კასიანოვის „დაწუნებები“ და ლაგუნას განახლება, თბილისის შენარჩუნება

      ეს იანვარიც მიილევა სადაცაა. დღეს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღე არავის გაახსენდა, მიხა ხელაშვილი კი გაიხსენეს. ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში შიდა კინკლაობის პარალელურად, მიშა გამოხსნის გეგმაზეც მუშაობენ და როგორც ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ფიზიკურადაც კი აპირებს მიშას გამოყვანას კლინიკა-ციხიდან. უკრაინელი კასიანოვი მეგობრობას, დიპლომატიას და ზოგადად, მხარდაჭერას გვიწუნებს, აქაურები კი ვიშვიშებენ. კალაძე ლაგუნას ანახლებს და თბილისის ძველ სახლებს შენარჩუნებას ჰპირდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6491 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 25 იანვარი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      სააკაშვილის გამოხსნა და ნაციონალების შიდა-ბარი - „ვივამედის“ დირექტორი - რისკები არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და კოვიდის მსუბუქი გამოვლინებაა - კონსილიუმის გადაწყვეტილებით, პაციენტი პალატაში რჩება. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო. რატი იონათამიშვილი - ხაბეიშვილს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ უნდა შევარდეს პენიტენციურ ან სამედიცინო დაწესებულებაში? გიული ალასანია - როცა ადამიანი მძიმედ არის, გვერდით ბადრაგი კი არ უნდა იჯდეს, არამედ, მუდმივად ექიმი უნდა ჰყავდეს - კოვიდი ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამძიმდეს. პაატა მანჯგალაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე - ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და ნესტან-დარეჯანს გამოიხსნის, მაგრამ ამ რეალობის 21-ე საუკუნეში გაცოცხლება ნაკლებად წარმომიდგენია. ბექა ოდიშარია - ხაბეიშვილის დევგმირობაზე არაფერი მსმენია - ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და სააკაშვილს გვერდზე მიუსვან. აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხაბეიშვილი იტყუება როცა ამბობს, რომ პარტიაში 6 თვე იმის გამო არ იყო, რადგან „თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ართმევდნენ მიხეილ სააკაშვილს პარტიას“. მიხეილ სარჯველაძე - საკუთარ ამომრჩეველს ვინ უფრო მეტად „მოფხანს გულს“, ამაზე კეთდება გათვლა - არავის გასვლია და არც ხაბეიშვილის გაუვა. შალვა ხაჭაპურიძე - სააკაშვილთან არ მიშვებენ, გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია თუ კოვიდამტანი?! - კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და ვნახულობდი. ირაკლი ზარქუა - „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე“ - ამ „ობრაზშია“ ჩემი „ხაბე“ – „ნაცმოძრაობაში“ ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ. იაგო ხვიჩია ხაბეიშვილის განცხადებაზე - ფეხბურთის რომელიღაც მწვრთნელს აქვს ნათქვამი - ფეხბურთელს ფორმის პიკში ჰგონია, რომ ჯომოლუნგმაზე შიშველი ფეხებით ავა, მგონი, ასე არიან პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ზურაბ ჯაფარიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - როგორ უნდა დალაგდნენ, ვერ წარმომიდგენია - მთელი „სანტა-ბარბარაა“. ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილს - მიხეილ სააკაშვილზე თუ ასე წუხხარ, ღამის გასართობ „შოუებში“ რომ დადიხარ, ეს არ არის უხერხული? პაატა მანჯგალაძე ხაბეიშვილის განცხადებაზე - ძალიან მომწონს ტარიელი ქაჯეთის ციხეში რომ შევარდება და ნესტან-დარეჯანს გამოიხსნის, მაგრამ ამ რეალობის 21-ე საუკუნეში გაცოცხლება ნაკლებად წარმომიდგენია.

      საევროკავშირო ნიუსები - არჩილ თალაკვაძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოს დელეგაციის მიერ შეთავაზებული ცვლილებით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას გამოხატავს. არჩილ თალაკვაძე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაზე - ეს მაღალი დონის ტრიბუნიდან კიდევ ერთი აღიარებაა, რომ საქართველოს საკითხი ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, სწორია. ჯეიმი ფლაი - მჯერა, ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა მთავრობის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია - ქართული დემოკრატიის სიჯანსაღეზე ზრუნვა და რეფორმების გაგრძელება, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ახლა საქართველოს შეუძლია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა

      უკრაინულ-ქართული ამბები - ანდრეი კასიანოვი უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაზე - ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ბექა ლილუაშვილი კასიანოვის განცხადებაზე - უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი ფაქტობრივად, უნდობლობას უცხადებს საქართველოს ხელისუფლების უნარს, დაიცვას უკრაინელების უფლებები - ეს ხისტი განცხადება იყო. ბექა ოდიშარია - ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა - არადიპლომატიურია მისი განცხადებები, ალბათ, იძულებულია დავალებები შეასრულოს. ირაკლი ზარქუა - კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია და გაწვევა მოხდეს. ალეკო ელისაშვილი - კასიანოვი ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს - უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. რატი იონათამიშვილი - რუსეთი რომ საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის გზებს გააქტიურებდა, ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამის ნარატივში თუ კასიანოვი ჩაჯდებოდა, ეს უცნაურია. ქუთაისის მერია - ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, ეხმარებოდა და ეხმარება ომით დაზარალებულ უკრაინელ ხალხს. ადამ კინზინგერი - „ქართული ოცნება“ რუსეთისადმი სიყვარულს უკვე აღარც მალავს. ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. ბადრი ჯაფარიძე - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს ვხედავთ და ამას უკრაინული მხარე ადეკვატურად პასუხობს. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრაზე უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებასა და ომის შემდგომ აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საქართველოს საგარეო უწყება - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩს დაუდასტურეს, რომ ვერ ხედავენ საფრთხეს საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. მიხეილ სარჯველაძე კასიანოვის განცხადებაზე - უკრაინის ხელისუფლებაში არის ხალხი, ვინც გულშემატკივრობს სააკაშვილის პარტიას და სურთ ავნონ ხელისუფლებას, მეორე ახსნა შეიძლება იყოს ომის გაჩაღების მცდელობა საქართველოში. სალომე სამადაშვილი - კასიანოვის ახსნა-განმარტებებისთვის დაბარება არის თავდასხმის რეჟიმზე გადასვლა. საქართველოს საგარეო უწყება - ქართულმა მხარემ ანდრეი კასიანოვთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც უსაფუძვლოა და აზიანებს ორი ქვეყნის ურთიერთობას. უკრაინის საგარეო უწყება - საქართველოს ელჩთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის გამო და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი შეუერთდება პარტნიორთა წრეს, რომლებიც უკრაინას იარაღით ეხმარებიან.

      ახალი მეტროები - EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხით, 12 მეტროსადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რამდენიმე მეტროსადგურის შესასვლელში კი დახრილი ლიფტები დამონტაჟდება.

      თბილისი - კახა კალაძე - სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება. უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ 56 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. კახა კალაძე „ლაგუნა ვერეზე“ - მესმის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების რეაქცია - ძალიან მაგარი პროექტი იქნება, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება. თბილისის მერია ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას იწყებს. ირაკლი ხმალაძე - მეტროსადგური „გოცირიძის“ ექსპერტიზა მიმდინარე კვირაში დასრულდება. კახა კალაძის განცხადებით, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი მამულიშვილების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება. გიორგი ტყემალაძე - ახალი კონცეფციის თანახმად, „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა ახალ სიცოცხლეს შეიძენს და თბილისელებს მოემსახურება. რევაზ სოხაძე - დედაქალაქს ისტორიული შენობები შეუნარჩუნდება. ნიკოლოზ ჩხეტიანი - ის ვიზუალები, რაც „ლაგუნა ვერეზე“ საჯაროდ გაჟღერდა და მედიაში მოხვდა, არის ე.წ. გრგ-ს რენდერები - ამ ეტაპზე ფონდი თვითონ არ გეგმავს ტერიტორიის განვითარებას.

საზღვარგარეთულები:

      რა ხდება უკრაინაში? - უკრაინელებმა რუსების კუთვნილი თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი და 5 დრონი გაანადგურეს. აშშ-ში რუსეთის ელჩი - ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს - უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების შესაძლო მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია იქნება. მედია - ნორვეგიის მთავრობა განიხილავს, გაუგზავნოს თუ არა უკრაინას მის საკუთრებაში არსებული Leopard 2-ის რამდენიმე ტანკი. ესპანური მედია - ოფიციალური მადრიდი Leopard 2-ის ტანკების კიევისთვის მიწოდებას მას შემდეგ შეუერთდება, რაც გერმანია უკრაინისთვის აღნიშნული ტანკების მიწოდებას დათანხმდება. გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის - ბერლინი პარტნიორი ქვეყნებიდან ტანკების რეექსპორტსაც დათანხმდება. ევროპელი ლიდერები გერმანიის მიერ უკრაინისთვის Leopard 2-ის ტანკებს გაგზავნას მიესალმებიან. უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობამ უკრაინული ძალების სოლედარიდან გამოსვლა დაადასტურა. სლოვაკეთი მზად არის, უკრაინისთვის მიგ-29 თვითმფრინავების გადაცემა განიხილოს. მედია - ევროპის ქვეყნები უკრაინას 80 Leopard 2 -ის ტანკს გადასცემენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანული საბრძოლო ტანკები მწვანე შუქია პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად. სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის - თქვენი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვება იქნება. ოლაფ შოლცი - ტანკების გარდა, ვაფართოვებთ უკვე გაწეული დახმარების ჩამონათვალს უკრაინისთვის. ჯო ბაიდენი - ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორია და გადავიდეს კონტრშეტევაზე - გამოვყოფთ 500 ერთეულზე მეტ ჯავშანტექნიკას და Abrams-ის 31 ტანკს.

      რომის პაპი - იყო ჰომოსექსუალი, დანაშაული არ არის, მაგრამ ცოდვაა - ღმერთს ისეთები ვუყვარვართ, როგორებიც ვართ.

      რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთმა ატლანტის ოკეანეში ზებგერითი რაკეტებით აღჭურვილი ხომალდის დარტყმის შესაძლებლობები გამოსცადა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 45

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters