კოვიდის მძვინვარება, სასამართლოს კრიზისი, ყველას მერი და „განმათავისუფლებელი“ აქციები

      ვიდრე ქვეყანაში გამარჯვებულ დამარცხებულს არკვევენ, კოვიდ სტატისტიკა ახალ სიმაღლეებს იპყრობს. დღის მთავარი ამბები სწორედ კოვიდს და არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა. ცხადია, აქტუალურობას არ კარგავს მოშიმშილე პატიმარი და მისი „განმათავისუფლებელი“ აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქტიურად კომენტირებდნენ და განიხილავდნენ სასამართლოს საქმეს და პარლამენტიდან ოპოზიციის წასვლის თემებსაც. დოლარის ღირებულება - 3.1576 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 3 ნოემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ნოემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. ვახტანგ კალოიანი - სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს - კიდევ არის მოსალოდნელი ინფიცირების შემთხვევების ზრდა, მათ შორის მძიმე პაციენტების და ლეტალური გამოსავლის. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 868 ადამიანი აიცრა. ვატო სურგულაძე - „პისიარ" ტესტის გაკეთების უამრავი ჯიხური გაიხსნა, სუვენირების მაღაზიაში, სახაჭაპურეშიც კი ტარდება, რაც საეჭვოა - არაზუსტი, ან დაგვიანებული დიაგნოსტირება ხდება. დევი ტაბიძე - მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება. თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. საკოორდინაციო საბჭო განიხილავს და დაზუსტდება ვადები, როდის შემოვა ძალაში კოვიდ პასპორტი. კორონავირუსით ინფიცირებულთა ნაკადის მართვა ჯერჯერობით დამატებითი საველე რესურსების მობილიზების გარეშეა შესაძლებელი. აქციები მობილობას ძალიან ზრდის - აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან პოლიტიკურ პროცესებს თან სდევს, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება. პირველადი ჯანდაცვის ექიმების წახალისების კამპანიის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 500-მდე პირი აიცრა. „ბუსტერთან“ დაკავშირებით ახლა ასეთი რეგულაცია არსებობს- 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება და მომატებული რისკი, თუ ისინი დაინფიცირდებიან კოვიდ ინფექციით, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში, თუ მათი მეორე აცრიდან უკვე 6 თვეა გასული. ანუ, 6 თვის თავზე შეუძლიათ მივიდნენ და გაიკეთონ აცრა იმ ვაქცინით, რომლითაც პირველი, ორი აცრა ჩაიტარეს ან პირველი ორი აცრით ჩატარებული ვაქცინის ნაცვლად, გაიკეთონ მესამე „ბუსტერ“ დოზა „ფაიზერით“. თენგიზ ცერცვაძე - არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს - ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც კეთდება, შეუძლებელია. კოვიდ პასპორტების მიღება აუცილებელია, ასევე ცალკეულ ჯგუფებში სავალდებულო უნდა იყოს აცრა. ჯანდაცვის სამინისტრო - კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია, მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ.

      ვაჭრობის პრობლემა - ბათუმში, მერიის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს თვითნებურად დაკავებული ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ, რასაც მოვაჭრეები აპროტესტებენ. ფოთის ბაზრის დირექტორმა ოპოზიციის წარმომადგენელი საკუთარი კაბინეტიდან გააძევა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფოთში შეკრებილი მეთევზეები პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ითხოვენ.

      სააკაშვილის პატიმრობა - ვალერი გელბახიანი - ძველი წყენა დავივიწყეთ - სააკაშვილს ახლა მძიმე დღეები აქვს და თანადგომას ითხოვს ყველასგან, მათ შორის, მეც ვალდებული ვარ გვერდში დავუდგე. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის სურვილია, დაესწროს სასამართლო სხდომებს - თუ შეეცდებიან, რომ პროცესი დისტანციურად ჩაატარონ, ჩვენ უარს ვიტყვით. სააკაშვილს ამ ეტაპზე გადაადგილება შეუძლია, თუმცა სუსტად არის, კიდურები შეშუპებული აქვს - ის ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომ ანალიზები აუღონ. ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება, ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად არსებობს იურიდიული ხერხები და ამ ხერხების მექანიზმად ამუშავება ხელისუფლების ხელშია. ვალერი გელბახიანი სააკაშვილზე - ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა, რომ თანხმობა იქნას მიღწეული პირველ რიგში ქართულ პოლიტიკურ ელიტაში და ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა. ელენე ხოშტარია - გადავწყვიტე პარლამენტში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს - ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენს ქვეყანას - ეს ერთი დღე მალე დადგება. პენიტენციური სამსახური - ინფორმაცია, თითქოს მე-12 დაწესებულებაში ექიმების მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება. მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედიდან” ანგიოლოგი მისი პირადი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, ასევე, დაგეგმილია პულმონოლოგის ვიზიტი.

      არჩევნებმა რაო?! - ნუგზარ წიკლაური - არჩევნებმა დაკარგა აზრი, რადგან მის შედეგებს არ წერს ამომრჩეველი - ისეთი რევოლუცია, როცა ბარიკადები და სროლა არსებობს, არავის სურს, არსებობს მშვიდობიანი რევოლუციებიც. მამუკა მდინარაძე - ამ არჩევნების შედეგად ხალხი ელოდება ცვლილებებს, მეტ დინამიკას და ადგილობრივ დონეზე მეტი პრობლემის გადაჭრას - გამორიცხულია, რომ რევოლუციური სცენარი განვითარდეს. გადათვლას შედეგები არ შეუცვლია არც რომელიმე უბნის და მითუმეტეს, არც რომელიმე ოლქის დონეზე. ცესკოს ინფორმაციით, 2 ნოემბერს გადათვლილი 58 საარჩევნო უბნის მონაცემების თანახმად, 44 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, 14-ზე კი მცირედით შეიცვალა.

      უოპოზიციო პარლამენტი - გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიცია ამბობს, რომ ეზარება პარლამენტში მუშაობა. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საპარლამენტო მანდატს ოპოზიციონერები მხოლოდ მათი პატიმარი ლიდერის მონახულების საშუალებად განიხილავენ. ლევან იოსელიანი - მოქალაქეებს მანდატი ვიღაცისთვის იმიტომ არ მიუცია, რომ მარტო ციხეში სასიარულოდ გამოიყენოს. სერგო ჩიხლაძე - თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომელიც გვაქვს - პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია. სანდრო რაქვიაშვილი - ეს ბოიკოტი უბრალოდ არასერიოზულია - სასაცილოა, როცა კომიტეტზე მიდიხარ და სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, რომ დარბაზშია, რათა ხელფასი არ დააკლდეთ. ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ოფიციალურად მიმართა. ხათუნა სამნიძე - თუ გზა მხოლოდ ქუჩის აქციებია, თუ კოალიციის წარმომადგენლები იტყვიან, რომ ვინც პარლამენტში აგრძელებს ბრძოლას ნაკლებად პატრიოტია, გაგვიჭირდება აქციებში მონაწილეობა - რევოლუციური გზა „რესპუბლიკელებისთვის“ მიუღებელია.

      მოუკითხავი სამართალი - მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის საბჭოს 2 წევრის დანიშვნაზე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - არ მგონია, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია. ზაზა თავაძე - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ სასამართლო სისტემაში მეტად გაძლიერებას - ეს იქნება არამარტო ჩვენი თაობის, არამედ ჩვენი შვილების გადასახდელი. ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის საბჭოს აქვს სრული ლეგიტიმაცია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს - რა როგორ მოხდა, ჩემი კომპეტენცია არ არის. სერგო ჩიხლაძე - ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში - სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს. გია ვოლსკი - როცა 300-მოსამართლიანი კორპუსის შეხვედრას უწოდებ ჩუმად ჩატარებულ ფორუმს, ობიექტურობაზე შეიძლება სერიოზულად ვიდავოთ, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი განცხადება იქნება. „სტრატეგია აღმაშენებელი“ - „ქართული ოცნება“ უკვე დაუფარავად ცდილობს საბოლოოდ, პოლიტიკურად გაიფორმოს სასამართლო ხელისუფლება. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა შეიძლება პრობლემა გახდეს, რადგან მათ ასარჩევად 90 ხმა არის საჭირო. ნათია მეზვრიშვილი - სულ რომ სანქციებამდე მივიდეს საქმე, „ოცნება“ კომპრომისს არ დაუშვებს - აღარ აინტერესებს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები, საზოგადოებას ეუბნება, რომ თავისუფალი სასამართლო არ გვჭირდება.

      საღამოს ბრიფინგი - პრეზიდენტი - მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასდროს - ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება.

      ყველას მერი - კახა კალაძე - ჩემთვის უმთავრესი პრინციპია, რომ უკლებლივ ყველას მერი ვარ. სოციალურად დაუცველი პენსიონერები 2022 წლის იანვრიდან მედიკამენტებისა და სხვა საჭიროებებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. საჯარო ხელოვნების ფონდი იქმნება, რომლის ფარგლებშიც თბილისის საჯარო სივრცეებში თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები გამოიფინება. აუცილებელია უსახლკაროების პროგრამის ამოქმედება, რომ თბილისში არც ერთი უსახლკარო ადამიანი აღარ იყოს. ბრიტანული Wonderlust-ის დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისი გამარჯვებულად დასახელდა კატეგორიაში - სასურველი ტურისტული მიმართულება მოკლე მანძილზე სამოგზაუროდ. თბილისს ისეთ ქალაქად ვაქცევთ, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი იამაყებს.

      სტატისტიკა - 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ბოსტნეულის ფასი 9%-ით, პურის და პურპროდუქტების - 5.5%-ით, თევზეულის - 4.2%-ით, რძის, ყველის და კვერცხის - 3.6%-ით გაიზარდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში, კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. სომხეთში კორონავირუსის 2045 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1189 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი - ანტივაქსერული სულისკვეთება სწრაფად ქრება რეანიმაციულ განყოფილებებში. აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 256 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 21 ადამიანი. ჯანმო-მ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ინდური „კოვაქსინის“ ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

      „თალიბანი“ ავღანეთში უცხოურ ვალუტას კრძალავს.

      კრემლი - რუსეთი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას არ აპირებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 141

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters