რწუნებულ-გუბერნატორები, დაწეული ბარიერები და ვაქცინაციის სტატისტიკა

      მარტივი პალიტრის ნიუსები ბევრად უფრო საინტერესოა - მხოლოდ რამდენიმე მთავარი ამბავია დღეს - უპირველესი რა თქმა უნდა კორონას უკავშირდება აგერ უკვე წელიწადზე მეტია, ამჯერად ვაქცინაციის დაწყებისა და ორგანიზების ამბები ემატება, მეორე ამბავია მანდეტების, ბარიერების, ვადამდელი არჩევნებისა და სხვა ოპოზიციურად საინტერესო თემები და მესამე დღის ნიუსი - ახალი რწმუნებულ-გუბერნატორები. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 263057, ბოლო დღე-ღამეში - 829; გამოჯანმრთელებული - 254916, ბოლო დღე-ღამეში - 566; გარდაცვლილი - 3306, ბოლო დღე-ღამეში - 8; კარანტინის რეჟიმში - 430. დოლარის ფასი ლარში - 3.3161.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 9 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად. 18 000 ტესტიდან ინფიცირების 800 დადასტურებული შემთხვევა უკვე არის აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ. ვაქცინაციის უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყეობს. „ასტრაზენეკას“ მოწოდების პროცესში პრობლემას არ ვაწყდებით, ვაქცინა თებერვალი-მარტიდან უნდა შემოვიდეს. „ფაიზერის“ ვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მითითებულია 16 წლის ზემოთ ასაკი. მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ამირან გამყრელიძე - თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება. ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია. თუ ეს ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება. ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული. ყველას ვურჩევ, ნუ გამოვიყენებთ გარკვეულ პოლიტიკურ შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვაქცინაცია იქნება თუ კოვიდთან ბრძოლა, ყველა უნდა ვიყოთ სოლიდარულები. უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება. სახელმწიფო დადებითად უყურებს, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორიც ჩაერთვება - მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან. საქართველოს დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება და იყო დასტური, რომ გარკვეული დოზები დაგვითმონ ანა ნაცვლიშვილი - თუ ქვეყანა რეალურად არ გაიხსნება და გახსნა დარჩება ისევ მოჩვენებითი, როგორც დღეს გვაქვს, ჩვენ ვუყურებთ შიმშილს თვალებში. „ლელო“ მოითხოვს სახელმწიფოს მიერ გასაჯაროვდეს კოვიდვაქცინის ქვეყანაში შემოტანის თაობაზე მიმოწერა, თუ შეეცდებიან ინფორმაციის დაფარვას, სამართალწარმოებას დავიწყებთ. „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარის განცხადებით, პურის მწარმოებელთა დიდმა ნაწილმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდია ვერ მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება.

      ბარიერები და მანდატები - სულხან სალაძე - ცოტა რთული დასაჯერებელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორ შეიძლება ბარიერის დაბლა დაწევა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით წინადადებაზე მმართველი გუნდი ოპოზიციისგან კონკრეტულ პასუხს ელოდება. ლევან თარხნიშვილი - ვერავითარი ნულპროცენტიანი ბარიერი საქმეს ვერ უშველის, „ოცნებამ“ უნდა განაცხადოს, როდის დასრულდება ეს „კლოუნადა“. სად შევა ელისაშვილი და „გირჩის“ დარჩენილი ნაწილი, ნაკლებად საინტერესოა, რადგან ის ადამიანი, ვინც შევა პარლამენტში, ფაქტობრივად ერთიანდება „ოცნებაში“. ვახტანგ მეგრელიშვილი - თუ „ქართული ოცნება“ მართლა თანხმდება უბარიერო პროპორციულ სისტემაზე, ეს ნიშნავს, რომ ის უარს აცხადებს საშვილიშვილოდ ძალაუფლების უზურპაციაზე. ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება პროცესში ჩაერთოს ევროპარლამენტარების მისია, როგორც შუამავალი და მათთან ერთად მოინახოს გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან. ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე - პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, ეს წარსულს ჩაბარდა. ანრი ოხანაშვილი - 51 დეპუტატისთვის მანდატის შენარჩუნების გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისია - ჩვენ ამ პოზიციას საკონსტიტუციო სასამართლოში დავიცავთ. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სხვადასხვა პარტიას სხვადასხვა ინტერესი აქვს და შესაძლოა, ზოგიერთი პარტიის ინტერესში საარჩევნო ბარიერის დაწევა არ შედიოდეს. გიგა ბოკერია - ვადამდელ, ნორმალურ არჩევნებს შეუძლია კრიზისის განმუხტვა და ამ ქვეყანაში იდეის გადარჩენა, რომ არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის ან შენარჩუნების გზა. ილუზიაა, თუ ვინმეს გულწრფელად ჰგონია, რომ მხოლოდ დაწერილი კანონების გაუმჯობესებით და ტრადიციის შენარჩუნებით, რომ კანონები შეგიძლია „ფეხებზე დაიკიდო“, ვითარებას უკეთესობისაკენ შეცვლი. ჟოზეფ ბორელი - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციონალურ ჩარჩოებში, რათა იპოვონ საერთო ენა და გზა არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად.

      ევროპის ანგარიში - ევროკავშირის ანგარიში - სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის.

      რწმუნებულ-გუბერნატორები - პრემიერმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლები კი გუბერნატორები გახდნენ. პრემიერ-მინისტრმა 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა. გიორგი გახარია - გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქციაა ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და ამ ბრძოლიდან გამოვიდეს გამარჯვებული. მამუკა საღარეიშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის, ახალ საქმიანობას დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებით, რაც არსებობს შიდა ქართლში. გიორგი სახოკია - ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა გურიის მოსახლეობის და რეგიონის მნიშვნელოვანი გამოწვევები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად გადავჭრათ. პარმენ მარგველიძე - ძლიერი რეგიონები, ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას. კონსტანტინე ანანიაშვილი - მზად ვარ, რომ აქტიურად ვიმუშაო რეგიონებში გუბერნატორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დავით ნოზაძე - ვიღებ პასუხისმგებლობას ყოველდღიურად ვიზრუნო რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის და მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებისათვის.

      პატიმრობა - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ზაზა გახელაძის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზე - ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. მურატ ჯიოევი - ზაზა გახელაძემ ყველაზე მსუბუქი სასჯელი მიიღო.

      რეაბილიტაცია - კახა კალაძე „დედაენის“ და 9 მარტის ბაღების, ასევე მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

      IDFI - 2020 წელს აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ „ენგურჰესის“ გენერაციის 93% შეადგინა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს დანარჩენ საქართველოში მოხმარებას. შეშფოთებას იწვევს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეუწონლად მიჩნევა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 134.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. ირანმა მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. რუსეთში კორონავირუსის 15 019 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 530 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 86

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters