თუკი მზის სხივები მართლაც გვიშველის, სამწუხაროდ, ბუნებამ უარი გვითხრა - ხვალიდან მარტის პირველი რიცხვების ჩათვლით სიცივე გველის - წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქვეყნის შიგნით კი მთავარი პრობლემა კორონა ვირუსია. მეორე შემთხვევა დაფიქსირდა და ნელ-ნელა პანიკა მატულობს, დაძაბულობა იზრდება და საშიშროებისადმი გამკლავება პრობლემური ჩანს. თითქოს კორონა არ კმაროდეთ, სირიაში ომი, სამხედრო კონფლიქტია, რომელიც უკვე გაეროს და ნატოს ჩარევას საჭიროებს. ჩვენს ქვეყანასი პატარა პოლიტიკური თამაშები გერმანიის მიწაზე იმართება.
კორონა ვირუსის მეორე შემთხვევა და მსოფლიოს განახლებადი სტატისტიკა - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკოსების რაოდენობა გაიზარდა. ევროპარლამენტი კორონავირუსის გამო, პლენარული სესიების ვირტუალურად ჩატარების საკითხს განიხილავს. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 022-მდე გაიზარდა. მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც ირანიდან თბილისში დაბრუნდა, 2-კვირიან კარანტინს გაივლის. საჩხერეში სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 31 მოქალაქე რჩება, 3 კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ბელარუსსა და ახალ ზელანდიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა. საქართველოში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი კი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, 112-ში მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზარდა. მონღოლეთის პრეზიდენტი და მთავრობის რამდენიმე წევრი კარანტინში მოათავსეს. საქართველოდან საფოსტო გზავნილით სამედიცინო ნიღბების გაგზავნა იკრძალება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა. ამირან გამყრელიძე - აღებული გვაქვს 24 სინჯი და არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა. პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკია. აზერბაიჯანში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - მაქვს ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში - ეს დაუშვებელია. ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით - პანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ! ირანის პარლამენტის 4 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. კორონავირუსის გამო ირანის პარლამენტი მუშაობას აჩერებს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში 39 პაციენტია, აქედან 21-ის ტესტის პასუხი უარყოფით. 31 წლის ქალის, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრის ტესტის პასუხი უარყოფითია. BBC - ირანში კორონავირუსს 210 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის გავლენა ეკონომიკაზე - 1.1 ტრილიონიანი დანაკარგი. ადამიანებს, რომლებსაც საზღვარზე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდნენ, 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია ეძლევათ. საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეაჩერა. კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს, ისევე როგორც ტესტირებას, სახელმწიფო ფარავს. კორონავირუსით ინფიცირებული პირი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია, რის გამოც ბანკი პრევენციის მიზნით უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს ახორციელებს. ჯანდაცვის მინისტრი - ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი. საქართველომ, შესაძლოა, პირბადეების წარმოება დაიწყოს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია. დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება.
ნაცემი კუპრავა - ირმა ნადირაშვილი ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე - კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს ან საუბრობს ისე, როგორც მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია. ზვიად კუპრავა პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ზვიად კუპრავა - ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი. მურთაზ ზოდელავა ზვიად კუპრავას ცემაზე - ხელისუფლება არაერთხელაა მხილებული, რომ ასეთი თავდასხმებით ცდილობს ოპოზიციის დაშინებას. გია ვოლსკი - „კაა" და კუპრავა აღარავის ახსოვს - იფიქრეს, მოდი ვცემოთ მაინც და „ქართულ ოცნებას" დავაბრალოთო.
არაფორმალობა - რომან გოცირიძე - საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, რა ესიზმრება ივანიშვილს, სიზმარი კი დამოკიდებულია, ტკბილ ბულგარულ წიწაკას შეჭამს თუ მწარე ქართულ წიწაკას. კელი დეგნანი - კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მითუმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში. გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლების, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.
გამდიდრება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჭიკაიძემ 2017 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მისმა მეუღლემ 5 უძრავი ქონების შეძენა ორ წელზე ნაკლებ დროში შეძლეს, მაშინ, როცა ჭიკაიძეს თანამდებობის დატოვების მომენტისთვის ბანკის სოლიდური ვალი ჰქონდა და არც დანაზოგი გააჩნდა.
საზღვარგარეთულები:
კონფლიქტი სირიაში - რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის ჯარების თავდასხმებს სულ მცირე 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. თურქეთში აცხადებენ, რომ ქვეყანა სირიელი ლტოლვილების ტალღას ევროპის მისამართით აღარ შეაჩერებს. აშშ ასადის რეჟიმსა და რუსეთს თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს სირიაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის შავი ზღვის ფლოტის ორი ფრეგატი ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართება. აშშ-ის ელჩი ნატო-ში - თურქებმა დაინახეს, ვინ არის მათი სანდო პარტნიორი და ვინ არა - პრეზიდენტი ერდოღანი მიხვდება, რომ ჩვენ ვიყავით მათი მოკავშირე. ზურაბ ბატიაშვილი - სირიის კონფლიქტის გამო, საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხეები არ არსებობს, თუმცა არსებობს არაპირდაპირი საფრთხეები. თორნიკე შარაშენიძე - ჩვენთვის არც ისაა კარგი, როცა რუსეთი და თურქეთი ძალიან მეგობრდება და მითუმეტეს, არაა კარგი, თუ მათ შორის ომი დაიწყება, მაგრამ ომი არ დაიწყება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - თურქი ჯარისკაცები, რომლებიც სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმის ქვეშ მოჰყვნენ, იქ არ უნდა ყოფილიყვნენ. სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თურქეთის მოთხოვნით, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება. თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვის ზომები გააძლიერა. ვლადიმერ პუტინმა ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იდლიბში თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო შეშფოთება გამოთქვა. იენს სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას და გმობს სირიის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს იდლიბში. იდლიბში ვითარებასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპსა და ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. ნატო-მ სირიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მხარი თურქეთს დაუჭირა.
ინდოეთში აქციაზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია