საშვიდნოემბრო გახსენება, განათლება უმინისტროდ და ნატო უჩვენოდ

      ნოემბრის ერთ-ერთ ტრადიციად ქცეული დღე - 7 ნოემბრის გახსენება და იმედში შეჭრის დღემდე დაუსრულებელი სასამართლოები - ცხადია ერთ-ერთი თემა დღეს ეს იყო. მთავარი თემა განათლებას და უმინისტროდ დარჩენილ სამინისტროს უკავშირდებოდა, ასევე ნატოსთან ჩვენს სამომავლო, შესაძლო ინტეგრაციას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 ნოემბერი, 2019

      საპატრიარქოს ნიუსი - საპატრიარქოს სპეციალურმა კომისიამ მარტვილში მუშაობა დაასრულა.

      ახლო წარსულის გახსენება - რომან გოცირიძე - 7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, „იმედში“ შეჭრა იყო შეცდომა. დავით მათიკაშვილი რომან გოცირიძეს - მაინცდამაინც 7 ნოემბერს, „იმედის" და ნახევარი თბილისის დარბევის დღეს, ნუ გამოდგებით ადამიანის უფლებების განსაკუთრებული დამცველი. ეკა ბესელია - სასამართლო კონტროლი რომ ყოფილიყო თავის დროზე, 7 ნოემბერი არ მოხდებოდა და ამდენი ადამიანი არ გაუბედურდებოდა. მოძრაობა „ლელო“ - ნათელია, რომ „ქართული ოცნებისთვის“ 7 ნოემბერი არ არის ღირებულებითი მოვლენა და ის მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების კრიტიკის შესაძლებლობაა.

      პრეზიდენტის დაცვა - სახალხო დამცველი - პრეზიდენტმა გამონაკლისის წესით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიანიჭოს იმის გამო, რომ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება.

      მოსამართლის არჩევა - ეკა ბესელია არასამთავრობოებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის დღეს, „პროტესტი რაც შეიძლება მძლავრად გამოხატონ“. მოსამართლეობის კანდიდატი ალექსანდრე წულაძე - საბჭოს წევრების მიერ ერთმანეთის აზრების მეტ მიმღებლობას მივესალმებოდი.

      განათლება უმინისტროდ - მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მიხეილ ბატიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი - სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე განათლების სისტემის გარედან, ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროს გაყოფის თაობაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, მომდევნო წელს მიიღონ. მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, მისი თანამდებობიდან წასვლა ია კერზაიას საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას არ უკავშირდება. რომან გოცირიძე - გადაწყვიტეს, ბატიაშვილის მოხსნით პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ია კერზაიას საქმისთვის, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო. ანა ნაცვლიშვილი - განათლების მომავალი მინისტრიც ასე გაუგებრად შემოვა სცენაზე და მერე გაუგებრადვე გავა, სისტემა კი იგივე დარჩება. მიხეილ ბატიაშვილი - გადადგომაზე გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და იმედს გამოვთქვამ, ამას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოყვება. არსებული ინფორმაციით, განათლების სამინისტროდან კულტურის მიმართულება იანვრიდან გამოიყოფა. მარიამ ჯაში - კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მხარს დავუჭერ.

      ფილმი ცეკვაზე - ნინო ლომჯარია ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ - თუ ბილეთებს მომაწვდიან, სიამოვნებით წავალ ფილმის ჩვენებაზე.

      ჩვენი მომავალი ნატოში - ნატოს მომლოდინე საქართველო - ნატო-ს წარმომადგენელი - ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, უბრალოდ, უნდა დავიცადოთ, ვიდრე შესაფერისი დრო იქნება. როუზ გოტმიოლერი - საქართველო გახდება ნატოს წევრი, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაშია. ელიზაბეთ რუდი - საქართველო ეფექტურად იყენებს ნატო-ში გაწევრიანებისთვის ყველა ინსტრუმენტს. ირაკლი ღარიბაშვილი - ვამაყობთ იმით, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან შესრულებას ვახორციელებთ, რამაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სერიოზული პროგრესი განიცადა. ირაკლი ღარიბაშვილი - ნატო-სთან ურთიერთობას ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად. ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა.

      ოკუპაციიდან - გიორგი კანდელაკი - საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების გატაცებაზე „ქართულ ოცნებაში“ ჭმუნავენ, მაგრამ რეზოლუციების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ.

საზღვარგარეთულები:

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, სირიის საკითხის განხილვას ვლადიმერ პუტინთან აპირებს.

      დონალდ ტრამპი - კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა და თაღლითმა მედიამ შეურაცხადი, ბოდვითი და ჰიპერ-ფანატიკური იმპიჩმენტი დაიწყეს.

      რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა - ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ, ყველა ახალწვეულს ასე ექცეოდნენ, რა უნდა მექნა?

      ემანუელ მაკრონი - ევროპა უფსკრულის პირასაა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის „ნატო-ს ტვინის სიკვდილი“. ანგელა მერკელი და იენს სტოლტენბერგი კი მაკრონს არ ეთანხმებიან.

      მკვლელობა შეურაცხყოფისთვის - რამზან კადიროვის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში სხვების „ღირსებას შეურაცხყოფენ“, უნდა მოკვდნენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 94

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters