ნოემბრის ახალი კვირის დასაწყისი უქმეების და კულტურის განხილვით დაიწყო - ფილმი პრემიერა იმაზე უფრო ხმაური გამოდგა, ვიდრე ეს ფილმი თავად მოიფიქრებდა (ან იქნება, ამიტომაც გადაიღეს რომ ეხმაურა). დღის სხვა ამბავი იყო ევრო მეგობრობა და თავმჯდომარეობა ევროკავშირში, ასევე მოსამართლეების კომპეტენცია და საერთაშორისო პროექტების ქართული ავან-ჩავანი - ანაკლია, წყალტუბო და მისთანანი. არც საეკლესიო ამბები დატოვებულა ყურადღების მიღმა - ახალი ინტერვიუები და ძველების გამოძიების სურვილები.
ფილმი ბევრი მაყურებლით - დეკანოზი დავით ქვლივიძე - ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, პირიქით ესენი არიან სულიერი მოძალადეები. გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან ერთად ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას „თბილისი გალერიაში“ აპროტესტებს. ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების მოწინააღმდეგეები ისევ შეიკრიბნენ. ადვოკატის განცხადებით, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას დაკავება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. ბათუმში, კინოთეატრ "აპოლოსთან" აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს და ილოცეს. ანა სუბელიანი - მოვითხოვ იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომლებსაც ვთხოვდით დახმარებას და მათ არ დაიცვეს ჩვენი უსაფრთხოება. გურამ ფალავანდიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აანონსებს. „თბილისი გალერია“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებელმა მშვიდ ვითარებაში დატოვა. ბათუმის კინოთეატრ "აპოლოდან" გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა გალობით გააცილეს. კინოთეატრ „ამირანიდან“ გამოსული მაყურებელი აქციის მონაწილეებმა შეძახილებით „სირცხვილია“ გააცილეს. შსს ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და მისი აკრძალვის თაობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებაზე გამოძიებას არ ჩაატარებს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” - კინოთეატრ „ამირანთან” გამართულ აქციას ჰომოფობიური ხასიათი ჰქონდა. ანა სუბელიანის დაშავებაში ბრალდებული - ანა სუბელიანისთვის არ მისვრია მობილური ტელეფონი, მის გვერდით მყოფ ბიჭს ვესროლე და ანას მოხვდა. ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად და აუცილებლად გასაჩივრდება. კახაძე - უკეთეს რეკლამას ვერც ერთი ფილმი ვერ ინატრებდა.
საერთაშორისო პროექტების ქართული ბედი - ანაკლია - „ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - თუ ჩვენ არბიტრაჟში გადავიტანთ დავას, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს. ქველმოქმედებად შერაცხული წყალტუბოს რეაბილიტაცია - ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა წყალტუბოს განვითარების პროცესში. წყალტუბოს განვითარება საერთო სახალხო პროექტია და ვიწყებთ მის საჯარო განხილვას. მაია ცქიტიშვილი - წყალტუბოში ჩვენ უკვე ვაშენებთ საცხოვრებელ სახლებს დევნილებისთვის, რომლებიც 700-ზე მეტი ოჯახისთვისაა განკუთვნილი. მინდა ყველა დავამშვიდო, რომ როცა წყალტუბოს განვითარებაზე ვსაუბრობთ, გვექნება პასუხისმგებლიანი მიდგომა. ეკონომიკის სამინისტრო წყალტუბოს განვითარებას 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით აპირე. წყალტუბოში მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 15 სანატორიუმის საბაზრო ფასი, რომლის შეძენასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს, 47.5 მილიონი ლარია.
თანამდებობრივი პრობლემები - ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და კიდევ 3 პირს პატიმრობა, 7 ბრალდებულს კი გირაო შეეფარდა. ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომლიდან სამი პატიმრობაში რჩება, ერთი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ლელოელი - მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოს მიაქანებს შეუმდგარი სახელმწიფოსკენ.
ჭიათურაში, მაღაროსთან მოსახლეობა აქციას მართავს. “ჯორჯიან მანგანეზი” - კომისიის ინფორმაციით, შუქრუთში აღწერილი დაზიანებები კომპანიის სამუშაო პროცესს არ უკავშირდება.
რომან გოცირიძე - უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი ხელისუფლება, მეუფე იაკობის მიერ საეკლესიო გადატრიალებაშია მხილებული. ეკა ბესელია - მეუფე იაკობის განცხადებამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, რომ მისი ასე უპასუხისმგებლოდ დატოვება არ შეიძლება. გია ვოლსკი მეუფე პეტრეზე - ის არის „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი, ეს თავად არასდროს დაუმალავს. სალომე სამადაშვილი - მეუფე პეტრეს პოლიტიკური ხედვები რუსეთთან დაკავშირებით, ძალიან ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის ხედვებს.
თავმჯდომარეობა 6 თვით - 27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ევრომეგობრობა - ელიზაბეთ რუდი - მოვუწოდებდი საქართველოს მოქალაქეებს, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ეძლევათ აშშ-ში ლეგალური დასაქმების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანის გამოცდილება გააუმჯობესებს და გააძლიერებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ჩემი ვიზიტის ძირითადი ამოცანაა, რომ საქართველო მოვამზადოთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის. დავით ზალკალიანი - საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებაში. დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე ვითარების შესახებ, რაც საქართველოსთვის უმთავრეს გამოწვევად რჩება. სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან სიტუაციის გამწვავება სრულებით მიუღებელია. ასევე, მიუღებელია სამხრეთ ოსეთის მხრიდან არასწორი ფაქტების გავრცელება, რაც მხოლოდ ამწვავებს სიტუაციას, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი.
კომპეტენცია მოსამართლეობაში - ნინო ლომჯარია - მოსამართლეობის ბევრ კანდიდატს კომპეტენტურობის პრობლემა აქვს. ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე - 20 ადამიანიდან ვერც ერთი მოხვდებოდა ამ სიაში, რომ არა „კლანის“ და მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა. ეკა ბესელია - მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატის პასუხი შეგვიძლია საჩვენებლად დავტოვოთ და ვაჩვენოთ სტუდენტებს, როგორი არ შეიძლება იყოს მოსამართლე. გიორგი კახიანი - არ ვიცი, სახალხო დამცველი რა საფუძვლებით ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი არაკონსტიტუციურია. ოთარ კახიძე - ყველანაირად უნდა შევუშალოთ ხელი მმართველ ძალას იმაში, რომ უზენაეს სასამართლოში ოცივე ვაკანსია მთლიანად დააკომპლექტოს. სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. ანა ნაცვლიშვილი - მოსამართლეთა სიის ნაწილობრივ მხარდაჭერაც კი დაადასტურებს, რომ ეს მასკარადი ემსახურებოდა „დეკემბრის სიისთვის" ფერუმარილის მიყრას. ანა დოლიძე - ომბუდსმენის ნაბიჯი დაგვიანებულია, იმიტომ, რომ მოსამართლეთა 20-კაციან სიაზე გავლენას ვერ იქონიებს - როდესაც იყო ბრძოლის ყველაზე მძიმე ეტაპი, მაშინ სახალხო დამცველმა ხმა არ ამოიღო. ხათუნა ლაგაზიძე - კარგი იქნებოდა, სახალხო დამცველს მოსამართლეების შერჩევის პროცესი აქამდე შეეჩერებინა, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
უარი სულის მოხსენიებას - გირჩი - ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური დაიღუპა, მღვდლები წესის აგებაზე უარს ამბობენ.
საზღვარგარეთულები:
ატომური ომების დაბრუნება - ირანი მეორე ატომური რეაქტორის მშენებლობას იწყებს.
უკრაინული დემოკრატია - ვლადიმირ ზელენსკი მინისტრთა კაბინეტს ავალებს, შეიმუშაოს კანონი, რომელიც მედიის მუშაობას დაარეგულირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია