დამრგვალებამდე, ჩემი ბლოგის პოსტებში ერთიღა რჩება და ამ ერთსაც ფილმებს მივუძღვნი და მერე ვნახოთ, საიუბილეოდ რამე სხვაზე დავწერ. თანამედროვე ინტერნეტს ხომ სქროლვის ინტერნეტი ჰქვია, ალბათ ყველა თქვენგანისთვის ცნობილია. ერთი, MySpace ცდილობს მისი სქროლვა სიგანეზე იყოს, მაგრამ საქართველოში მიმდევრები ვერა და ვერ გაიჩინა. აი, ქვემოთ სქროლვა კი ნამდვილად ადვილად მოვირგეთ. სქორლვა - ასეთი ფილმი მგონი ჯერ არ გადაუღიათ, მაგრამ ერთი ულამაზესი ქალის ძიებისას, სწორედ გუგლში სქროლვამ მაჩვენა ეს ფოტო:
დიდი იმედი მაქვს, რომ ფილნი ნანახი არ გაქვთ ჩემი პოსტის მკითხველთა დიდ ნაწილს და პირველივე შეხედვისთანავე ვერ ამოიცანით ეს ქალბატონი. მეტიც, თუ გინდათ, ნახვამდე ან დაგუგვლამდე, 5 ვერსია ჩამოთვალეთ და ამ ხუთეულში თუ მოხვდა მსახიობის სახელი და გვარი ე.ი. თქვენ უბრალოდ სხვა ქერა მსახიობი ქალები არ იცით ან კარგი იღბალი გაქვთ.
ის ულამაზესი ქალი, რომელსაც მე ვეძებდი შერლიზ ტერონია, ეს ფოტო კი არის იმ ფილმიდან, რომელიც რამდენიმე თვის წინ ვნახე და შემოვინახე 'მერე დასაპოსტად'. ფილმს ჰქვია მონსტი (Monster) და დიახ, ეს ქალბატონი, მონსტრია!
ამ არცისეკარგ დრამას სტანდარტულად მივაგენი. გახსოვთ, კევინ სპეიზე გითხარით, საყვარელი მსახიობების ოსკარის მიზეზებს ვეცებდითქო. შარლიზსაც, მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკარი სწორედ მონსტრში ნათამაშები მონსტრი ქალბატონისთვის მიანიჭეს.
დასამალი ან განსაკუთრებული რა არის ამაში, ეშმაკის ადვოკატის ნახვის შემდეგ, ტერონი, ულამაზეს, თანამედროვე მსახიობ ქალთა სიაში პირველ ადგილზე მყავს წარმოდგენილი. ჰოდა, ჩემი გაკვირვება წარმოიდგინეთ, როცა ვეძებ ტერონს აქვს თუ არა ოსკარი ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის, აღმოჩნდა, რომ აქვს და ახლა მაინტერესებს რა ფილმში. ამომიგდო პოსტერი, სადაც ტერონი საერთოდ არ არის ან ისეთი არ არის, როგორიც მე წარმომიდგენია.
საერთოდ არაფერი აქ მიმზიდველი და საინტერესო არ არის გარდა თავად ქალის საოცარი გარდასახვისა და პირველი კადრების შემდეგ ძალაუნებური დაინტერესებისა. ფილმის დასაწყისში, გოგონა გვიყვება თავის ამბავს, თუ როგორც ოცნებობდა მსახიობობაზე ან ტელეწამყვანობაზე; იმის გამო, რომ ქერაა, მის ოცნებებში მერლინ მონროობაც შედიოდა და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ სუსტი ყოფაქცევა აქვს და რევოლვერი უკავია ხელში.
მართლაც მძიმე საყურებელი დრამაა, და ვფიქრობ გადაიღეს ლესბოსელი სერიული მკვლელი ქალბატონის გასამართლებლად. ტერონის გმირი, ქეროლი, ერთ საღამოს ბარში თავისთვის არაყს მიირთმევდა, როცა პატარა, ახალგაზრდა, ონავარი გოგონა შეუჩნდა და ნელ-ნელა თავიც შეაყვარა. იქამდე ქეროლს აზრათაც არ მოსვლია, რომ შესაძლოა სინამდვილეში არა კაცები, არამედ ქალები მოსწონებოდა. მაგრამ საყვარლობამ, წუწუნმა, ტირილმა და სითამამემ თავისი გაიტანა და რომ იტყვიან - თავდავიწყებით შეუყვარდა სალბი. სიყვარული იმდენად ძლიერი იყო, რომ ქეროლმა მოახერხა და დაითანხმა ერთად სხვაგან გადასვლაზე, და სიყვარულით და ბედნიერი მომავლით სავსე ცხოვრებაზე, ხოლო თუ არ გამოუვიდოდათ, უკან დააბრუნებდა გოგონას, მშობლებთან. ქეროლი ცდილობს მეძავობას თავი დაანებოს და სხვა სამსახური ნახოს, მაგრამ 90-იანი წლების ამერიკაა, ასე ადვილი არ არის ხალხს დაავიწყო წარსულში ვინ იყავი; განათლება არ აქვს, რადგან სულ პატარა იყო, როცა საკუთარი სხეულით ფულის შოვნა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ბიჭიდან ბიჭამდე სულ პრინცს ელოდა, რომელიც მასში სილამაზეს, მშვენიერებას დააფასებდა და ცოლად მოიყვანდა, საბოლოოდ არაფერი შერჩა გარდა გამოცდილებისა. შტატის შეცვლაც ისტორიას არ შველის და ვინაიდან მათი სიყვარულის უმთავრესი პრობლემა ფულია, ფულის შოვნის უძველესი საშუალება კი კარგად აქვს შესწავლილი მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვა გზა არ დარჩენია. ვაინაიდან უკვე გოგონასთან ცხოვრობს და გადაწყვიტა რომ ქალები მოსწონს, კაცებთან ურთიერთობაც არ გამოსდის, ამიტომ მიჰყვება მათ, ფულს წინასწარ ართმევს და მერე ხოცავს. გადადიან შტატიდან შტატში. პოლიცია ვერ ახერხებს მათ დაჭერას და საბოლოოდ ყველაფერი მართლაც ძალიან დრამატულად და ხშირად გაგონილი ისტორიების მსგავსად სრულდება.
როგორც წესი, ფილმებზე წერისას, რეკომენდაციასაც ვაყოლებ რომ ნახეთ ესა თუ ის ფილმი. ამჯერად არ გეტყვით, რომ ეს ფილმი აუცილებლად სანახავთა შორის არის. არა, ასე არაა, მაგრამ დრამის მოყვარულები უდაოდ ისიამოვნებენ. ასევე, არის მომენტები, რომელიც ფილმს განსაკუთრებულს ხდის - მაგალითად, ფილმში წარმოდგენილ ქალბატონს, სერიულ მკვლელს, სიყვარული იმაზე კარგად ესმის, ვიდრე ჩვენს გარშემო მიძღვნებში, სადღეგრძელოებსა თუ ფსევდოსასივყარულო თავგანწირვებში ჩანს ხოლმე.
და კიდევ ერთი დიალოგი, რომელიც ფილმიდან მეხსიერებას შემორჩა:
- იცი, არავითარი აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რომ ადამიანები კარგები და კეთილები არიან, ძალიან მინდა ადამიანები მიყვარდეს, მაგრამ არ შემიძლია.
- ჩვენ შეგვიძლია სულ სხვანაირები გავხდეთ, მაგრამ ადამიანების დახოცვის უფლება არ გაქვს!
- ვინ თქვა ეგ?
(პაუზის შემდეგ)
მე ღმერთთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გაიგე?! ვიცი რომ არ მამართლებ, ისიც ვიცი ხალხი რას ამბობს ჩემნაირებზე, ამბობენ, რომ წარმოდგენა არა აქვს რომ ღმერთი არსებობსო, მაგრამ რატომ ხდება ასე, სელბი? ვინ იცის ღმერთს რა უნდა? ადამიანები ყოველდღე ხოცავენ ერთმანეთს - რისთვის? პოლიტიკის გამო, რელიგიის გამო, ისინი გმირები არიან? არა! ბევრის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ არც ის შემიძლია რომ არ მოვკლა. არ მოვკლა ისეთი ნაბიჭვარი, როგორიც ის კაცი იყო.
- ის ერთი იყო, ყველა ასეთი ხომ არ არის?
- შენ მე არ მიცნობ, გგონია უმიზეზოდ ვკლავ, მე ცუდი ადამიანი არ ვარ, მე სრულფასოვანი ადამიანი ვარ! ასეთია ცხოვრება, ჩვენნაირები ყოველდღე იბადებიან ამ ქვეყანაზე! ყველაფერი კარგად იქნება!
მე კი არ შემხვედრია ხშირი განხილვები და საუბრები ამ ფილმზე, ამიტომ დავწერე ორიოდ სიტყვა. საზოგადოების მოწონებას რაც შეეხება, თანამედროვე საზოგადოებაში მსგავსი ტიპების მოწონება სრულიად გასაგებია ))
7 აგვისტოს შერლიზი დაიბადა? არც ვიცოდი. რა ეტყობა ახლა მაგ გოგოს 41 წლისა? ბარე ორ 20-22 წლის გოგოზე ახალგაზრდაა ♥
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია