როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.
საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 1 იმპორტირებულია, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია და ერთის წყარო უცნობია. მაია ბუწაშვილი - დღეს არსებული დინამიკით, 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წლის დასაწყისში კორონავირუსის ვაქცინა უნდა იყოს საბოლოო სახით ფორმირებული.
#არჩევნები2020 - გიგა ბოკერია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მცდარი არჩევანი გააკეთა. ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნება” დამაჯერებლად დამარცხდება. ეკა გიგაური - მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ მთავრობის დახმარება არა რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის. გიორგი კახიანი - კომიკური ვითარებაა, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება - ვერ შეთანხმდნენ, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ბოკერია - შანსი, რომ სააკაშვილისნაირ ფიგურაზე პარტიებს შორის კომპრომისი შედგეს, ნულის ტოლია.
აგვისტოს მეთორმეტე წლისთავი - რუსლან აბაშიძე - აქტიური საერთაშორისო ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების. გიორგი გახარია - ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. გიგა ბოკერია - პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი. ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლური აქცია გამართეს. ირაკლი ბერაია - ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს. აშშ - ს საელჩო - მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ბადრი ჯაფარიძე - ოკუპაციის საკითხი „ქართული ოცნების” უნიათო პოლიტიკის გამო აღარ არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში და ჩვენ ეს უნდა დავაბრუნოთ. საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო, პროვოკაციული მოქმედებები და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ელენე ხოშტარია - ეს უნდა იყოს დღე, როცა მთელი სახელმწიფო არის ერთიანი ამ მარტივ პოზიციაში, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. გიორგი გახარია - რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება" შეასრულოს. ეუთო-ში აშშ-ის მისია - რუსეთს ვალდებულებების შესრულებისა და საქართველოს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. თინა ხიდეშელი - ჩვენ დიქტატორთან გვაქვს საქმე, ვისთვისაც სხვისი ქვეყნის ოკუპაცია და საარტილერიო ცეცხლით დახოცვა, არაფერს წარმოადგენს. ბადრი ბასიშვილი - მჯერა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ, რუსეთი ჩვენს ტერიტორიას მალე დატოვებს. ბრიტანელი პარლამენტარი - რუსეთი საქართველოში სამხედრო და კიბერ-აგრესიას განაგრძობს. პიტერ სტანო - ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის სტაბილიზაციისა და მშვიდობიანად მოგვარების ერთგული რჩება. 7-8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება. ვიოლა ფონ კრამონი - ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკის მარცხი აჩვენებს, რომ საქართველო რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დგას. ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. სალომე ზურაბიშვილი - ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია - ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ევროპარლამენტარები - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი და ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა უნდა შეწყდეს. დავით ზალკალიანი - დაუღალავი სვლა მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპული ოჯახისკენ საქართველოს გააზრებული არჩევანია. გიორგი გახარია - არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანად, ყოველდღიური შრომით, სწავლით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. ირაკლი კობახიძე - ოკუპაციას ჰყავს ორი თანაავტორი - პუტინი და სააკაშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმე - მიხეილ რამიშვილი - ვითხოვთ, შსს-მ აღარ გაავრცელოს განცხადებები, რომელიც თესავს აზრს, რომ გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიით მიდის. კომპანიის იურისტი - ბაჩანა ლობჟანიძე ძალიან უცნაურად გამოჩნდა, ZAG-საც წერდა, როგორც თამუნას მეგობარი და ინფორმაცია აინტერესებდა.
ეკონომიკა - ივანე მაჭავარიანი - დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 300-მდე უცხოელი ტურისტია ჩამოსული. პანდემიის გამო ეკონომიკა შემცირდა და შემცირდება, შესაბამისად, ინვესტიციებიც გართულდება. სოციალური დახმარების დრო ადეკვატურად და სწორად არის შერჩეული. ნათია თურნავა არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ იმ ქვეყნებისთვის საზღვრის გახსნის საკითხს გადახედოს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ.
საეტალონო დაგეგმარება - ეკა ლალიაშვილი ჭავჭავაძის გამზირზე - ამ ტიპის გზის დაგეგმარებით, სივრცე მოძრაობის ყველა მონაწილეზე თანაბრად გადანაწილდა - ვთვლი, რომ სხვა დიდი გამზირებიც ჭავჭავაძის მსგავსად უნდა დაგეგმარდეს.
საზღვარგარეთულები:
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 119 ადამიანი გარდაიცვალა.
ურწმუნო ჯო - დონალდ ტრამპი - ჯო ბაიდენი ღმერთის წინააღმდეგია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია