ხვალინდელი აქციების მოლოდინით კიდევ ერთი კვირა მიილია - ხვალ დიდი აქციობანა გაიმართება თბილისში. დღევანდელი დღე კი მოწამლული პარლამენტის და მის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნა - სად მაჟორიტარები, სად მოსამართლეები და სად ცუდად გამხდარი დეპუტატები. ასევე, პრემიერის რუსულენოვანი კონფერენცია გახდა რამდენიმე ნიუსის მიზეზიც. ცხადია, ლარის კურსზე 2,9-ის კლებაც არ დარჩენილა უყურადღებოდ.
მომწამვლელი პარლამენტი - პარლამენტნიუსი - ენძელა მაჭავარიანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ მომხდარ ინციდენტზე ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ „ასეთი რამის გატარება არ შეიძლება“. მამუკა მდინარაძე - 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ცვლილების შემთხვევაში, მაგალითად, 2022 წელს თუ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები პარლამენტის უფლებამოსილების ვადა მხოლოდ 2024 წლამდე განისაზღვრება. დიმიტრი ხუნდაძე - სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე საერთო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, ამიტომ მივდივართ იმ პროცედურით, რაც დავაანონსეთ, გავალთ ხალხში და მოვაგროვებთ ხმებს. საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა სურს, ხელმოწერებისთვის სპეციალური ფორმები გადასცეს. ეკა ბესელია მამუკა მდინარაძის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ აფიორად აფასებს. გიორგი ვაშაძე - მამუკა მდინარაძის დღევანდელ განცხადებას მე დავარქმევდი ბჟუტურს. დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო სისტემაზე უმრავლესობის შეთავაზების კრიტიკაზე - უმთავრესია, იფიქრონ ქვეყნის სტაბილურობაზე და არა უმისამართო შეურაცხყოფაზე. დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი პლენარული სხდომის მიმდინარეობისას კვლავ შეუძლოდ გახდა. რევაზ არველაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჰაერის განმეორებით შემოწმებას ითხოვდა. პარლამენტში გუშინ გამოყენებული გაურკვეველი ნივთიერების გამო, რამდენიმე დეპუტატი დღესაც შეუძლოდ გახდა, რის გამოც პლენარული სხდომა გადაიდო. მამუკა მდინარაძე - „ღლიცინებენ“, თითქოს პერფორმანსი იყო - რა პერფორმანსზეა საუბარი, ჩვეულებრივი მავნებლობაა და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გარისკვა. გია ხუხაშვილი მამუკა მდინარაძის განცხადებაზე - ჩნდება კითხვა, რა მოლოდინი აქვს ასეთ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების - ხელისუფლება ცდილობს, თავის შიშების სამყაროში აცხოვროს მთელი ქვეყანა.
სასამართლოს ბედი - გია ვოლსკი - მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთ ევროპულ ქვეყანას გააჩნია. კახა კალაძე აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან „რამდენიმე არის ოდიოზური ფიგურა“. ეკა ბესელია უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ პოზიციებზე დაწყებული შერჩევის პროცესის შეჩერებას და მოსამართლეთა არჩევის ახალი სტანდარტის შემოღებას ითხოვს. თორნიკე შარაშენიძე - როგორც ჩანს, ხელისუფლებაში გადაწყვიტეს, რომ არ აინტერესებთ, რას იტყვის ამერიკა, მთავარია, დარჩნენ ხელისუფლებაში. ვახტანგ ძაბირაძე - აშშ-ს საელჩოს განცხადების ქვეტექსტი არის ის, რომ არა მარტო ამერიკა, დასავლეთი უკმაყოფილოა იმ პროცესით, რაც საქართველოში მიმდინარეობს. "ახალი საქართველოს" წევრებმა სასამართლოს ეზოში აქცია-პერფომანსი გამართეს და ხელოვნური ზებრა გადასასვლელი მოაწყვეს. მამუკა ხაზარაძე - მოსამართლეები არიან დროებით არჩეულები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარლამენტმა განაწესა უვადოდ. გიორგი ვაშაძე - ვინც არ უნდა აირჩიონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და გენერალურ პროკურორად, ეს იქნება დროებითი, მაქსიმუმ 10-11 თვით. თამარ ჩუგოშვილი მაჟორიტარებზე - იმდენად ხელოვნური ჩანდა პროცესი, მე რომ ვთქვა, ბუნებრივი იყო-თქო, ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას მივაყენებ.
ლარის სეზონი - ალექსანდრე ძნელაძე ლარის კურსის გამყარებას მთავრობის პოლიტიკითა და სეზონური ფაქტორით ხსნის. ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ლარი 2,70-თან მიახლოებულ კურსამდე გამყარდება და იანვრის შუა რიცხვებიდან კვლავ გაუფასურებას დაიწყებს. რამდენიმე სტატისტიკა - საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 12%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.3%-ით შემცირდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.9%-ით არის გაზრდილი. კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო.
ამბები საპატრიარქოდან - საპატრიარქოში არ აკონკრეტებენ, რა გახდა მღვდელმონაზონ ანდრია სარიას ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების მიზეზი. მეუფე მიქაელი - მამა ანდრია სარიას, რომელსაც ჭყონდიდის ეპარქია დაატოვებინეს, გაფრთხილება მიეცა - ალბათ, ცოტა ზედმეტი მოსდის. პატრიარქი - სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას და სულიერად ემორჩილება საქართველოს პატრიარქს.
პრესკონფერენცია რუსულად - კახა კალაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას მიერ სუამ-ის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა ერთობლივი პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს. ირაკლი ჩიქოვანი - მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე. გიორგი გახარია - ერთობლივად უნდა მივისწრაფოდეთ ევროპისკენ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი. ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს პრემიერსა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვანი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გიგა ბოკერია - ის, რომ გახარია ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევს და ოკუპანტის ენაზე ურჩევნია საუბარი, ღრმა პრობლემის ნიშანია. გიორგი გახარია - მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს. გიორგი გახარია რუსულ ენაზე გამოსვლაზე - დემარშის მოწყობა არათუ უადგილო იქნებოდა, არამედ ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რასაც დღეს მივაღწიეთ.
გამამმწვანებელი კალაძე - გამწვანების ღონისძიებაზე მყოფ კახა კალაძეს ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილმა აქცია მოუწყო. კახა კალაძე - უხერხულობა უნდა გასჩენოდათ, როცა „რიყის დოქებს“ აპროექტებდნენ, მის დასრულებას 20 მლნ-მდე სჭირდება და არც ერთი ბიზნესი არ ინტერესდება. თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. ვარკეთილში 1 300 ძირი მარადმწვანე ხე დაირგო. გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართება. „თიბისის“ და თბილისის საკრებულოს ინიციატივით, ვარკეთილში 1 300 მარადმწვანე ხე დაირგო.
უკანონო მკვლელობა - ახალციხეში დათვის ბელზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
ავსტრიაში გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი საშობაო კონცერტი გაიმართა.
საზღვარგარეთულები
ბორის ჯონსონი - „ბრექსითი“ 31 იანვარს შედგება, არანაირი "თუ", არანაირი "მაგრამ," არანაირი "შეიძლება"! დონალდ ტრამპი - „ბრექსითის“ შემდეგ თავისუფლად შევძლებთ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულება გავაფორმოთ - იზეიმე ბორის!
მევლუთ ჩავუშოღლუ - სენატის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება შოუა და ადამიანები, რომლებიც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ლაჩრები არიან.
ვლადიმირ ზელენსკი - პუტინს ხელი ჩამოვართვი, თუ დონბასი დაგვიბრუნდება, კიდევ ათჯერ ჩამოვართმევ, თუ ყირიმი - ასჯერ.
რუდოლფ კნოლი - გერმანელი ექსპერტები აღფრთოვანებულები არიან ქართული ღვინით.
ალექსანდრე ლუკაშენკო - ინგლისურს ალბათ, ვეღარ ვისწავლი, ტვინი გაჭედილი მაქვს, თავში არაფერი შემივა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია