დღეები ისეთივე ინტენსივობით მიდიან, როგორც მიდიოდნენ ადრე, ვითომ დრომ სანამ აჩქარდებოდა. ერთი კია, ამინდი და კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა იმასაც პროგნოზირებენ, 2 ოქტომბრამდე საქართველოში ტემპერატურა მოიმატებსო. დღევანდელი დღე კიდევ გამორჩეული იყო ბახტაძი გუშინდელი გამოსვლის გამოხმაურებებით. ასევე კანდიდატების მედიაჩართულობით და სხვა შიდა თუ საგარეო ამბებით. დღე თითქმის გადადიოდა როცა სამწუხარო ამბავი გავრცელდა - გარდაიცვალა თამაზ ჭილაძე.
კანდიდატები სიახლეებში - დავით უსუფაშვილი - ივანიშვილი ფარცხალაძეს მიიჩნევდა, როგორც საჭირო ადამიანს - ეს ვლინდებოდა სხვადასხვა საკითხში, ეს იყო საარჩევნო თემებში, ოლქებში რაღაცის მობილიზება. დავით უსუფაშვილი - მახსოვს ივანიშვილი ამბობდა ვანო ჩხარტიშვილზე - ეს რა კაცია, კარებს რომ ჩავუკეტავ ფანჯრიდან შემოდისო. დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს ხობში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ძალიან ძვირად დაგვიჯდა დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკური მიმართულების არჩევა, მაგრამ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სვლას. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი მთავარი პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარის გაყვანა იქნება. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძის შესახებ შეკითხვაზე - თქვენ გინდათ, რომ გადამიყვანოთ არაევროპულ კამპანიაზე, რომ მეც დავიწყო ბრალდებები?! თვითონ ამბობს კაცი რაც არის. სოფიო კილაძე - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, დიდ წვლილს შეიტანს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში. დავით ბაქრაძე - არჩევნები, პირველ რიგში, ეკუთვნის სწორედ იმ ხალხს, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ცხოვრება და გაჭირვება.
იბერიას ბრიტანული საქმე - მამუკა ბახტაძე „იბერიაზე“ - გადასახადები საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, პარალელურად არის თუ არა რაიმე მედიააქტივის მფლობელი. „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიების კითხვებს ამომწურავად უპასუხოს.
ბიზნესი საქართველოში - მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო კომპანიებს მივცემთ ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს, თუ ისინი საქართველოში დაიწყებენ ბიზნესის კეთებას.
კალაძის პრეტენზიები - კახა კალაძე - გვაქვს პრეტენზია, რომ ქალაქში იყოს მწვანე სივრცეები, ჩვენი დედაქალაქი იყოს კეთილმოწყობილი და ყველაზე ლამაზი. თბილისში, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში ქუჩის მუსიკის ფესტივალი ჩატარდება. კახა კალაძე - შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს.
ბახტაძის გამოსვლა და საერთაშორისო არბიელის მეორე დღე - მამუკა ბახტაძე - საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან. მამუკა ბახტაძე - ჩვენს პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მწვანე პოლიტიკა და მწვანე ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გავხადოთ უფრო მყარი და მტკიცე აშშ-თან ორმხრივი ურთიერთობები. დავით ზალკალიანი - მამუკა ბახტაძემ მნიშვნელოვანი აქცენტები გააჟღერა, როგორც ოკუპაციის პრობლემის დასაძლევად, ასევე რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. დავით ზალკალიანი მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. მამუკა ბახტაძე - დღევანდელ მსოფლიოს სჭირდება უფრო ძლიერი გაერო. მამუკა ბახტაძე გაერო-ს ტრიბუნიდან „თბილისის ფორუმის” ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოში დღეს არსებული კონფლიქტები არ არის გაყინული, ისინი კვლავ რეალურ ჭრილობას და დაბრკოლებას ქმნიან. აკაკი ზოიძე – პრემიერის გზავნილი გაერო-ს ტრიბუნიდან იყო მკაფიო, ზედმეტი დიპლომატიის გარეშე რუსეთის მიმართ, რომ დროა, ოკუპაცია დასრულდეს. ქეთევან ციხელაშვილი - პრემიერის გამოსვლა პირდაპირ გზავნილებს შეიცავდა აფხაზებისა და ოსების მიმართ, რომ ჩვენ მომავალი მხოლოდ ერთად წარმოგვიდგენია. მაია ცქიტიშვილი - სიმბოლურია, რომ პრემიერის გაერო-ში გამოსვლა სოხუმის დაცემის დღეს დაემთხვა და მამუკა ბახტაძემ ოს დებს და ძმებს მიმართა.
სამაგალითო ადამიანურობა - პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, საქართველო Good Human Rights Stories-ში მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო ქვეყანა. დავით ზალკალიანი - საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს.
მარიხუანას ძალა - ირაკლი ოქრუაშვილი მარიხუანას კულტივაციაზე - ივანიშვილმა თუ მოინდომა სინოდის მთელ შემადგენლობას „გადააგდებს“, რადგან პირველად მოუხდა ეკლესიასთან უკან დახევა.
სისტემური კორუფცია - აკაკი ზოიძე - რომ მჯეროდეს, ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი, თუმცა მჯერა, რომ ეს ასე არ არის.
რელიგიური ქონება - რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის სხდომა გაიმართა.
ტაქსების სიმრავლე - იუსტიციის სახლის დირექტორი ტაქსის მძღოლების რიგზე - დღეს უკანასკნელ მომხმარებლამდე ვიმუშავებთ. ბექა დავითულიანი - ტაქსების რეგისტრაცია ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს და პირველი ოქტომბრის მერეც გაგრძელდება.
მინისტრის ხელფასი - IDFI - სამინისტროების მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით, წელს მინისტრის ყოველთვიური სარგო 6 250 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკის დოლარიზაცია - სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საზღვარგარეთულები:
გერმანია შორს რუსეთიდან - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - აშშ-ს პრეზიდენტის არგუმენტები რეალობას არ შეესაბამება - არ არსებობს გერმანიის დამოკიდებულება რუსეთზე. თურქეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპს აუხსნეს, რატომ ვერ იტყვიან უარს რუსულ გაზზე.
ბირთვების ფლობა - ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი საიდუმლო ბირთვული ობიექტის ფლობაში დაადანაშაულა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალდებას თავხედური უწოდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია