მთელი დღე განსაზღვრა და მეინსტრიმული აღმოჩნდა ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავების საქმე. რამდენიმე ცამყვანი ტელევიზია პირდაპირ ეთერშიც გადმოსცემდა აღნიშნულ პრეცესს, ზოგიერთი დაგვიანებით და ა.შ. თუმცა, მთელი დღე მხოლოდ ეს ისმოდა, ამიტომ ჩვენს ყოველდღიურ ამბებშიც მნიშვნელოვან ბლოკი დაეთმობა.
ჯერ კიდევ გუშინ ღამით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. მაშინ ალბათ არავინ იფიქრებდა, რომ სპეცოპერაცია დასრულდება 20 საათის შემდეგ და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტბური და ხმაურიანი ამბავი გამოვიდოდა. შეჯამებული სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა: სპეცოპერაციის შედეგად, გარდაიცვალა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი; დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი; დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია; წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები; დანაშაულებრივი ჯგუფის წვერებს კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბოლო რამდენიმე კვირა აკვირდებოდა; ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიკაციის მიზნით, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით; სპეცოპერაციის დაწყების დროს, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობდა სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნეს; სპეცოპრაციის დროს დაზიანდა მიმდებარე ბინები, რომელთა ზარალის ანაზღაურებაც, ასევე დააანონსა სუსმა. თბილისის მერიამ კი დროებითი სახლების საჭიროების მქონე ოჯახებს შესთავაზა დახმარება და ბინები, მათ შეუძლია ისნის გამგეობას ან თბილისის მერიას მიმართონ. ასევე, დაზუსტებული ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან; სპეცოპერაციის გამო, უსაფრთხოების მიზნით, სამგორის რაიონში მდებარე სამ საბავშვო ბაღში და მიმდებარე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო;
რაც შეეხება სხვადასხვა პოლიტიკოსების თუ ჯგუფების განცხადებებს, რომელიც პერიოდულად ჩნდებოდა გუშინ ღამიდან მოყოლებული - სუს_ი - პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეცდანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. კორპუსიდან, სადაც სუს-ი სპეცოპერაციას ატარებს, მოსახლეობა გამოჰყავთ. სპეცოპერაციის ადგილზე აფეთქებების ხმა ისმის. სპეცოპერაციის ადგილზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შევიდა. სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ერთი მანქანა შევიდა. სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ბლოკირებულია, სამართალდამცავები, სავარაუდოდ, ორი პირის აყვანას ცდილობენ. სასწრაფოს ინფორმაციით, სპეცოპერაციის ადგილზე მათი დახმარება არავის დაჭირვებია. სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის, ამოდის კვამლი. სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კორპუსებიდან მათ გაყვანასაც ითხოვს. არაოფიციალური ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ტერორიზმში ბრალდებულების წინააღმდეგ მიმდინარეობს. სპეცოპერაციის ადგილზე რამდენიმე ერთეული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა შევიდა. ადგილობრივები სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებენ. სპეცოპერაციის ადგილზე სროლისა და აფეთქებების შედეგად რამდენიმე ბინაში ცეცხლი გაჩნდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები სავარაუდოდ ხელყუმბარებს ისროდნენ. ბექა ნაცვლიშვილი - სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. სახალხო დამცველი - აუცილებელია ასეთი სპეცოპერაციის დაგეგმისას გაითვალისწინონ პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები. სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად ერთი სპეცრაზმელი დაიჭრა. მოსახლეობა სპეცოპერაციის ტერიტორიას პოლიციის დახმარებით ტოვებს. სპეცოპერაციისას დაჭრილი პირების რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველებმა სპეცტექნიკა შეიყვანეს. სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცველების დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. გია ვოლსკი - სპეცოპერაციის ადგილზე ძალოვანი სტრუქტურები ინტენსიურად მუშაობენ, მათ საქმიანობას მხარდაჭერა სჭირდება. სპეცოპერაციის ადგილზე, სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს. სუს-ი - სპეცოპერაციის შედეგად 1 ადამიანია დაკავებული, მიმდინარეობს მუშაობა სხვა პირების დასაკავებლად. სუს-ი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირებს, რომელთა ასაყვანად სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი. სუს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს იმ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. იან კელი სპეცოპერაციის შესახებ - ყველაზე მეტად, რაც ჩვენ გვაღელვებს, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება. ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ასაყვანად სამართალდაცველებმა კორპუსზე შტურმი დაიწყეს. ზურაბ ალავიძე - სპეცოპერაცია მიმდინარეობს და შესაბამისი სამსახურები გააკეთებენ კომენტარს. გიგა ბოკერია - ხელისუფლებისგან ველით ინფორმაციას, რასთან გვაქვს საქმე. სოზარ სუბარი - ყველაფერი კეთდება, რათა სპეცოპერაცია დამთავრდეს ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზიანდეს. არსებული ინფორმაციით, დუისის პოლიციაში იმ პირს კითხავენ, ვისი სახლიც ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებს ჰქონდათ დაქირავებული. ნიკა რურუა - არ შეიძლება ოპერაცია ამდენი ხანი გრძელდებოდეს, ერთი ბინის ნეიტრალიზაციას 2 საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. სპეცოპერაციის ადგილზე სროლის ხმა პერიოდულად ისმის, კორპუსიდან კვლავ კვამლი გამოდის. კობა ნარჩემაშვილი - ძალიან მძიმე სანახავია, რომ სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის. მამუკა არეშიძე - სპეცოპერაციის დაწყებისას მოულოდნელობის ეფექტი არ იყო, ამიტომ ბინაში მყოფები შესაბამისად მოემზადნენ. ზაზა ფირალიშვილი სპეცოპერაციაზე - აუცილებელია იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის გამოცდილება აქვს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბლოკირებულ ბინაში მყოფი ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან. ხატია დეკანოიძე - ბევრი კითხვა არსებობს სპეცოპერაციაზე, რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა? კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია პირი, რომელმაც ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თბილისში ბინა დააქირავებინა. თბილისის მერი სპეცოპერაციის ადგილიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის გამგეობას დაუკავშირდეს. სპეცოპერაციის შედეგად დაღუპულია ერთი და დაჭრილია 4 სამართალდამცველი. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3. სუს-ი - არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ. გიორგი კვირიკაშვილი - არ აქვს მნიშვნელობა, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ ეროვნებას და მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზი არ უნდა გავუსვათ.
პრეზიდენტის ბლოკი - ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს. გიორგი მარგველაშვილი - მორჩილ პრეზიდენტს ოფისსაც გაუთბობენ და პრობლემებსაც არ შეუქმნიან. იორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სამინისტროების თემატურად გაერთიანება მინისტრთა კაბინეტის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის. გიორგი მარგველაშვილი - უჩა ნანუაშვილი არ მოეწონათ, რადგან ხელისუფლება გააკრიტიკა, შემდეგ მედია არ მოგეწონება, მერე - მოქალაქე. გიორგი მარგველაშვილი - ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია და მე ეს ძალიან მადარდებს და მაღელვებს. დღეს ვანო მერაბიშვილის შეწყალების საფუძველი არ მაქვს. ერთადერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიტიკურად გვერდზე დამიდგა, იყო ივანიშვილი. ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური პოზიცია და არა ის, რომ მე სხვაგან წასასვლელი არ მქონდა.
ომბუდსმენის განცხდებებიდან - უჩა ნანუაშვილი - მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ომბუდსმენის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევებზე ინფორმაცია მივაწოდე. უჩა ნანუაშვილი - არასერიოზულია, როდესაც იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველს პოლიტიკურ დებატებში იწვევს. უჩა ნანუაშვილი - სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის რეალიზებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.
საზმაუს დაფინანსების საკითხი - ლევან კობერიძე - საზოგადოებრივ მაუწყებელს არსებული დაფინანსება საშუალებას აძლევს, საზოგადოების მოთხოვნა პროფესიონალურ დონეზე დააკმაყოფილოს. რომან კაკულია - ორი მილიონის რა უნდა შესძინოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის რეიტინგს, რამდენსაც ის დაუნგრევს ამდენ კერძო ტელევიზიას. გიორგი გვიმრაძე - ორი მილიონის სანაცვლოდ 50 მილიონზე უარს ვერ ვიტყვით. ნანა აბურჯანიძე - არასასიამოვნოა ცინიკური დამოკიდებულებით საუბარი ორ მილიონ ლარზე, რომელიც წვრილი მედიასაშუალებებისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს შეიძლება წარმოადგენდეს. ლაშა ტუღუში - საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის კეთებით ხელი არ უნდა შევუშალოთ კომერციულ არხებს.
გირგვლიანის საქმე - დათა ახალაია გირგვლიანის საქმეზე დაკითხვისას - მე შემიძლია მოგაწოდოთ ის ინფორმაცია, რაც სასამართლოს სიმართლის დადგენაში დაეხმარება. დათა ახალაიამ პროკურორის კითხვა - მიაყენა თუ არა სანდრო გირგვლიანს ან სხვა რომელიმე პირს ფიზიკური შერაცხყოფა, უპასუხოდ დატოვა. სოზარ სუბარმა გირგვლიანის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. დათა ახალაია - უდანაშაულო ვარ, პოლიტიკური მოტივაციით დევნილი, დანაშავე ვარ მხოლოდ იმაში, რომ ძალიან მიყვარს და ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. პროკურორი - დათა ახალაიამ ვერც ერთ კითხვას ვერ უპასუხა. აკაკი ზოიძე - ის რაც დათა ახალაიას ჭირს, ნერვოლოგიაში შერჩევითი მეხსიერება ჰქვია - ბატონ დათას სამედიცინო შემოწმება სჭირდება.
ბოღმა არჩევნებში - ლელა ქიტესაშვილი - თამაზ მეჭიაური ვერ გამოდის იმ ბოღმიდან, რაც ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ ამ წლების განმავლობაში ამოძრავებს.
კიდევ ერთი საჩუქარი საპატრიარქოს - 4.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საპატრიარქოს გადაეცა.
დაგვეხმარება თუ არა ევროპა - საქართველოსთვის 45 მლნ ევროს ოდენობით დახმარების საკითხი ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტმა დღეს განიხილა.
საპროტესტო ნოტები - საქართველოს ელჩი - უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის თითოეულ შემთხვევაზე იგზავნება საპროტესტო ნოტები. გელა დუმბაძე - სდსს-ს თანამშრომელი, რომელიც სააკაშვილის შვილს იცავდა, უკრაინაში იმის გამო არ შეუშვეს, რომ მან ქვეყანაში შესვლის მოტივი ვერ დაასახელა.
სად ვიშოვოთ ფული ნარკოპოლიტიკისთვის? - დიმიტრი ხუდაძე - როცა გვინდა, რომ ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციაში 40 მილიონი ჩავდოთ, კი ბატონო, ჩაიდოს, მაგრამ საიდან, რას მოვაკლოთ?
საზღვარგარეთულები:
ფეხი ითრია, მაგრამ მაინც დაყაბულდა - ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა. ზიმბაბვეს ყოფილი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ფიცს 24 ნოემბერს დადებს.
ამერიკულ-რუსული სატელეფონო საუბარი - ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპს - ბაშარ ასადი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზად არის.
თურქული დაკავებები - თურქეთის ხელისუფლებამ ფინანსთა სამინისტროს 82 ყოფილი თანამშრომლის დაკავების ორდერები გასცა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - დასავლეთს ისლამური სამყაროს გახლეჩა სურს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია