წინასააღდგომო ბოლო #qwellynews კვლავ საპარლამენტო კინკლაობას მიეძღვნება. კანონებით ომი დაიწყო პარლამენტში და მთავარმა გუნდმა კვლავ ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც კრიტიკის და აშშ-ს საელჩოს შეშფოთების მიზეზიც გახდა. დღეს ასევე იუბილარია ქართული ჯარი და ის უკვე 30 წელს ითვლის. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 308834, ბოლო დღე-ღამეში - 1433, გამოჯანმრთელებული - 289976, ბოლო დღე-ღამეში - 1160, გარდაცვლილი - 4095, ბოლო დღე-ღამეში - 18; კარანტინის რეჟიმში - 217. სულ აცრილია - 43568, დღიურად აცრილია - 1767. დოლარის ფასი ლარში - 3.4503.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 29 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 64 101 მსურველია დარეგისტრირებული. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 024 ტესტი ჩატარდა. 18 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 404 ფაქტი გამოავლინა. განათლების სამინისტრო - მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. თენგიზ ცერცვაძე - კლინიკებში ადგილებზე ჯერჯერობით პრობლემა არ არის - თუ პაციენტს უარს ეტყვიან ან დაუგვიანებენ ჰოსპიტალიზაციას, ეს მხოლოდ ბიუროკრატიის ბრალია. როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია აცრილი, შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ვერ იქნება. „ასტრაზენეკათი“ კვლავ 55 წელს ზევით ადამიანები აიცრებიან.

      კანონებით ჩხუბი - ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ პროექტი შეიცვალა. პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნება" დაჩქარებული წესით აპირებს დღეს დაამტკიცოს რეპრესიული მექანიზმების გამყარება სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ - ვაპირებთ, დავაყენოთ საკითხი, გადაიდოს კენჭისყრა. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე რომ მიიღოს ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია, ეს შეთანხმების სულისკვეთებას დაარღვევს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ ოპოზიციის პროექტით, ბრალდებულთა „ჩემიანებად და სხვისიანებად“ დაყოფა ხდება. ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - ვერ დააშინებთ ადამიანებს ვერც მომატებული ჯარიმით, ვერც ციხით და უფრო მეტ პროტესტს მიიღებთ. პაატა მანჯგალაძის განცხადებით, შეთანხმებით, ამნისტიის გავრცელება 20 ივნისთან დაკავშირებულ ჰიპოთეტურ დანაშაულებზე გათვალისწინებული არ ყოფილა. ალეკო ელისაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე - რა დროს ამის შემოტანა იყო?! ეს არის ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის. აშშ-ის საელჩო - ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო - მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა. ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ვფიქრობ, რომ უსამართლოა. ანრი ოხანაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე“ - სამართლებრივი რეგულირება განვახორციელეთ, რაც არცერთ შემთხვევაში არ უკავშირდება აქციებს და პროტესტს. ანა ბუჩუკური ანრი ოხანაშვილს - როდესაც თქვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმაშია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთლიანი რეფორმა, ცალკე ამოგლეჯილად, დაჩქარებული წესით განხილვა გაუგებარი და მიუღებელია. საარჩევნო რეფორმის მიმართულებით, „საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიღება გარკვეული ვადით გადაიწევს. ვენეციის კომისია - მივესალმებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, თუმცა გასათვალისწინებელია გარკვეული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი სიცხადე. ანრი ოხანაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ის 3%-ც აღარ გექნებათ - დადგება თვითმმართველობის არჩევნები და სარკეში ჩაგახედებთ.

      მელიას სიმტკიცე - არ გამოვალ! - გურამ მაჭარაშვილი - ნიკა მელიას რამდენიმე კარი გაუღეს და არც ერთიდან არ გამოდის. ზაალ უდუმაშვილი - არანაირი კარგი მოლოდინი დღევანდელი პროცესისგან არ გამაჩნია - საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს. სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ ნიკა მელია გაათავისუფლოს და ამით კიდევ ერთი კეთილი ჟესტი გამოხატოს - ამის ილუზია არ მაქვს, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობის" ფიქციური თავმჯდომარე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ციხიდან არ გამოდის, იმდენად კმაყოფილია იქ არსებული პირობებით. ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. ნიკა მელიას ადვოკატი - სასამართლო პროცესის გადადება იმ ვადით მოვითხოვეთ, რა ვადაც საჭიროა, რომ ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და დირექტივა მისცენ სასამართლოს და პროკურატურას. სალომე სამადაშვილი - ვისურვებდი, რომ ნიკა მელია ამნისტიის კანონპროექტის მიღებამდე გათავისუფლდეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - მინდა მოვუწოდო ნიკა მელიას, განიხილოს ევროპელი კოლეგების მხრიდან შეთავაზებული გარანტიების მიღება. ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს - „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, ჭრიალ - ჭრიალით მოდიან.

      ევროპული თვალი - გაბრიელიუს ლანდსბერგისი - 19 აპრილის შეთანხმება უნდა განხორციელდეს ყოველგვარი გადახვევის გარეშე, მთელი სისრულით - გვსურს, შევაქოთ ყველა პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას. ვფიქრობ, საქართველოში ვითარება გვარდება, რასაკვირველია, არ მინდა ზედმეტად ოპტიმისტი ვიყო, დავაკვირდებით, როგორ გაგრძელდება მიღებული დოკუმენტის განხორციელება.

      ჯარის იუბილე - საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე აღინიშნა. კახა კუჭავა - ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ, ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს. სალომე ზურაბიშვილი - ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ერთიანობის უდიდესი მაგალითი. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. გპირდებით, უფრო გაძლიერდება ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად. ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო. პატრიარქმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. ჯუანშერ ბურჭულაძე - ბრძოლისუნარიანობის გაზრდასთან ერთად, შევქმენით სამხედრო მოსამსახურეების დაფასების მყარი საფუძვლები. ავიაციის მარშალი სერ სტიუარტ ფიჩი - თქვენი პროფესიონალიზმით, მამაცობით, თავგანწირვითა და ერთგულებით ყველა მოკავშირეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ.

      დიდი ხუთშაბათი - დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის რიტუალი არ შესრულდა. მეუფე შიო - რა შეუძლია ადამიანს, უძლურს და ცოდვილს, ღმერთს მისცეს, რა გვაქვს ჩვენ? მხოლოდ ის, რომ ვეცადოთ, ღმერთის ნება შევასრულოთ და მისი მადლობლები ვიყოთ. მხოლოდ თავმდაბალ გულში, მხოლოდ სიმდაბლესთან და ასეთ მოსიყვარულე გულში შემოდის სულიწმინდის მადლი.

      მეწყერი - თეა გოდოლაძე - ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის ნაწილი წამოვიდა - ამ ფერდობის უკან საბავშვო ბაღი მდებარეობს, რომლის ტერიტორია დაბზარულია.

      ნესპროტესტი - „ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. ნათია თურნავა - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა ის მთავარი პლატფორმაა, რომელზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ „ნამახვანჰესის“ პროექტის, არამედ, ზოგადად ქართული ენერგეტიკის ირგვლივ. ლევან დავითაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.

      სტატისტიკური ამბები - წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წელთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.0% შეადგინა. გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქონლის ექსპორტი 5,2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა 2.4%-ით შემცირებულია. 2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 728 600 შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3%-ით მეტია. ეროვნული ბანკი - 2021 წლის მარტში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 73.4 პროცენტით შემცირდა. 2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და კაცებისთვის – 69.1 წელი, ხოლო ქალებისათვის – 77.7 წელი შეადგინა. დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა.

      სავალალო სტატისტიკა - თეონა ჭალიძე - საქართველოში 15 თვის განმავლობაში 14786 სოციალურად დაუცველი პირი გარდაიცვალა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ინდოეთში კორონავირუსის 379 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 645 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 9 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 364 ადამიანი გარდაიცვალა. ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში მხოლოდ 2 690 ადამიანია ვაქცინირებული, ეს სამარცხვინოდ დაბალი მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა.

      ევროპარლამენტი - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მტრულ ქმედებებს და მოვუწოდებთ დაასრულოს აქტივობები, რაც საფრთხეს უქმნის ევროპაში სტაბილურობას.

      ვიოლა ფონ კრამონი - არ შეიძლება გულუბრყვილოები ვიყოთ, როდესაც საქმე პუტინის რეჟიმს ეხება, როცა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს რუსეთის პასპორტების აღებას აიძულებენ.

      რუსეთში ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღიძრა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 58

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters