დღევანდელი დღე სამწუხარო ამბით იქცა გამორჩეულად და ისტორიაში ჩასაწერად - დღეს გარდაიცვალა გიორგი შენგალაია (იხ. ქველინიუსი). თუმცა, პოლიტიკოსებმა გიორგი შენგელაია ნაკლებად გაიხსენეს, როდესაც საქმე მთავარი პროკურორის არჩევნებს და დანიშვნების შეეხო. კიდევ ერთი ამბავია - გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება.
მარგველა ბრუნდება - გიორგი მარგველაშვილი - ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვახტანგ ძაბირაძე - გიორგი მარგველაშვილს არ აქვს საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი, დამოუკიდებელი ორგანიზაცია შექმნას, მაგრამ რომელიმე ჯგუფის გამაძლიერებელი იქნება. გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - მივესალმები ყველას გააქტიურებას ქვეყნისთვის ამ საერთო საფრთხის დროს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია. კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც. ირაკლი სესიაშვილი - თუ მარგველაშვილს აქვს განცდა, რომ სააკაშვილთან დემოკრატიაზე საუბარი შეიძლება, აქ მთავრდება ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ გააქტიურებასა თუ მომავალზე.
შოთაზე მხარდაჭერილია - ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ. გია ვოლსკი ოპოზიციის პერფორმანსზე - ძალიან შემაძრწუნებელი იყო. ირაკლი შოთაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე - ნათქვამია: მხოლოდ აღზრდა ადამიანს რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა. დავით მათიკაშვილი - დიახ, ირაკლი შოთაძე ნამდვილად იმსახურებს მხარდაჭერას. ანრი ოხანაშვილი - "ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტები იმიტომ არიან გაღიზიანებული, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად. ელენე ხოშტარია - ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში - კომიტეტზე დასწრებას და შოთაძისთვის კითხვის დასმას არავინ აპირებს. ირაკლი შოთაძე - მე ჩემი პროგრამით ვარ მოსული, კომიტეტთან იმ მიმართულებებზე ვაპირებ საუბარს, რაც პროკურატურატურის განვითარების და რეფორმირების გზაზე მაქვს. დავით მათიკაშვილის შეფასებით, „ნაცმოძრაობას“ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა აქვს ზრდილობასთან და ზნეობასთან მიმართებაში. გია გაჩეჩილაძე საპარლამენტო ოპოზიციაზე - ესენი ნორმალურები არიან საერთოდ? მამუკა მდინარაძე კომიტეტში მომხდარ ინციდენტზე - მე მრცხვენოდა სხვის ნაცვლად და სხვები იყვნენ ეს ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგა. ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი შოთაძეს - შინაგანად უხერხულ მდგომარეობაში არ იქნებით, რომ თქვენი შეცდომის გამო ხართ წასული და ახლა ბრუნდებით? ირაკლი შოთაძე - არის შემთხვევები, როდესაც გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებენ გამომძიებლები, რომლებსაც უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ. ირაკლი შოთაძე ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრაზე - გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, როდესაც სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა.
ეკლესიების შეკრება - საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება.
რუსთავის შველა - ზაზა გაბუნია - მივესალმები გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით.
კალაძე და ვაკის პარკი - კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მიუღებელია და მერია მზად არის ინვესტორს ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს.
განათლება ხონში - განათლების სამინისტრო - ხონის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება
რ2-ის ფინანსები - პროკურორის განცხადებით, "რუსთავი2"-მა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 60 000 ლარის ზიანი განიცადა, რადგან "პორშე" ნიკა გვარამიას საკუთრებაში იყო. ნიკა გვარამია - დღეს პროკურატურა იმაზე სამარცხვინო იყო, ვიდრე წარმოსადგენია, მათმა მოწმეებმა მათივე პოზიცია დაანგრიეს.
საზღვარგარეთულები
სირია აღმოსავლეთში - სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს რეგიონში ათობით ქალაქსა და სოფელზე კონტროლი დაამყარა.
ვირუსი ლაინერზე - იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა.
დეზინფექცია ვალუტას - ჩინეთის მთავრობა აპირებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საეჭვო ფულის კუპიურები გაანადგუროს ან დეზინფექცია ჩაუტაროს.
მშვიდობა თავდასხმებში - ბურკინა-ფასოში თავდამსხმელებმა 24 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის პასტორი მოკლეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია