დღეს მელიას განმათავისუფლებელი აქციის პირველი დღე იყო, ერთგვარი მოთელვა და ძალების მოსინჯვა. უფრო ვრცელი და ჯაჭვური აქციები დაანონსდა და შესაბამისად, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში აქციობანა იქნება მთავარი თემა. ამასობაში ეკონომიკა კიდევ უფრო ზარალდება და ზარალდება. დღეს ასევე სანაიას საქმის მოსმენაც იყო და მოძალადეებს პატიმრობა შეუფარდეს. კოვიდზე და ვაქცინაზე ჯერ სასიკეთო სიახლეები არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270137, ბოლო დღე-ღამეში - 337; გამოჯანმრთელებული - 264047, ბოლო დღე-ღამეში - 320; გარდაცვლილი - 3485, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 304. დოლარის ფასი ლარში - 3.3255.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 26 თებერვალი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 25 436 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა. პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გაგრძელდება. ნათია თურნავა - ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ. თორნიკე რიჟვაძე - წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება, რასაც სჭირდება ჯეროვანი კონტროლი. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია - უკიდურესად აუცილებელია „კომენდანტის საათის“, თუნდაც 2 საათით გადაწევა. პრემიერი - ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს.

      აქციების პირველი დღე, მოთელვა და მომავლის ანონსები - თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდანაც უერთდებიან. ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის პარლამენტის წინ სცენა დამონტაჟდა. შსს - ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობის მიმდინარეობის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილი იყო. მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ამასაც გავაკეთებ, ყოველთვის ვასრულებ დანაპირებს. დეპუტატი ალუდა ღუდუშაური - თუ ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნათ ახლა? მისი მიზანი თუ არის, რომ ციხეში იყოს და იქ მემუარები წეროს, მისი არჩევანია. ნიკა მელია მხარდამჭერებს - მე არასდროს ვყოფილვარ ისეთი თავისუფალი, როგორც ახლა - გავრილოვის ღამე გათენდება! ანზორ მელია - ამ აქციიდან ნიკას მინდა ვუთხრა - ბრძოლა ბოლომდე. სულხან სალაძე მელიას საქმეზე - მიჭირს გავიხსენო შემთხვევა, როცა პროკურატურის მხრიდან ხდება დემონსტრირება, რომ მათი მიზანი არ ყოფილა გირაოს პატიმრობით შეცვლა და ამას ბრიფიგს უძღვნის. საია-ს თავმჯდომარე - ნიკა მელიას საქმეზე ბევრი ახალი პრეცედენტი იყო დაშვებული - ამ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა გარკვეულ დათმობებზე მიდის. რატი იონათამიშვილი - ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია. მიხეილ სარჯველაძე - მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს - ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწროპარტიული. გიგი წერეთლის განცხადებით, დღევანდელი მსვლელობა გამოხატავს „იმ აღშფოთებას, რომელიც აქვს არამარტო ოპოზიციურ სპექტრს, არამედ ძალიან ბევრ ადამიანს“. მამუკა ხაზარაძე - ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, გადატვირთვის ერთადერთი გზა კი რიგგარეშე არჩევნებია. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ხიდების აშენებას, დიალოგს და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებას. მიხეილ სარჯველაძე - პროკურატურამ იმის დასტურად, რომ მის თვითმიზანს არ წარმოადგენს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა, კვლავ მელიას გადასაწყვეტად დატოვა საკითხი. რატი იონათამიშვილი - ოპოზიციის ახალი სლოგანი იქნება: არ გადავიხდი, ვერ გამომიშვებ! თამარ კორძაია - ნიკა მელიას საქმეზე ხელისუფლება დაბნეულია, მან არ იცის, რა გააკეთოს, ხელისუფლება არ არსებობს! გიგი უგულავა ხელისუფლებას - ახლა ჩაატარეთ ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანის სპეცოპერაცია! ერთხელ ფანჯრიდან გაგდებული ღარიბაშვილი საკვამურიდან დააბრუნეს. იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“ - სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. სერგი კაპანაძე - ეს ჩვენი განგრძობადი პროტესტის ერთ-ერთი გამოვლინებაა, კიდევ ბევრი ასეთი მარში, აქცია და ღონისძიება გვექნება, ვიდრე გონს არ მოეგებიან. დავით ზილფიმიანი - ეს გადასახადი შეიძლება ამ წუთში არც ჰქონდეს მელიას, მაგრამ ბევრი მოწადინებული ადამიანი და ორგანიზაცია იქნებოდა, რომ გადაეხადა. რომან გოცირიძე - ხელისუფლებას და ივანიშვილს მოუწევთ, რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ ნიკა მელია, იმიტომ, რომ საპროტესტო ტალღა მოიმატებს. გიგა ბოკერია პროკურატურის შეთავაზებაზე - უნიჭო პიარსვლა იყო გათვლილი, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების ნაწილზე, ასევე ქვეყნის გარეთ, თითქოს რაღაც ნაბიჯი გადადგეს. ვიქტორ სანიკიძე - არ მაქვს საფუძველი, რომ სანქციებს ველოდებოდე, აქედან გამომდინარე, გამოირიცხა მღელვარებაც. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. ხატია დეკანოიძე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მკაცრ გაფრთხილებას აძლევენ ოლიგარქიულ რეჟიმს. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მონაწილეების ნაწილი საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავდა. გიგი უგულავას განცხადებით, თუ კარვები პარლამენტის მიმდებარედ არ დაეტევა, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო ნაწილზეც გაშლიან. მოძრაობა „საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას გეგმავენ. ლევან იოსელიანი - ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით. გია ვოლსკი - ხალხს არ უნდა ქვეყნისთვის ისეთ დამღუპველ პროცესებში მონაწილეობა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია, ამის დასტურია აქციაზე 4-5 ათასი მომიტინგის ყოფნა. გიორგი ვაშაძე - მინდა ოპტიმისტი ვიყო, უახლოეს კვირებში ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება. აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს. აქტივისტების განცხადებით, პოლიციამ რუსთაველის გამზირის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლება და სცენის დაშლა მოსთხოვა, რაც მიუღებელია. სოზარ სუბარი - დღევანდელი აქცია და ოპოზიციის ქმედებები იყო სასოწარკვეთილი ოპოზიციის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. პროტესტის ანონსი - ხატია დეკანოიძე - 2 მარტს თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებთან ერთად ვგეგმავთ პარლამენტის შენობის პიკეტირებას. 5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას. 9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან. 13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად.

      საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა.

      სანაიას საქმე - ბათუმში ჟურნალისტებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს. ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულები „კომენდანტის საათის“ დროს ქუჩაში სანაიას დასახმარებლად ჩავიდნენ. „ფანჯრიდან დაინახეს ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, ისინი ადამიანის დასახმარებლად ჩავიდნენ“, - განაცხადა ადვოკატმა. ვახო სანაიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ თოვლის გამო მის მანქანას გადაადგილების პრობლემა შეექმნა და ბრალდებულები იქამდე, ვიდრე მას იცნობდნენ, ეხმარებოდნენ კიდეც. „თავდაპირველად, ვიდრე მიცნობდნენ, ვიდრე ნიღაბს ჩამოვიხსნიდი, ორი მათგანი ეხმარებოდა კიდეც ჩვენს მძღოლს“, - განაცხადა სანაიამ. პროკურორის განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ინციდენტის დროს ქალსაც დაარტყა. ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა.

      გაუარესება - წინასწარი შეფასებით, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა. ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინების ევროკავშირიდან ექსპორტს აკრძალავს, თუ მომწოდებლები ხელშეკრულებების პირობებს არ შეასრულებენ. ანგელა მერკელი - ყველა შეთანხმდა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება. ელისაბედ მეორე - კორონავირუსზე აცრა საერთოდ არ არის მტკივნეული და ვაქცინის გაკეთებისთანავე თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ. მედია - ევროკავშირში ჩატანილი AstraZeneca-ს ვაქცინის ყოველი ხუთი დოზიდან ოთხი ჯერჯერობით არ გამოუყენებიათ. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 086 შემთხვევა გამოვლინდა და 428 ადამიანი გარდაიცვალა.

      სომხეთის პრობლემები - ილჰამ ალიევი - სომხეთი დღეს ისეთ მძიმე სიტუაციაშია, რომ მიმდინარე პროცესები მის სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის და ამაში წინა და მოქმედი ხელისუფლებაა დამნაშავე.

      პრეზიდენტი ბაიდენი - ჯო ბაიდენი - განვაგრძობთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში აგრესიისთვის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 127

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters