როგორც ჩანს ლიხის ქედი თავის ძალას წარმოაჩენს - სინოპტიკოსები გასხვავებულ დასავლეთ-აღმოსავლეთს გვპირდებიან - დასავლეთში წვიმა, აღმოსავლეთში ცხელი და უნალექო ამინდი. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბებს - რუსული ოკუპაცია არ სრულდება, ასევე თბილისშიც კეთდება რაღაც და რ2 აღარ კოტრდება.
რუსული ხლართები გუგუტიანთკარში - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. გორის მერი - ვცადე დავლაპარაკებოდი რუს ფორმიანებს, დავუსვი კითხვები და მოვთხოვე, რომ შეეწყვიტათ უკანონო პროცესი, თუმცა მათ პასუხი არ გამცეს. მამუკა არეშიძე - რუსები ხაზს უსვამენ თავიანთ დაუსჯელობას და ეს გზავნილია არა მხოლოდ ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია პროცესის შეჩერება, არამედ ჩვენი პარტნიორების მიმართაც. გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად შვებულებაში ყოფნისა, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობდა. საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. გორის მერი - გუგუტიანთკართან, სარწყავი წყლის სისტემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოექცევა. სოფიო ქაცარავა - ის, რაც გუგუტიანთკარში ხდება, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა და სამშვიდობო პროცესისთვის ხელის შეშლაა. სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დამატებით 15 ლითონის ბოძი განათავსეს. ევროპარლამენტის წევრი გუგუტიანთკარზე - ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ძლიერი განცხადება, რადგან რუსეთი ამოწმებს იმას, რამდენად შორს შეუძლია წასვლა. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება. დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა. ვლადიმერ კონსტანტინიდი - ეუთო-ს თავმჯდომარემ საგარეო საქმეთა მინისტრს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის პროცესი გაგრძელდეს. ვლადიმერ კონსტანტინიდი - 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე. ესტონეთის პრეზიდენტი - ვგმობთ საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. მურატ ჯიოევი - თბილისმა მსოფლიოს ამცნო ადამიანების გატაცების შესახებ, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს საზღვარი. ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარზე - ნატო აგრძელებს მოწოდებას, რათა დასრულდეს მსგავსი ქმედებები და საპირისპიროდ შეიცვალოს.
მემკვიდრეობა და ცხოვრება - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - ტიმოთესუბნის მთავარ ტაძარში თანამედროვე მასალით აგებული სათავსო დაფიქსირდა, რომელიც ინტერიერში თვითნებურად არის დამონტაჟებული.
თბილისის მოპირკეთება და მომართვა - კახა კალაძე ბარათაშვილის ხიდზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. თბილისში ბოლო ერთ თვეში 120-მდე სამშენებლო ობიექტი შემოწმდა და ყველა მათგანზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაფიქსირდა. ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ფარგლებში, ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში ტრენინგები იგეგმება. მერიის მიერ ბაგა-ბაღების საკვებით მომარაგებისთვის გამოცხადებული ერთი ტენდერი არ შედგა, ხოლო მეორე ტენდერით მხოლოდ ერთი კომპანია დაინტერესდა.
ჯანდაცული ერი - სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი - მაქსიმალურად ყველა სამედიცინო დაწესებულება შემოწმდება. სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი - ამბროლაურში, 16 წლის მოზარდთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა.
ქართველები უკრაინაში - უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ოლქში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებული ქართველებიდან ორი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანია.
აწ უკვე ხალვაშის რუსთავი 2 - დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასხვისებასთან დაკავშირებით. როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი. საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა „რუსთავი 2“. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა. ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის ამბები - სტანისლავ ბელკოვსკი - ტრამპს იმიტომ უნდა გრენლანდიის ყიდვა, რომ რუსეთის მიერ დასავლეთ ევროპის ჩაძირვის სცენარი აირიდოს თავიდან. დონალდ ტრამპი რეცესიის საშიშროებაზე - ჩვენი მომხმარებელი მდიდარია, მე გადასახადები შევამცირე და ისინი ფულით არიან სავსე. ტრამპი აცხადებს, რომ Huawei-სთან ბიზნესის კეთება არ სურს. სამაგიეროდ, დაადასტურა, რომ აშშ-ს გრენლანდიის ყიდვა სურს.
გერმანული სტილი - გერმანია დევნილის სტატუსს ჩამოართმევს ყველა უცხოელს, ვინც მშობლიურ ქვეყანას რეგულარულად სტუმრობს.
ფრანგების სტრესი - საფრანგეთის პოლიციის რიგებში სუიციდის რიცხვმა იმატა.
მუშების პარტიის საფრთხე - თურქმა სამართალდამცავებმა „ქურთების მუშათა პარტიასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 418 ადამიანი დააკავეს
უკრაინული თქმა - ვლადიმერ ზელენსკიმ ისრაელს მოუწოდა, „გოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად აღიაროს.
ევროპული რუსეთი - ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს - მე მჯერა ევროპული რუსეთის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია