გზა ევროპის თორმეტ ბილიკზე, ჯანდაცვის ინსპექცია, ოპოტრიო და ბევრი ნიუსი

      ოქტომბერიც მიილია, ბოლო დღეებს ითვლის და წვიმა-ღრუბელ მზეც ახსენებს თავს. მსოფლიო კვლავ უკრაინას უყურებს და შიგადაშიგ აზერბაიჯან-სომხეთისკენ აპარებს თვალს, ასევე ილონმა რომ ტვიტერი იყიდა და ნასამ მომღიმარე მზე გადაიღო, ეგეც გატრენდებული ამბავია. ქვეყანაში კვლავ „ომბუდსმენებს“ უსმენენ, ოპოზიციურ ტრიოზე მსჯელობენ, ჯანდაცვის სექტორში რეფორმებს განიხილავენ და ევროპის გზაზე 12 პუნქტის შესრულებას მოიელიან. სტუში კი თეოლოგია ზეიმობს. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7758 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 ოქტომბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ოქტომბერი

      ჯანდაცვა - ვატო სურგულაძე - რესპუბლიკური საავადმყოფოდან უნდა დაიწყონ შიდა ინფექციების კონტროლი, რომელიც პირველ რიგში არის დასახური - მაშინ, როდესაც სეზონური ვირუსების პერიოდი იწყება, ისეთი დიდი კლინიკის დახურვა, როგორიც იაშვილია, კატასტროფაა! შიდა ინფექციების პრობლემა ბევრ კლინიკაშია, მათ შორის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს.

      ომბუდსმენობა - ლევან ბეჟაშვილი - ლუსტრაცია იქნება კენჭისყრები, თუ რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ არ სურთ ომბუდსმენის კანდიდატის დაბლოკვა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. პაატა მანჯგალაძე - კანდიდატებს ლამის ბავშვობაში დადებულ „პოსტებზე“ სთხოვენ პასუხს - ეს საშიში გზავნილია, რომ თუ ვინმეს რაიმე ტიპის არჩევნებში მონაწილეობა უნდა, ბავშვობიდან უნდა შეიკავოს თავი, რადგან მერე შეიძლება გურამ მაჭარაშვილს არ მოეწონოს. გიორგი კახიანი - ვხედავდით, რომ ომბუდსმენი ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების ნარატივში ჯდებოდა, ამის გამოძახილიცაა ის კითხვები, რომელიც დღეს კანდიდატებთან მიმართებით ისმება.

      ოპოტრიო - ოპოზიციური სამეული - იაგო ხვიჩია ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა - ვგულშემატკივრობთ, რომ დროზე გაერთიანდნენ, რადგან საზოგადოებას ერთმანეთში ვეშლებით ჩვენ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - ძალიან უნიჭოები არიან - ადამიანებისთვის იმის დამტკიცება მიჭირდა, რომ ჯაფარიძე უნიჭოა, მაგრამ თავად დამეხმარა. ლევან ბეჟაშვილი - პარტიების მათემატიკური გაერთიანება შედეგის მომტანი არ იქნება - ჩვენ, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, მივესალმებით პატარა პარტიების გაერთიანებას, მათთან თანამშრომლობას ვაპირებთ. ლევან იოსელიანი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - სკოლაში გვასწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სამივე მონათესავე სულები არიან - ასეთი გაერთიანებები შედეგს არ იძლევა.

      სამართალი - ნაზი ჯანეზაშვილი - ვხედავთ, რომ მოსამართლეები ისეთი ჩუმები აღარ არიან, როგორც წლების წინ იყვნენ, ამას ეხება მურუსიძის დაბრუნების ერთი კომპონენტი, რადგან ხედავს, რომ შიგნით ისეთი ერთიანობა, რაც 3-4 წლის წინ იყო, აღარ არის.

      ძველი კაცი - გიორგი გახარიას განცხადებით, დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია. ორივე ანადგურებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, სპობს დემოკრატიას და კლავს მომავლის იმედს. ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში. ირაკლი ქადაგიშვილი - გახარია როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მერე გახდა მისთვის ივანიშვილი ოლიგარქი, მისი განცხადება არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება. გია ვოლსკი - საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ასეთი „დაყროყინება", არ მგონია, რომ სხვა რამით შეუძლია ყურადღების მიქცევა.

      მღვდლის საქმე - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებაზე - მისმა ძმამ გაავრცელა განცხადება თხოვნით, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ - დაველოდოთ გადაწყვეტილებას. თორნიკე მამალაძე - გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, სამართლებრივ საკითხებზე მხოლოდ დავით ჯანდიერი გააკეთებს კომენტარებს, რომელიც იყო ჩემი ძმის ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოში. მე, ბუნებრივია, ასევე ხელმისაწვდომი ვიქნები მედიისთვის და გავაკეთებ კომენტარებს მას შემდეგ, რაც გავეცნობით გადაწყვეტილების შინაარსს.

      თორნიკე რიჟვაძე ევროპის საზღვაო რეგიონების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

      სხვადასხვა სტატისტიკა - 1-ელი იანვრიდან დღემდე, თბილისში, ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 132 722 ლარი დაიხარჯა. 3 თვეში საქართველოში, რეადმისიის ფარგლებში, უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები 868 პირი დააბრუნეს. საქართველოში დედათა და ბავშვთა 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს, ადგილების საერთო რაოდენობა 85-ია, საიდანაც 69 ადგილი დაკავებულია.

      საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

      შეხვდრა პრემიერთან - ვიქტორ ორბანი - ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. მაშინ, როდესაც ევროკავშირმა კარგი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვასა და უკრაინისთვის წევრობის შეთავაზებით, ბრიუსელმა საქართველო უკან მოიტოვა - ეს მიუღებელი და ამორალურია! ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში!

      კელი დეგნანი - პირდაპირი ავიამიმოსვლა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ხიდი აშშ-სა და საქართველოს შორის.

      თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველისა“ და მისი ტელეწამყვანის წინააღმდეგ კახა კალაძის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

      თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელი დევნილების დასახმარებლად წითელი ჯვრის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.

      ევროპის 12 პუნქტი - შალვა პაპუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე და საქართველოში ევროკომისიის მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ მივეცით კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას და ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა - ახალი მომენტია, ცვლილების ქარია. რომან გოცირიძე - რა დახვდება ევროკომისიის დელეგაციას საქართველოში? - არაფერი! მხოლოდ 12 სამუშაო კომისია, რომელშიც არანაირი პროდუქტი არ შექმნილა.

      საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში მედიის წარმომადგენლებისთვის რეგულაციები დაწესდება, დიდ დღესასწაულებზე კი აკრედიტაციის გავლა იქნება საჭირო.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის ამბები - ლოიდ ოსტინი - თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თქვენ იხილავთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან სერიოზულ პასუხს. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემების გადაცემას ნოემბრის დასაწყისში გეგმავს. სამართალდამცავებმა უკრაინაში 40 000-მდე ომის დანაშაული დააფიქსირეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ. ჯო ბაიდენი - თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს? უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსები ხერსონში პოზიციებს აძლიერებენ. დიმიტრი მედვედევი - უკრაინაში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუ კიევი რეფერენდუმის შედეგებს აღიარებს. იენს სტოლტენბერგი - უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. გაერო-ში ბრიტანეთის ელჩი - კიდევ რამდენი სისულელე უნდა ავიტანოთ რუსეთისგან? - უკრაინისთვის ჩირქის მოცხების მცდელობის ნაცვლად, რუსეთი საკუთარ ვალდებულებებზე უნდა ფოკუსირდეს და დაასრულოს ეს ომი. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. ვიტალი კლიჩკო - კიევში საჰაერო თავდაცვის ახალი აღჭურვილობა უკვე ჩამოვიდა. დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინაში რიში სუნაკის ვიზიტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. „აზოვის“ მებრძოლი - როდესაც „აზოვსტალში“ ვიყავით, სიკვდილის აღარ გვეშინოდა - როდესაც გამოვდიოდით, ეს იყო შოკი, არ გვჯეროდა, რომ იქიდან გამოვიდოდით.

      ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარების რუსეთის მიერ შეთავაზებულ ძირითად პრინციპებზე მუშაობას. სოჭში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართება. ვლადიმერ პუტინი - აზერბაიჯანი და სომხეთი ახლო წარსულში, ისევე როგორც რუსეთი, ჩვენ ყველანი ერთი სახელმწიფოს ნაწილი ვიყავით - რუსეთი დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 52

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters