ყინვიანი ღამის მიუხედავად, მომდევნო დღეებში ჯერ უნალექო ამინდი იქნება, 28 იანვრიდან კი ცოტა შეიძლება წამოთოვოს. პოლიტიკურ ველზე სიახლები არ თოვს - დღეს ფინანსთა მინისტრი იყო აქტუალური, ასევე ნაციონალურ მოძრაობაში მოსალოდნელი არჩევნები და პოზიციების დალაგება, ცოტა უკრაიანსთან ურთიერთობები და ივანიშვილი და მისი ქონება შვეიცარიის ბანკში. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6451 ლარია.
პრეზიდენტმა წონაში დაიკლო - ზურაბ ჩხაიძე - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს ან ექთანს სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია - კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე გართულების ნიშნები არ არსებობს. გიული ალასანია - გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა? რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - თუკი ადამიანი არის მოწამლული, რასაც დაცვის მხარე ამტკიცებს, სრულიად გაუგებარი და ალოგიკურია, როდესაც ვიღებთ წინააღმდეგობას ნიმუშების ჩაბარებაზე. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილის წონა დღეს 68 კილოგრამია - ე.ი. კახექსიის ძალიან სწრაფი პროცესი დაიწყო. შალვა ხაჭაპურიძე - დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს - „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია. იუსტიციის მინისტრი - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილი უნდა იყოს საპატიმროში, პატიმარი უსასრულოდ საავადმყოფოში არ გამიგია, უნდა შეეგუოს, რომ გარისკა და არ გამოუვიდა - ცოტა მეტი ღირსებით და კაცობით უნდა იყოს.
არჩევნები ოპოზიციაში - იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - თომას მანის „ბუდენბროკები“ თუ გაქვთ წაკითხული, ერთი გვარის გადაშენების ისტორია რომ არის, ჩვენ ახლა ვუყურებთ ერთი პარტიის გადაშენების ისტორიას, რომელიც არ დამთავრდა. ლევან ბეჟაშვილი - დავით სააკაშვილის არჩევანი გასაგებია და კარგია - მისი პოზიცია დასტურია იმის, რომ ის მხარს უჭერს პარტიაში ცვლილებებს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით რეგისტრაცია დასრულდა, რომელშიც 49 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა - ეს ნიშნავს, რომ ელექტორატს სურს ცვლილებები. ირაკლი ჩიქოვანი - „ნაცმოძრაობის“ განცხადებები, რომ თურმე ტინი კოქსის მხარდაჭერა არის კრემლის კანდიდატის ლობირება, არის მორიგი მცდელობა, ძირი გამოუთხარონ აბსოლუტურად ყველაფერს ევროპულს. ბაჩო დოლიძე - აქტივობა საკმაოდ მაღალია, თუ შევადარებთ წინა არჩევნებს - პირადად ველოდები, რომ ნიკა მელია გაიმარჯვებს პირველივე ტურში. ადამ კინზინგერი „ნაციონალურ მოძრაობას“ - არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ გაიმარჯვებთ - გაყოფილი სახლი ვერ დგას! ბაჩო დოლიძე - სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ ვინმე წავა პარტიიდან, ძალიან არასწორი მგონია, რაც მეორე მხრიდან არის „შემოგდებული“. ზვიად ძიძიგური - ოპოზიციაში ვერ ვხედავ ხელისუფლების შეცვლის სურვილს, მხოლოდ ლაპარაკია - რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დონეს ვერასოდეს მიაღწევს პარტია, რომელიც ახლა აჩრდილს ჩამოჰგავს. ირაკლი კობახიძე - ვინც არ უნდა მოიგოს არჩევნები, კეზერაშვილის თუ მელიასთან დაკავშირებულმა ფლანგმა, პროცესი „ნაცმოძრაობის“ გახლეჩით დასრულდება, რაც ხელს შეუწყობს ქართული დემოკრატიის სწორი მიმართულებით განვითარებას. დავით სააკაშვილი - გიორგი მუმლაძისგან მივიღე შეთავაზება, გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავებაზე, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია - ჩემი ხმა გიორგის. ნიკა მელია - ხალხს უნდა, არაფორმალური გავლენებისგან დაიცვას და გადაარჩინოს პარტია, პროცესები მიჰყავდეთ ლიდერებს და არა რუხი კარდინალების წარმომადგენლებს - არჩევნები შესაძლოა დასრულდეს ორი შედეგით: პარტია გაძლიერდება ან გადავა სულის ღაფვის რეჟიმში.
უკრაინასთან დალაგება - ალეკო ელისაშვილი - კასიანოვი თავის სოლო პარტიას თამაშობს და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭებით სურს უკრაინაში ვიღაცას თავი მოაწონოს. ირაკლი კობახიძე - უკრაინელი ხალხი ჩვენი მეგობარი ხალხია, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას. ელენე ხოშტარია - მაშინ, როცა მსოფლიომ გადაწყვიტა, რომ ზელენსკის დაბადების დღეზე უკრაინას მნიშვნელოვანი ტექნიკით დაეხმაროს, საქართველოს მთავრობამ უკრაინის ელჩი დაიბარა და მას დაუპირისპირდა. ნინო კალანდაძე - სახელმწიფო დონეზე საქართველოს უკრაინასთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს და „ქართული ოცნების“ პირობებში მის გაჯანსაღებას ვერ ვხედავ - მაღალი დონის განცხადებებიდან აშკარაა, რომ ოფიციალური ურთიერთობების გადახედვა აღარ განიხილება.
ფინანსები - ლაშა ხუციშვილი - სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს დეტალურად გაცნობოდნენ. ეკონომიკურ ოპერატორებთან პოტენციურად სანქცირებული ოპერაციების თავიდან ასაცილებლად მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს. სატრანსპორტო ნაკადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილია. მიწოდების გლობალური ჯაჭვისთვის მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა. საბაჟოს წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულება, შესაძლებელი იყო, არის და იქნება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით. 2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აუცილებელია ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზებული სისტემებით.
დავით მათიკაშვილი - ოკუპირებულ საქართველოს იგივე პრეფერენციები არ გააჩნია, რა პრიორიტეტებიც იარაღის მიწოდების კუთხით ნატო-ს წევრ ან სხვა ქვეყნებს აქვთ, რომლებიც უკრაინას გვერდში უდგანან.
ბიძინა - დავით მათიკაშვილი - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია. ანა ბუჩუკური - ივანიშვილი და მთელი ე.წ. სახელისუფლებო ლიდერშიფი მზად არის, ბიძინას პერსონალურ ინტერესს გადააყოლოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი - ივანიშვილი ირაციონალურ შიშებშია. პაატა მანჯგალაძე - სიყალბეა, რომ ივანიშვილს ურჩიეს დავა არ გააგრძელოს, რადგან შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოიშლება - ისინი პრობლემებს უქმნიან რუსეთთან დაკავშირებულ ბიზნესმენებს ანუ აღიარებენ, რომ ივანიშვილი რუსეთთან კავშირშია? დიმიტრი ხუნდაძე - ივანიშვილის ბანკთან ურთიერთობა რომ პოლიტიკური შემადგენლითაა გაჟღენთილი, ეს უკვე ზედაპირზეა, გადაწყვეტილების მიღება ახლოვდება და რა თქმა უნდა, ამ თემის აქტუალიზაცია კიდევ ერთხელ მოხდება. სალომე სამადაშვილი - ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ადრე თუ გვიან მოუწევს იმ ძალიან მძიმე შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რომელიც დღეს დასავლეთშია დაგროვილი მის პოლიტიკასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერია - ივანიშვილის კიდევ ერთხელ ღიად გვეუბნება, რომ ჩვენი ქვეყნის მომავლის ხარჯზე საკუთარ ქონებას დაიცავს. ირაკლი კობახიძე - ჩვეულებრივი ყაჩაღობაა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია უკვე გაცამტვერებულია - არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას გადადგას ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
ევროპის ჩემპიონატში ფიგურულ სრიალში საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა.
კომპანია „მეტა“ დონალდ ტრამპს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშების აღდგენის უფლებას მისცემს.
საზღვარგარეთულები:
უკრაინაში - ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავებისა და ATACMS-ის სისტემების გადაცემას ითხოვენ. უკრაინელებმა რუსული ძალების მიერ გაშვებული 24-ვე დრონი ჩამოაგდეს. გიორგი კობერიძე - რუსეთმა ისეთი პრეცედენტი შექმნა, ამას რომ არ უპასუხოს დასავლეთმა აგრესორის სტრატეგიული მარცხით, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ კონფლიქტების უსაზღვრო მასშტაბს. კიევში აფეთქებების ხმა ისმის - ვიტალი კლიჩკო მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. კიევში სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. კრემლი - უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა განიხილება როგორც აშშ-სა და ნატო-ს მხრიდან კონფლიქტში მზარდი პირდაპირი ჩართვა. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 რაკეტა ჩამოაგდეს, მათ შორს 20 - კიევის მიდამოებში. უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობა - სოლედარისთვის ბრძოლების დროს რუსეთმა იმდენი ჯარისკაცი დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის წინააღმდეგ ორ ომში. ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ ვარ - ვინ არის ის ახლა? სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ ის ჩემთვის არავინაა, არავინ. „აზოვი“ აცხადებს, რომ პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის სახმელეთო ძალებს და ბახმუტში იბრძვის. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური - რუსული რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
ავღანეთში ძლიერ ყინვას, ბოლო ორ კვირაში, სულ მცირე 158 ადამიანი ემსხვერპლა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია