის ან მონახო გზა გათავისუფლებისთვის. განსაკუთრებით, მეორე მიზეზი აქტუალურია თანამედროვე სამყაროში. ეს სტანდარტული პასუხია და ადამიანთა უმრავლესობა, იქნება ეს ცნობილი თუ უცნობი, ამ მიზეზების გარშემო იწყებს წერას.
პირველი მიზეზი უფრო საყოველთაო. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, გამოდის რომ თითოეული ადამიანის პოზიცია, დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხზე (გრძნობები, პოლიტიკა, სიყვარული, გენდერი და ათასი სხვა) განსაკუთრებულია და ღირებული (რა თქმა უნდა, პაულო კოელიოს თუ მიაწერთ თქვენს მოსაზრებებს, მეტი მკითხველი გეყოლებათ, მაგრამ მაინც არ დაიზაროთ წერა...).
მეორე მიზეზი უფრო ინდივიდუალურია, ზოგს სულაც არ უნდა წერა და თავისუფლებას შემოქმედების სხვა სფეროში პოულობს - აშენებასა და ნგრევაში, მწერლობა თუ პოეზიაში, ხატვასა და მუსიკაში, გეოლოგიაში ან ასტრონომიაში, მოკლედ, ბევრგან, მაგრამ თითოეულმა რომ წეროს, სხვა მკითხველებს დაეხმარებოდნენ.
ფსიქოლოგები გვირჩევენ (როგორი ბუნდოვანი ფრაზაა, დაახლოებით ისეთი, მეცნიერებმა დაადგინეს), რომ რეგულარული წერა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც კარგია. დაცლა ემოციებისგან და ამ ემოციების ფურცლებზე შენახვა, შემდეგ ხელახალი ავსება და ცირკულაცია, რომელიც გაბედნიერებთ. ფაქტია, რომ სოციალური სამუშაოს, თერაპევტებისა თუ ფსიქოლოგების სამოღვაწეო ინსტრუქციებში, პაციენტთა დავალებების ნაწილი სწორედ რომ წერას მოითხოვს. წერას საკუთარ თავზე ან გარემომცველ სამყაროზე. წერას ყოველგვარი მაღალმხატვრული ღირებულების გარეშე ანდა პირიქით. წერა გვეხმარება სტრესისგან გათავისუფლებაში და როგორ გვჭირია დასტრესილ ქართველებს ეს ყოველივე?!
რეგულარული წერა ჩვენს შემოქმედებით უნარებს აძლიერებს. არ იფიქროთ, რომ რეგულარულ წერას მხოლოდ ჯღაპვნის ფუნქცია აქვს, როცა გინდა ამ ნაწერს მკითხველი ჰყავდეს, მასზე ზრუნვა გიწევს და ეს პროცესი ორმაგად შემოქმედებითი ხდება, განსაკუთრებით თუ მკითხველი ელექტრონულ სამყაროშია. აქ, დიდ ტექსტებს ვერავინ წაიკითხავს, ამიტომ გიწევს მოკლე ტექსტებით შემოფარგლო სათქმელი, ეს კი საკმაოდ რთული ხდება და გონებრივი სამუშაოც უფრო შრომატევადი. განსაკუთრებით ეს ეხება twitter-ს და მის 140 სიმბოლოიან შეზღუდვას, რომელიც ნამდვილი წამალი ჩემი მსგავსი მოლაქალაქეთათვის.
რეგულაურ წერას მაშინაც აქვს მისი, როცა არ იცით რაზე წეროთ. ამაზე ხომ ერთი პოსტი უკვე დავწერე?
რაც შეეხება იმას, თუ სად ვწეროთ, პასუხი ცალსახაა - ფურცლებზე! კი, მნიშვნელოვანია და აუცილებელიც კია, უპირველესყოვლისა დავუბრუნდეთ ფურცლებს და იქ ვწეროთ, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს ფურცელზე წერის სარგებლიანობას, მოქნილობას, გონებაგახსნილობას და ა.შ. ეგეც არ იყოს, ფურცელზე წერას გადაჩვეულებს, ზოგჯერ, ვიდრე კომპიუტერებთან მოხვდებით, დაგეკარგებათ ემოციებიც და იდეებიც (მწარე გამოცდილება, რომელსაც თავს ვერ ვაღწევ. ელექტრონულnotepad-დამოკიდებული ვარ). მაგრამ მაშ შემდეგ რაც პირველი კომპიუტერები ერთმანეთს დაუაკვშირდა და ამ კავშირმა მსოფლიო გლობალური ქსელის სახე მიიღ რასაც ინტერნეტი ჰქვია, თქვენ ფურცლებს ყველას ვერ გაუგზავნით (დასკანერების ან ფაქსის ფუნქცია მაინცდამაინც არამოქნილია და არააპრობირებული ჩვენს სივრცეში), ამიტომ შეიქმნა სპეციალური სადღიუროები, ბლოგების სახით.
7 წელია სხვადასხვა პლატფორმებზე მაქვს ბლოგები. Wordpress, Blogspot, Tumble, ქართულ Blogger House-ზეც ვიყავი ერთი პერიოდი, Medium-საც ვიყენებდი სააზროვნო შუამავლად, მაგრამ ბოლო 4 წელია, რაც Qwelly ბლოგის სამყაროში ვარ და ფრიას კმაყოფილიც. ყველა ზემოთჩამოთვლილი პლატფორმა, ცალკე ბლოგერულ გარემოს გთავაზობთ. მაგალითად, გააკეთებ გვერდს ვორდპრესზე და გაქვს გვერდი, რომელსაც შემდეგ აზიარებ სოციალურ ქსელში (სოციალური ქსელი რომ ჩვენი ინტეგრაციისთვის აუცილებელია და რამისაა, სულიერ მოთხოვნილებად ექცეთ ადამიანებს, ამაზე საუბარს აღარ დავიწყებ), ანალოგიური სხვებისთვისაც, მაგრამ რა იქნებოდა, თავად სოციალურ ქსელს ჰქონოდა ბლოგის ფუნქცია? მიკრობლოგებისთვის, 140 სიმბოლოსთვის, სწორედ რომ უწინ შეიქმნა ტვიტერი, მაგრამ ვისაც მეტი წერა უნდა? ამისთვის ყველას ვიწვევ ქველზე.
საბოლოოდ, ჩემ შემთხვევაში, 4 წლიანი ბლოგერობის მთავარი ხიბლი, მაინც საკუთარი თავისადმი გაღიმებაა, ის გაღიმება, 4 წლის წინანდელი პოსტების და მოსაზრებების გადაკითხვისას რომ გეუფლება.
ჰოდა, ახლა ვფიქრობ, რა იქნება 20 წლის შემდეგ?
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია