სექტემბერის მიწურული ტრაგიკული დღეა და ნიუსებიც უკვე 25 წელია ამ თემას უტრიალებენ გარშემო. 25 წლის წინ საქართველოს აფხაზეთი რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიად იქცა. დღის მეინსტრიმი სწორედ ამ თემას გასდევდა. კიდევ იყო აქცია პარლამენტთან, რომელიც პოლიტიკურ აქციად იქცა. იყო საზღვარგარეთული ვიზიტები და ომეგა ჯგუფის ლონდონური გამოძიება. დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულია.
დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულია - სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
დაცემული სოხუმი - სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაეშვა. სალომე ზურაბიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ფოთში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის წარსულში მოხსენიება სამარცხვინოა და წარმოუდგენელი, ვინაიდან სწორედ ის არის ჩვენი ხვალინდელი დღე. დავით ბაქრაძე - საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, მთავარია იმედი არ დავკარგოთ, არ ვთქვათ, რომ ჩვენ დავიწყეთ ის, რაც ოკუპანტმა მოგვახვია თავზე. თორნიკე რიჟვაძე - 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ირაკლი კობახიძე - ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს მიმართული სოხუმისა და ცხინვალის რუსული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. ირაკლი კობახიძე - ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს მიმართული სოხუმისა და ცხინვალის რუსული ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად. მაია ცქიტიშვილი - ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ იყო უდიდესი ადამიანური და ეროვნული ტრაგედია. არჩილ თალაკვაძე - ეს ბრძოლა ჩვენ და აფხაზებმა მოთმინებით, მშვიდობით და ერთიანობით უნდა მოვიგოთ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. სოხუმის დაცემიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერიამ ენგურის ხიდზე მდუმარე აქცია გამართა. რუსთავში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს.
აქციები პარლამენტთან - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი ფანჯავაძის მეუღლის განცხადებით, მის ქმარს არჩილ თალაკვაძე ემუქრებოდა. პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ორ პირს შსს ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გიორგი გახარია - როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა მოხდეს პროვოკაციები, წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია. სახალხო დამცველმა სამართალდამცველების მიერ ზაზა სარალიძის მანქანის გაჩხრეკვის ფაქტის შესწავლა დაიწყო. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე დაკავებული მერაბ მორჩაძე დუმილის უფლებას იყენებს. გიორგი ვაშაძე - ხელისუფლებამ პასუხი უნდა მიიღოს იმ უკანონობასა და უსამართლობაზე, რასაც შვილმოკლული მამების წინააღმდეგ ახორციელებენ. სოფო კილაძე - პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, რაც კადრებში ვნახე, შსს კანონის ჩარჩოებში იქცეოდა. ირაკლი კობახიძე - პარლამენტის წინ მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია - ამის შედეგია ის, რომ იქ 10-15 კაცის მეტი არ მიდის.
ნარკომანია მედიცინაში და გამოძიებების, სასამართლოს შედეგები - დავით სერგეენკო - გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. ლალი აფციაური - გია თვალავაძის მდგომარეობა არასახარბიელოა. ადვოკატის განცხადებით, გია თვალავაძის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, შესაძლოა, სხვა კლინიკაში გადაიყვანონ.
ოქრუაშვულის გახსენება - ლევან გოგიჩაიშვილი - ოქუაშვილს მოუწევს იმ 50 მილიონის გადახდა, რომელიც საბიუჯეტო დავალიანება აქვს და ვერაფერი უშველის, ვერც ჩანაწერები, ვერც ვერავის მხილება.
თამბაქო და მარიხუანა - „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელი „სლოტ კლუბებში“ თამბაქოს მოხმარების დაშვების ინიციატივის უკან დეპუტატ ისკო დასენის დაინტერესებაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე კანაფის კულტივაციაზე - კანონპროექტზე უარი არ გვითქვამს, აუცილებლად გვექნება კონსულტაციები.
განათლების სისტემურობა - განათლების სამინისტრო - განათლების სისტემის რეფორმირების პროცესში ევროკავშირი საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.
შემწყალებელი პრეზიდენტი - საქართველოს პრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა.
ქურდის ქურდიც ქურდიაო ამაზეა ნათქვამი - პირს, რომელიც ტოტალიზატორის კუთვნილ 1 000 000 ლარზე მეტს თაღლითურად დაეუფლა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ქართული საზღვარგარეთულობა ანუ მაღალი დიპლომატიის სტუმრობები - დავით ზალკალიანი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მამუკა ბახტაძემ ფატუ ბენსუდასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა პიტერ სიიარტოს კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკა გააცნო. მამუკა ბახტაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტთან საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. პარლამენტის აპარატის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომლები გერმანიის ბუნდესტაგის კვლევითი საქმიანობის გამოცდილებას გაეცნენ. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის რეკონსტრუქციისაა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ნიუ-იორკში ყოველწლიურ მაღალი დონის საზეიმო მიღებას დაესწრო. დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუმინეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა დაუდასტურა.
დასვენება ავტოსადგომის ნაცვლად - „ახმეტელის თეატრის“ წინ ავტოსადგომის ნაცვლად, ახალი სკვერი მოეწყო.
აუდიტის ნათქვამი ხარჯვამანია - ლევან იზორია აუდიტის დასკვნაზე - ხარჯების მატება გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა განაპირობა, 2017 წელს, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა.
გამოძიება ლონდონში - გიორგი გახარია „ომეგა ჯგუფის“ ადვოკატების სარჩელზე - დიდი ხანია ლონდონში არ ვყოფილვარ და დიდი სიამოვნებით ჩავალ. ლევან იზორია „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე - ამ პროცესის პოლიტიკური ნიშნით წარმართვა მიუღებელია. არჩილ თალაკვაძე „იბერიაზე“ - სიმართლე თბილისშიც, ლონდონშიც და ვაშინგტონშიც ერთნაირი იქნება, ჩვენ ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელი ვართ. კახა კალაძე „იბერიაზე“ - რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? ზაალ უდუმაშვილი - დიახაც, უნდა ჩაერთონ საერთაშორისო მოსამართლეები, რათა დადგინდეს, რა ძალები სძალავდნენ ტელეკომპანიის მფლობელებს "იბერიას". "ომეგა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთ კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ნინო ლომჯარია „იბერიასა" და „ომეგა ჯგუფზე“ - ჩანაწერები რაც ვრცელდება, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არსებობს ელიტური კორუფციის ნიშნები. „ომეგა ჯგუფის" ადვოკატი - მივემხრობი ყოველ ისეთ მოქმედებას, რომელიც ამ საქმეზე ჭეშმარიტების გამოკვლევას ხელს შეუწყობს. "ომეგა მოტორსის" დირექტორმა პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა და ის სასამართლო სხდომაზე მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.
მუზეუმის გახსნა - მიხეილ ბატიაშვილმა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი გახსნა.
საზღვარგარეთულები:
რუსეთი უკრაინულად - პეტრო პოროშენკო - რუსეთი კლავს, ანგრევს, რუსეთი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, თავის თავს თვითონ დაესხა.
თურქების სანქციებთან - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სანქციების პოლიტიკა, რომელსაც აშშ თურქეთთან მიმართებაში ატარებს, სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
აშშ-ს თავდაცვის უწყების წარმომადგენელი - რუსეთისა და სირიის ქმედებების გამო, იდლიბის პროვინცია ტერორისტული ორგანიზაციების ბუდედ გადაიქცა.
გერმანული სიმტკიცე - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ტრამპის მიერ ფორმულირებული ლოზუნგი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გამოუსადეგია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია