დამატებით გასაუქმებელი სამინისტროები, ლარის კურსის დაცემა, დედაქალაქის მთავრობა, ომბუდსმენის ცვლილება და ციანიდის საქმე, ზიმბაბვეს გადატრიალება

      სამუშაო კვირის განზოგება - ოთხშაბათი, ყოველთვის გარდამავალი სამუშაო დღეა, და შესაბამისად, პოლიტიკური სიახლეებიც მრავლად იყო. ნაწილი ეხებოდა კვირის მთავარ თემას - სამინისტროების ოპტიმიზაციას, ნაწილი დოლარის კურსს, რომელიც უკვე 2,70 გახდა, თბილისის მერიის და საკრებულოს მომავალს. სახალხო დამცველმა წინა პლანზე წამოწია ციანიდის საქმეც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 15 ნოემბერი, 2017/

      ოპტიმიზაციის განმარტება და სხვა სამთავრობო ამბები - ნუკრი ქანთარია - ოპტიმიზაცია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ცოცხი შევა სამინისტროში და მთლიანად გამოხვეტავს ყველას, ხალხს გამოყრის გარეთ. თინა ბოკუჩავა - წულუკიანი არ შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ სრული კრახი განიცადა სტრასბურგში და ქვეყანას თავი მოჭრა. განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის პირველი სხდომა გამართა. გიორგი კვირიკაშვილი - სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით. გია გაჩეჩილაძე - ჩვენი სურვილია, გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელ სტრუქტურად დარჩეს. არჩილ თალაკვაძე - მმართველობის რეფორმა გამიზნულია იმისთვის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, კოორდინაციის მექანიზმები გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი. სოზარ სუბარი - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე როცა ვლაპარაკობთ, ძალიან დიდ ციფრებზე არ უნდა ვიფიქროთ. სერგო რატიანი - ამ ცვლილებებს აზრი ექნება თუ ბიუროკრატიული ხარჯები რადიკალურად შემცირდება და პენსია გაიზრდება. ლევან დავითაშვილი - წარმოდგენილი კანონპროექტით, იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სოზარ სუბარი - ბედნიერები ვიქნებით, როდესაც აღარ იქნება საჭირო არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო. ირაკლი აბესაძე - მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური და სპონტანურია, რომელსაც მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებაზე არანაირი გავლენა არ ექნება. სერგი კაპანაძე - ახალ უწყებას რატომ უქმნით მღებრიშვილს? ხომ შეიძლებოდა ის უბრალოდ სახლში გაგეშვათ?

      დოლარის კოსმიური ზრდა - გიორგი პაპავა - ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ მოლოდინებთან, რომელიც ეკონომიკაში არსებობს. ზურაბ მელიქიშვილი ლარის გაუფასურებას მთავრობის მხრიდან ეკონომიკისთვის საზიანო და დანაშაულებრივ ნაბიჯებს უკავშირებს. ლევან თარხნიშვილი - ლარის კურსი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. ნუკრი ქანთარია - ეროვნულმა ბანკმა უნდა გვითხრას, სად არის ზღვარი და სად უნდა ჩაირთოს განგაშის სიგნალი. არჩილ მესტვირიშვილი - თუ დავინახავთ, რომ კურსის მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ეროვნული ბანკი რეაგირებას მოახდენს. ნუკრი ქანთარია ლარის კურსზე - ეს საკითხი ეროვნულ ბანკს და ეკონომიკურ გუნდს არ ეხებაო, მიხეილ გიორგაძეს თუ ეხება დღესვე მივმართავ.

      წინასწარი პროგნოზები კალაძის მერობზე - თინა ბოკუჩავა - სასაცილოა ვისაუბროთ კალაძის წარმატებაზე, როდესაც არჩევნების შედეგების „გაფორმებისთანავე“ უქმდება ის უწყება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა. დედაქალაქის მმართველობასთან დაკავშირებული სხვა ამბები - კახა კუჭავა - უბილეთოდ მგზავრობისთვის მგზავრის დაჯარიმების აღსრულების საკითხი დაზუსტებას საჭიროებს. კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლების კანდიდატები წარადგინა. კახა კალაძე - არ დავუშვებ ჩვენი მოქალაქეებისა და ქალაქის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას. ვაკის რაიონის გამგებლობის კანდიდატი - სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს ჩვენ რაიონში.დავით კერესელიძე - ავარიული ბინების ყველაზე დიდი რაოდენობა სამგორშია, ამ პრობლემატიკის მოგვარებას კერძო საინვესტიციო პროექტებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით შევძლებთ. კახა კალაძე - მოვითხოვ მერიის თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას. გივი კუბლაშვილი - მზად ვართ, 24 საათის განმავლობაში ვიყოთ მოსახლეობის სამსახურში.

      საზმაუს ახალი დღის წესრიგი - ნინო ჯანგირაშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა, რომ გახდეს ჩვეულებრივი კომერციული ტელევიზია. ლევან კობერიძე - აბსოლუტურად გაუგებარია, “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით რაღაც სტარტაპებს აფინანსებდეს. ლევან კობერიძე - ჩემდა გასაკვირად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა რატომღაც ჩათვალა, რომ უმრავლესობის წევრებს აქვთ საზოგადებრივი მაუწყებლის დაკნინების სურვილი.

      სახალხო დამცველი - „ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო სექტორის ერთიანი კანდიდატი პარლამენტში მათმა ფრაქციამ დაარეგისტრიროს. ანა ნაცვლიშვილი - ვფიქრობ, მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე შევძლო ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა. ახალი ომბუდსმენის არჩევამდე, უჩა ნანუაშვილი ბორჯომის, დაბა ბაკურიანისა და სოფელ ციხისჯვრის მოსახლეობას შეხვდა.

      ომბუდსმენი და ციანიდის საქმე - უჩა ნანუაშვილი ე.წ. ციანიდის საქმეზე - გამამტყუნებელ განაჩენში მიმოხილული მასალებით არ მტკიცდება, რომ დანაშაულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა შერჩევით მიდგომებს იყენებდა. სახალხო დამცველის შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვების სრულად დახურვის აუცილებლობა არ არსებობდა. ე.წ. ციანიდის საქმეში გაუთქმელობის ვალდებულების გამოყენებამ დაცვის მხარე არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა, შესაძლოა, სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლოს წარუდგინონ. პროკურორი ჯარჯი წიკლაური სახალხო დამცველის ”ციანიდის საქმის” მონიტორინგის დასკვნას არაკომპეტენტურს და უსაფუძვლოს უწოდებს. ჯარჯი წიკლაური - არავის, მათ შორის არც სახალხო დამცველს არ აქვს უფლება ჩაერიოს პროკურორის საქმიანობაში და მიუთითოს მას, რომელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს. ჯარჯი წიკლაური - უჩა ნანუაშვილმა წინმსწრებად, არაკომპეტენტური შეფასება მისცა ისეთ საკითხებს, რომელიც მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.

      ვიდრე ჩვენ და ევროპა ვგმობთ, ისინი მუშაობენ - ოკუპირებული ცხინვალი და მოსკოვი ”სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე მუშაობენ.

      ევროპული თავისუფლების ხარისხი ინტერნეტში - საქართველო ინტერნეტ სივრცის თავისუფლების ხარისხით ევროპის წამყვან ქვეყნებს უტოლდება.

      დასჯილი პილოტები - კახეთში მომხდარი ამბავის გამო (იხ. qwellynews), შემთხვევაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საზღვარგარეთულები:

      გადატრიალებ ზიმბაბვეში - მედიის ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. მედია - ზიმბაბვეში სამხედროებს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე მძევლად ჰყავთ აყვანილი. ზიმბაბვეს პრეზიდენტმა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა, რომ შინაპატიმრობაშია. ზიმბაბვეს პირველმა ლედიმ ქვეყანა დატოვა.

      ტრამპულ-პუტინური მუქარა დასავლეთს - ემანუელ მაკრონი - ტრამპი და პუტინი გახსნილობისა და ტოლერანტობის დასავლურ ფასეულობებს ემუქრებიან.

      სიკვდილით დასჯილი დონალდ ტრამპი - ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთი - ჩრდილოეთ კორეის ხალხმა დონალდ ტრამპს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 212

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters