არჩევნებით მცხოვრებ ქვეყანაში, მეორე ტური ხმაურიანად ჩატარდა - 20 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გამართულ არჩევნებში 19 - 1 ქართულმა ოცნებამ მოუგო ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, არჩევნების შემდგომი გამოხმაურებები მთლიანად ამ თემას უკავშირდებოდა და პარალელურად, საპატიმროში მყოფ ყოფილ პრეზიდენტს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1557 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. საქართველოში ბოლო 24 საათში 3 369 ადამიანი აიცრა. „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორი - კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, ყველა კლინიკაში იძაბება მდგომარეობა - თუ ასე გაგრძელდება, პროგნოზი იქნება არაკეთილსაიმედო.

      არჩევნების შედეგები - ირაკლი ზარქუა - ვულოცავ ჩვენს ოპოზიციას წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას - სანამ იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, მის გვერდში ვარ ყველა პროექტში, რაც ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ მოვუწოდებ, რომ ბოდიში მოუხადონ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, მაგრამ იქნებ მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის. თეონა აქუბარდია უმრავლესობას - დღეს, როცა თქვენ ზეიმობთ გამარჯვებას, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ეს არჩევნები არის კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნისთვის. ვახტანგ მეგრელიშვილი - არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ “ქართულ ოცნებასაც“ და “ნაციონალურ მოძრაობასაც“. პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას - რას უკრავთ ტაშს? პანდემია დაამარცხეთ, ეკონომიკური გარღვევა გაქვთ, ინვესტიციები შემოიტანეთ, სამუშაო ადგილები შექმენით თუ ადამიანები არ შიმშილობენ? რომელი პრობლემა გადაწყვიტეთ? თამარ კორძაია - დღეიდან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან, არანაირი აზრი ამ პროცესში მონაწილეობას არ აქვს. ანა დოლიძე - „ქართული ოცნების“ მონოპოლია დაიშლება, წალენჯიხას წააგებენ თუ სხვას, ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც გაზაფხულს ვერ, მაგრამ სხვა მერცხლებს მოიყვანს - მერების იმპიჩმენტის საკითხი იქნება ერთ-ერთი მეთოდი, რომ ბრძოლა გაგრძელდეს.

      არჩევნების ცუდი შედეგები ანუ ოპოზიციის აქციები - „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, დღეს ბათუმში და რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართა. ნიკა მელია - დიახ, საქართველო იწყებს პროტესტს - რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება, ვიდრე არ ვიხსნით სააკაშვილს ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან. გია კრიალაშვილის და - სანამ „ნაცმოძრაობა“ იბოგინებს, საქართველოს მშვიდობა არ ეღირსება - როდემდე შეიძლება ვუყუროთ უგულავას, ბოკერიას, უტიფარ ბარამიძეს?! ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას - „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს. ბესიკ წერედიანი - კონსტიტუციით უფლება მაქვს მოვაწყო მანიფესტაციები და ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება, თუ ეს სახელმწიფო გადატრიალებაა და ამისთვის მიპირებენ დაკავებას, კი ბატონო, მზად ვარ. გურამ მაჭარაშვილი - ცივილიზებულ დემოკრატიაში ნებისმიერი პარტია იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, ესენი პირიქით აკეთებენ - იბრძვიან, რომ პარლამენტიდან ქუჩაში წავიდნენ. ხათუნა სამნიძე - ჩვენ არ ვთვლით, რომ გამოსავალია გვერდზე გადგომა და ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა, ასევე, არ მიგვაჩნია, რომ მანდატების დატოვება სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ბესიკ წერედიანი სუს-ის გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე - საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია - ხელისუფლება ჩემი დაკავებით კიდევ ერთ მოშიმშილე პატიმარს მიიღებს. ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ჩვენ გამოვიარეთ 6-თვიანი საბოტაჟი და ხელოვნური კრიზისი - ახლა მათ არც საბოტაჟის რესურსი აღარ აქვთ და არც ხელოვნური კრიზისის შექმნის. დასრულდა ერთწლიანი რთული პოლიტიკური პროცესი, არაერთი სირთულე გამოვიარეთ, სოციალური პრობლემები, ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე, ყოფილი პრემიერის მხრიდან ღალატი. ხატია დეკანოიძე - ჩემი პოზიციაა, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას. არჩევნების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, რომ ვნახო მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი, რაც ახლა ძალიან მაწუხებს, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლების საკითხი. ნიკა მელია - დიახ, საპროტესტო აქციებისკენ ვაპირებთ სვლას, ფართომასშტაბიანი აქციები არ შეჩერდება, ვიდრე სიმართლე არ გაიმარჯვებს. კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება - ქვეყანას მომავალში კოალიციური მმართველობა უნდა ჰყავდეს. სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ - მირჩევნია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ვიჯდე საკანში, საერთოდ არ ვიყო ცოცხალი, ვიდრე ამ უნამუსობას ვუყურო. მამუკა ხაზარაძე - ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომელზეც კითხვები არ იქნება და მიტინგები არ დასჭირდება. ელენე ხოშტარია - აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუ არ დავიღლებით, არ შევეგუებით, არ დაგვეზარება - ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ არჩევნები და სამართლიანობა, ვიბრძოლებთ, რომ გამოვიდეს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი. თაკო ჩარკვიანი - ბატონო პრეზიდენტო, სტრატეგიული შეცდომა იქნება შიმშილის გაგრძელება, პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს, შეწყვიტეთ შიმშილი - დაიწყო ბრძოლა, არ მოგასვენებთ ხელისუფლება. ბადრი ჯაფარიძე - უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას. ლევან ხაბეიშვილი - მდინარაძემ თქვა, სააკაშვილი 41-ე დღეს თუ არ გარდაიცვლება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო, როგორ არ მინდა, გარბოდეთ და ქართველი ხალხი მოგდევდეთ. ნიკა მელია - არ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც „კანონიერი ქურდი“ და კრიმინალი იქნება დომინანტი, არ დაბრუნდება 90-იანი წლები - ყოფას გიტირებთ „კანონიერო ქურდებო“, „კანონიერი ქურდების“ ჭაჭანი ვერ იქნება. ბიძინა ივანიშვილო, ქართველი ხალხის დაკვეთაა, თქვენთან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი მოვიდეთ - რატომ ვწელავთ ამ ყველაფერს იცით? - მთელი მსოფლიოს თვალში ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და მათ არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც ველურია.

      პატიმარი სააკაშვილი - სააკაშვილის პირადი ექიმი - საუბარი შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს, გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ - ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ. ანა ნაცვლიშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - შესაძლო უმძიმეს შედეგებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ არა მხოლოდ შესაბამის თანამდებობის პირებს, არამედ ივანიშვილს. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო სუსტად არის, ვიდრე იყო გუშინ. მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ. გურამ მაჭარაშვილი - ჩვენც გვსურს კარგად იყოს სააკაშვილი და შეჭამოს საჭმელი. ვალერი გელბახიანი - სააკაშვილმა მოითხოვა შეხვედრა, ვალდებული ვარ, როგორც ადვოკატი შევიდე, გავარკვიო სიტუაცია და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა სახის მომსახურება უნდა გავუწიო. ირაკლი კობახიძე - ეს საკითხი არ არის საერთოდ საინტერესო, ერთ-ერთი პატიმარი შიმშილობს - სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი უწყებებისთვის. ეკა ხერხეულიძე - შიმშილობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პოზიცია უცვლელია - სერიოზული სისუსტე აღენიშნება, ეს უკვე არის საგანგაშო. მანდატების დატოვების შემთხვევაში, სააკაშვილი ხედავს რისკს, რომ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია შეეზღუდება და თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრამდე, მანდატების დატოვებაზე თავი შეეკავებინათ. ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილს საოცარი რწმენა და მხნეობა აქვს, მაგრამ ვწუხვართ, რომ სუსტად არის ამდენი ხნის შიმშილობის შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი - ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო. მიხეილ სააკაშვილი - 30-ში საარჩევნო რევოლუცია მოხდა, ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს! ანა ნაცვლიშვილი - სააკაშვილს დალეული არ ჰქონდა თაფლიანი წყალი, ზუსტი გრამები რომ მოგვაწოდეს - მართლა რომ არ შიმშილობდეს, გვეცოდინებოდა როდის, რამდენი გრამი შეჭამა, „ქართული ოცნება“ ამ კადრებს ააფრიალებდა. მიხეილ სააკაშვილი - ჩემთან ციხეში შემოსასვლელად საპარლამენტო მანდატია საჭირო, საკონსტიტუციო კენჭისყრებისთვის საჭიროა პარლამენტში ყოფნა - ტაქტიკური ამოცანების გადაჭრის შემდეგ მანდატებს ყველანი ჩავაბარებთ.

      გასვლა პარლამენიდან - პარლამენტიდან 37 დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეღარ მიიღებს. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის სხდომების ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს. არჩილ თალაკვაძე - სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ - სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. ხატია დეკანოიძე - მანდატი გვჭირდება არა იმისთვის, რომ ყოველდღიურად პარლამენტში პროცედურულ საკითხებში მივიღოთ მონაწილეობა, არამედ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის მოთხოვნა იყო, თუ ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ რაოდენობას შეამცირებს და ხმები საკმარისი არ იქნება, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ნიკა მელია - ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს მანდატს. დავით ზილფიმიანი - წადით, დაცალეთ ველი, ველის დაცლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჯანმრთელი ოპოზიცია გაიზარდოს. მამუკა გამყრელიძე - პარლამენტში დარჩენა ნიშნავს სააკაშვილის პოლიტიკურ ბრძოლაში მარტო დატოვებას. მამუკა მდინარაძე - ორჯერ უკვე არ შევუწყვიტეთ მანდატები და მესამედ აღარ ვაპირებთ დავარწმუნოთ დარჩნენ პარლამენტში. კარლ ჰარცელი - ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები - ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე. კარლ ჰარცელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის დანიშვნაზე - დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული - საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 1232 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 61 ადამიანი გარდაიცვალა.

      მედია - პარიზში პოლიციამ მამაკაცს ესროლა, რომელსაც დანა ეჭირა და „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters