ვერც აგვისტოს დავაბრალებ, ვერც წუხანდელ ფილმს (არადა, ისეთი ფილმია, მომავალში რომ უნდა მოვყვე, შემახსენეთ თუ დამავიწყდა) და ვერც რაიმე მიზეზს ვიპოვი, რითიც შეიძლება აიხსნას სიკვდილის ფიქრებში ჩაძირვა. თქვენი ბავშვობიდან ის მომეტი გაიხსენეთ, როცა უფროსები გიწყრებოდნენ და უცბად, წარმოიდგენდით, მათთვის გულისტკენის ყველაზე საზარელ მომენტს - "მოვკვდები და მერე ხომ იტირებენ კარგად". აი, დაახლოებით ასეთი ფიქრები მეწვია, მაგრამ ასაკისთვის შესაფერისად, უფრო სხვა თვალით და სხვა კუთხით დავუწყე ცქერა.
სიკვდილი რომ ყველას გვაშინებეს და სხვას თუ კლავენ, ცქერა რომ გვწადია, ეს ერთმა გენიოსმა უკვე თქვა, მაგრამ სიკვდილის საინტერესოობაზე ერთხელ მეც დავჯღაბნე რაღაც. ჰოდა, ის თემა რომ გავაგრძელოთ, სიკვდილში ყველაზე საინტერესოა გარდაცვალების შემდეგ როგორც შენი, პიროვნების საიქაო ყოფნა, ასევე აქ დარჩენილთა მდგომარეობა. ამბობენ, სული ხედავსო, იმ ქვეყნიდან, ამ ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფერს ხედავსო, მაგრამ ამას იქამდე ვერ გავიგებთ, ვიდრე არ გადავიცვლებით, ჰოდა წარმოსადგენად ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, მთელი ბლოგი გაგიზიარეთ.
საკუთარი თავის გარდაცვალებისას პირველი რეაქციები ახლობლებისგან მოდის. ესენი ისეთი მძიმე წარმოსადგენი და აღსაწერია, სჯობს გადავახტეთ. აქ მხოლოდ ცრემლებია, საშინელი ტკივილი და უმძიმესი სცენები, ასეთ რამეზე ფიქრმა, თუ ნორმალური ადამიანიც ხართ, შეიძლება საერთოდ გადაგაფიქრებინოთ სიკვდილი. მოკლედ, ოჯახის წევრები, ტრუსიკის მეგობრები, საცოლე-საქმროები გამოვტოვოთ. არაფერი საინტერესო არაა იქ. აი, შორეული ნაცნობების, მეგობრების, ისე რა ნაცნობების, სახლთან ჩამვლელების და ღია კარის დამნახველი ადამიანების ტექსტების და სახის წარმოდგენა, რას იტყვიან ისინი შენზე - ყველაზე საინტერესოა. ცუდს რა თქმა უნდა არ იტყვიან, მკვდრებზე ხომ აუგს არ ამბობენ ჩვენთან, მაგრამ რასაც იტყვიან, იმას როგორ იტყვიან ესაა მთავარი.
- აფსუს რა ბიჭი იყო.
- რამდენი ლაპარაკი უყვარდა.
- რამ მოკლა?
- როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო.
- ასეთი ახალგაზრდა, რამდენ რამეს გააკეთებდა.
და ათასი სხვა...
მგონი, წერის დროს მომაგონდა ინსპირატორი. კუბრიკის ერთ-ერთ ცნობილ ფილმში (მთლიანი ლითონის ჯავშანი/Full Metal Jacket/ 1987), ჯარისკაცები ორ თანამებრძოლს ასაფლავებენ და გამოსამშვიდობებელ სიტყვებს წარმოთქვამენ. ერთი მათგანი, ყველაზე ჯიგარი და თავქარიანი იტყვის: "ჯობია ესენი, ვიდრე მე", მგონი ამის გამო ამეკვიატა სიკვდილსშემდეგ ტექსტებზე ფიქრი. მოკლედ, რა მნიშნელობა აქვს, დაბრუნდეთ პოსტის აზრს.
ამ წარმოდგენებსა და წარმოსახვებში ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ის არის, რომ თქვენ, შეიძლება ახლობლების თქვენდანი დამოკიდებულება კი არ გააანალიზოთ თქვენი გარდაცვალებისას მათი ტექსტების შეფასებისას, არამედ, თქვენი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ გაიაზროთ. რეალურად, რას ფიქრობთ თქვენს ახლობლებზე, მეგობრებზე, ოჯახის წევრებზე, როგორები არიან ისინი თქვენთვის, მეტიც - გიყვართ თუ არა ეს ადამიანები, ხშირად სწორედ ასეთი წარმოსახვების შედეგად შეიძლება გაცხადდეს. აბა წარმოიდგინეთ, მათთვის ყველაზე მძიმე მომენტში, რაც თქვენს გარდაცვალებას უკავშირდება, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ახლობელი იტყვის რაღაცას. ამ ტექსტში ჩანს
ა. რა წარმოდგენა გაქვთ თქვენს თავზე;
ბ. რამდენად იცნობთ თქვენს ახლობელს;
გ. რამდენად გჯერათ მათი თქვენდამი დამოკიდებულების;
დ. ურთიერთსიყვარულის.
კიდევ შეიძლება პუნქტების მიმატება.
მთავარი მთელს ამ თვითგამორკვევის თერაპიაში გახლავთ ერთი შეუსრულებელი აუცილებლობა - გულწრფელობა! გულწრფელები იყავით და არ ჩაიწეროთ წარმოდგენილი ტექსტები, რადგან ჩაწერისას აუცილებლად შეასხვაფერებთ და შეალამაზებთ მათ!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია