ოქტომბრის ბოლო წვიმიანი იქნებაო - 27-28 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. წვიმენაბდე ჯერ ღრუბლებსშორის მზე მოჩანს, ქართულ მედია დღის წესრიგში კი კვლავ სახალხო დამცველების კანდიდატებს უსმენენ. ასევე პარლამენტში დღეს ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცეს, პრემიერი უნგრეთში წავიდა და კალაძემ მერიაში შეხვედრა გამართა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 26 ოქტომბერი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ოქტომბერი

      ომბუდსმენი კანდიდატად - პარლამენტში დღეს სახალხო დამცველობის კიდევ ოთხ კანდიდატს მოუსმინეს. პაატა მანჯგალაძე - თითქოს სხვა საქმე არ ჰქონდათ, დასხდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ომბუდსმენობის კანდიდატების „ფეისბუქ სტატუსები“ წაიკითხეს - სასამართლო მოუწყვეს გამოხატვის თავისუფლების გამო. ალუდა ღუდუშაური - არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახალხო დამცველზე, რომელიც პოლიტიკისგან დაცლილი იქნება - როცა საზოგადოებას ნეშომპალას უწოდებ, როგორ უნდა დაუჭირო მას მხარი? ომბუდსმენობის კანდიდატი ლელა გაფრინდაშვილი - არ ვიქნები კაბინეტური სახალხო დამცველი, არ მეყოლება არანაირი მანქანა - არ მეყოლება არც ფავორიტები და არც დემონიზებული ჯგუფები. ომბუდსმენობის კანდიდატი - ჩემი მხრიდან სრული ნდობა აქვს სასამართლოს - ერთადერთი, რასაც ვისურვებდი ჩემი სახელმწიფოსთვის ისაა, განხორციელდეს რეფორმა, რომ საქმეები არ გრძელდებოდეს დიდხანს. ნატო ჩხეიძე მიხეილ სარჯველაძეს - მინდა სახსოვრად ზარი გადმოგცეთ, რომ როცა კოლეგების ყურადღების მიპყრობას მოინდომებთ, ეს ზარი გააწკარუნოთ, ხელსაც აღარ დაიზიანებთ. ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატის, თინათინ ერქვანიას განცხადებით, დავით კეზერაშვილს ოლიგარქად მიიჩნევს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს - არა. შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და აქ დანაშაულის შემადგენლობას ვერ ვხედავ - თუ მხოლოდ ამ „ქეისზეა“ საუბარი, სააკაშვილი პოლიტპატიმარი გამოდის. ხათუნა სამნიძე - მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩაიშალოს ან სჭირდება სახალხო დამცველი, რომელსაც აზრი არ გააჩნია არაფერზე და სრულიად სტერილურია. გია ვოლსკი - განგებ სახალხო დამცველობის ისეთი კანდიდატებია წარმოდგენილი, რომლებზეც ვიცით, რომ მყარი პოლიტიკური პოზიცია აქვთ, რასაც უკიდურესად უხეშ, უზრდელურ და ხეპრულ ფორმებში გამოხატავდნენ. გიორგი ვაშაძე - „კლოუნებმა“ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა ფარსად და კომედიად აქციეს.

      ანტიკორუფციული ცვლილებები - ანრი ოხანაშვილი - დღეს წარვადგინეთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს უკავშირდება. შალვა კერესელიძე - ანტიკორუფციული უწყების შექმნის შესახებ ხელისუფლების პოზიცია არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ლევან იოსელიანის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მხოლოდ მაღალი კვორუმი საკმარისი არ არის. მმართველმა გუნდმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. რომან გოცირიძე - როცა ამა თუ იმ ხელმძღვანელ პირს პრემიერი არჩევს და ნიშნავს, ის მუდამ აღმასრულებელი ხელისუფლების მორჩილი იქნება - ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი ორგანო არ იქნება. ანა ნაცვლიშვილი - წყალწყალა ანტიკორუფციული კანონპროექტი კორუფციას ვერ შეებრძოლება - რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე?

      უკვე არსებული - ომბუდსმენი - შემოწმებული სოციალური საცხოვრისებიდან, ზოგან, პირობები ღირსების შემლახავია, რიგ შემთხვევებში კი, მცხოვრებთა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველიც.

      მერია - კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისში 3 სამშენებლო ობიექტი გამოავლინა, სადაც უსაფრთხოების წესები იყო დარღვეული და სამივე მათგანი 30 ათასი ლარით დააჯარიმა. კახა კალაძე - სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ - მივმართავ ვანდალიზმის ჩამდენ პირებს, რასაც თქვენ აკეთებთ, უმძიმესი დანაშაულია. ყველას მოგვწონს, როცა რაღაც კეთდება, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში დისკომფორტის ატანაც მოგვიწევს, რადგან ეს ყველაფერი ადამიანებისთვის, უკეთესი თბილისისთვის კეთდება. კალაძის განცხადებით, დღეს კიდევ 218 ოჯახს ბინა საკუთრებაში გადაეცემა. გიორგი ჩაკვეტაძე - ინფორმაცია, თითქოს, ბავშვებმა საცურაო აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს, მორიგი ტყუილია. კალაძე - ინფორმაცია, რომ აუზში ბავშვებმა ინტოქსიკაცია მიიღეს, თანამშრომელმა გაავრცელა, რომელიც სხვა თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების გამო, გაღიზიანებული იყო. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, მისი გახსნა შესაძლებელი იქნება. თბილისის მერია - დიდ დიღომში, თეიმურაზ პირველის ქუჩის რეაბილიტაცია ჩატარდა და საგზაო მოძრაობა მოწესრიგდა. კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე - მერიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს არაკანონიერად - დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი იქნება ცხადი, რამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა.

      ტურნე - ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა. საქართველოს ელჩი უნგრეთში - ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პრემიერ-მინისტრი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა.

      საბანკო საქმე - საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს. ეროვნული ბანკი 2022 წელს საქართველოში 10%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

      ყირიმში - შალვა პაპუაშვილი - ისტორიული დღე იყო იმ კუთხით, რომ შეიქმნა ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო განზომილებით პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს, რომელიც გმობენ რუსეთის აგრესიას და სოლიდარულები არიან უკრაინის მიმართ.

      2023 წლისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ზღვრული რაოდენობა კვლავ 37 ათასი პირით იქნება განსაზღვრული.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა - ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთის ბრალდებები განიხილეს. პენტაგონის წარმომადგენელი - ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ოლექსი რეზნიკოვი - ოკუპანტები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, მდინარე დნიპროზე გამავალ ყველა ხიდს ვაკონტროლებთ. საქართველოში ირანის საელჩო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ირანული დრონების გამოყენების შესახებ ინფორმაციას „უსაფუძვლოს“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე - მჯერა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელებით, სულ უფრო გადაუდებელი ხდება უკრაინის დესატანიზაციის განხორციელება. მედიის ცნობით, უკრაინაში საომრად რუსეთი ავღანელი მებრძოლების რეკრუტირებას ახდენს. სერგეი შოიგუმ თავის ინდოელ და ჩინელ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. იენს სტოლტენბერგი - რუსეთი უკრაინას “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს, ეს აბსურდია - მოსკოვმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის. დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს. საქართველოს დევნილთა სააგენტო - უკრაინელთა სოციალური დახმარება და ბინით უზრუნველყოფა 1 800 000 ლარით, ხოლო მათი დროებითი საცხოვრებელი 200 000 ლარით დაფინანსდა. იენს სტოლტენბერგი - არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. უკრაინელი ექსპერტი - რუსეთის ხელშია ზაპოროჟიეს ატომური სადგური, სადაც რადიოაქტიური ნარჩენებია, მოლოდინი გვაქვს, რომ შეიძლება გამოიყენოს უკრაინის ტერიტორიაზე. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს.

      ირანში, მაჰსა ამინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკრებილ დემონსტრანტებსა და უშიშროების თანამშრომლებს შორის შეტაკებები მოხდა

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 64

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters