ევროპარლმენტი საქართველოსთვის, თბილისის უსაფრთხოება, ბიოლოგიური მტერი ფაროსანას წინააღმდეგ, აბაშიძე-კარასინი და ქართული ტოლერანტობა

      ინფორმაციულად საინტერესო დღის ბოლო, ტრადიციულად ერთად შეკრებილი ამბები. ნოემბრის მეთექვსმეტე დღე მიეძღვნა ევროპარლამენტის მიერ, საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის სიხარულს, ასევე მნიშვნელოვან ამბებში მოხვდა მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვინაობა, ლარის კიდევ უფრო მეტი დევალვაცია, ფაროსანა და ქართული ტოლერანტობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 ნოემბერი, 2017/

qwellynews, ნოემბერი, ნიუსები, სიახლეები, ბლოგი

      ევროპარლამენტის მხარდაჭერა - ევროპარლამენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. იასენკო სელიმოვიჩი - „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ ახალი დინამიზმი, რეგიონის ქვეყნებს კი დახმარება სჭირდებათ. გიორგი კვირიკაშვილი ევროპელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. თამარ ჩუგოშვილი - ევროპარლამენტმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტმა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო. მიხეილ ჯანელიძე – საქართველო არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონის სატრანსპორტო სფეროში. ლევან ბოძაშვილი - ევროპარლამენტის რეკომენდაცია გზას ხსნის ევროკავშირში ფუნქციონალური წევრობისკენ.

      თბილისის უსაფრთხოება და მერიის საქმე - კახა კალაძე - ნუგზარ ჭონქაძე წლების განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში, არის ჩოხოსანი, კარგი თამადა, მასზე განცხადებებს ვისმენთ მათგან, ვისაც ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი. მარიკა დათუკიშვილი - ნუგზარ ჭონქაძე აგრესიული ჯგუფების მობილიზებითა და ორგანიზებით იყო დაკავებული. კახა კალაძე - ბიუჯეტი გვინდა მოვარგოთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რომ დავიწყოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდით. კახა კალაძე - თბილისის გამგეობებში რეორგანიზაციები დაიწყება. კახა კალაძის განცხადებით, მან მიიღო დაპირება, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე გზის საფარის დაგება დღესვე დაიწყება. კახა კალაძის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები 5 დეკემბრისთვის დასრულდება. კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. კახა კალაძე - 4 წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება, რომ თბილისის ბიუჯეტი 4 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

      ფაროსანას ბიოლოგიური მტერი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე ვმუშაობთ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან.

      საერთაშორისო სამეზობლო ურთიერთობები - ზურაბ აბაშიძე დღეს პრაღაში გრიგორი კარასინს შეხვდება. დავით დონდუა - საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები მუდმივად არის საერთაშორისო დღის წესრიგში.

      ომბუდსმენი VS პროკურორი ციანიდის საქმეზე - უჩა ნანუაშვილი - ჯარჯი წიკლაურის ბრალდებები არის მცდელობა, გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც ”ციანიდის საქმეში”, განსაკუთრებით გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი. საქალაქო სასამართლო „ციანიდის საქმეზე“ ომბუდსმენის ანგარიშზე - უჩა ნანუაშვილი პოპულისტური განცხადებებით საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს. კახა კოჟორიძე - ძალიან სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მისამართით გაუგებარი და მიუღებელი განცხადებები გახშირდა. უჩა ნანუაშვილი - საქალაქო სასამართლოს ვურჩევდი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი წაიკითხოს.

      C ჰეპატიტი - პაციენტის მტკიცებით, ლაბორატორიაში С ჰეპატიტი დაუდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა. ლუგარის ლაბორატორია - C ჰეპატიტზე ცდომილება 5 პაციენტის ნიმუშში აღმოჩნდა, თუმცა ეს მოხდა მხოლოდ ერთ დღეს, აპარატის ტექნიკური პრობლემის გამო. ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის. ამირან გამყრელიძე - კვლევებში ცდომილება შესაძლებელია, თუმცა გამოვრიცხავ, რომ რომელიმე პაციენტის საბოლოო დიაგნოზი შეცდომით იყოს დადებული.

      ქართული ტოლერანტობა - გიორგი მარგველაშვილი - ტოლერანტობა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის უწყვეტი ტრადიციაა. გიორგი მარგველაშვილმა ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ალოუსიო ნუნეს ფერეირა - გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდო ქვეყანა. გიორგი კვირიკაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

      ლარის გასაჭირი მოვკითხოთ ეროვნულ ბანკს - მმართველი გუნდი ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებას გეგმავს. ნუკრი ქანთარია - იმიტომ არ ვიბარებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში, რომ განტევების ვაცად გამოვაცხადეთ და ყველა პრობლემა მას ავკიდეთ.

      პრეზიდენტის სასახლის სიძვირე - პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაჯდა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია. გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯები გაწეულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ციფრები სიურპრიზი იყო ჩვენთვისაც.

საზღვარგარეთულები:

      ჩრდილოეთ კორეის პრობლემა - დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული სიტუაცია გადაუდებელ ქმედებებს ითხოვს. მედიასაშუალება, როგორც აგენტი - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, Russia Today ამერიკაში უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირდა. ჯონ მაკკეინი - ვლადიმერ პუტინი უახლოვდება იმას, რომ საერთაშორისო მედიასაშუალებები უცხოურ აგენტებად გამოაცხადოს.

      ისრაელი და ირანი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - თუ სხვა არჩევანი არ იქნება, ისრაელი მარტო იმოქმედებს ირანის წინააღმდეგ.

      სერგეი ლავროვი - მტკიცებულება არ გვაქვს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და საერთაშორისო კოალიციას შორის რაიმე გარიგებაა.

      დაკავებები თურქეთში - თურქეთში პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცა. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში კომენდანტის საათი დააწესა.

      გადატრიალების მიუხედავად, უარი გადადგომაზე - ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს. ზიმბაბვეში ოპოზიცია და სამხედროები გარდამავალი მთავრობის შექმნაზე მოლაპარაკებას მართავენ.

      ქართველები უკრაინაში - უკრაინელი ადვოკატი - არც კი განგვიხილავს საკითხი, რომ მეგის ქარდავა ქართველ სამართალდამცველებთან სააკაშვილის წინააღმდეგ ითანამშრომლებს. უკრაინელი ადვოკატი - მეგის ქარდავამ არც იცოდა თუ ხდებოდა ის, რაშიც ბრალს სდებენ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 251

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters