დღესაც ამნისტია აერთიანებდა ოპოზიციასა და პოზიციას და იგივე ამნისტია აპრობლემებდა ყველაფერს. ასევე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის საათი გამოვიდა პარლამენტში და მას უსმენდნენ. - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 307401, ბოლო დღე-ღამეში - 1551, გამოჯანმრთელებული - 288816, ბოლო დღე-ღამეში - 878, გარდაცვლილი - 4077, ბოლო დღე-ღამეში - 17; კარანტინის რეჟიმში - 221. სულ აცრილია - 41801, დღიურად აცრილია - 1706. დოლარის ფასი ლარში - 3.4529.
#კოვიდსაქართველო - კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე ამჟამად 61 441 მსურველია დარეგისტრირებული. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 29 487 ტესტი ჩატარდა. 17 ადამიანი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკმაოდ მაღალი აქტიურობაა, ამ დროისთვის ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინაზე 6705 ადამიანი დარეგისტრირდა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 177 ფაქტი გამოავლინა. პაატა იმნაძე - „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ძალიან აქტიურად დაიწყო - მოქალაქეები ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ისევ საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ საბედნიეროდ, კორონავირუსის დრამატულ მატებას ადგილი არ აქვს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით მიმართავენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით აცრილმა პირებმა შეზღუდვების პერიოდში შეღავათებით ისარგებლონ.
ჯანმრთელი მინისტრი - დეპუტატები “მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ. ალეკო ელისაშვილი - ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი, რამდენიმე სიტყვა დაამკვიდრა ჩვენს ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი „საწოლფონდი" და მსგავსი, ეს არის და ეს. ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის. მაისის ბოლომდე ჩვენ დამატებით მივიღებთ „ასტრაზენეკას“ 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას. ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას გეგმავს. მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია პანდემიის დასრულებისა და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება, რომელიც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის. ვგეგმავთ, ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის რეჟიმზე გადავიდეთ, რაც ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტი გახდება. ბავშვებზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტი, მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში. არსებული რესურსების სწორი დაგეგმვით შესაძლებელი გახდა პანდემიის პიკის პერიოდში ინფიცირებულთა 60%-ის ბინაზე მართვა, რამაც მნიშვნელოვნად განტვირთა ჰოსპიტალური სექტორი. პენსიის მიბმა მშპ-სთან და ინფლაციასთან, უდიდესი მიღწევაა. შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. შშმ სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება არამხოლოდ სამედიცინო დიაგნოზზე, არამედ პირის ფუნქციურ შესაძლებლობებზე. ჩვენი სურვილი არ არის, რომ „ლოკდაუნი“ იყოს. ზოგიერთ ექიმს ანაზღაურება თვეში აქვს 300 ლარი, ზოგიერთს 120 ათასი, დამეთანხმებით, რომ ეს არის უსამართლო. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, „ჯონსონი&ჯონსონის“ მწარმოებელმა ვაქცინების მოწოდებაზე საქართველოსთან მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა, ასევე, ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის „მოდერნასთან“. „კომენდანტის საათის“ წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ტიკარაძე „ინდურ შტამზე“ - მთავრობა მზად არის გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. ჰოსპიტალური სექტორის სელექტიური კონტრაქტების დაწყება ივნისიდან იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად წამლების ფასის დარეგულირების საკითხზე მუშაობს. მინისტრი რეანიმობილების შესყიდვის საჭიროებაზე - მხოლოდ ბორბლებზე მანქანის შეძენა არ არის პრობლემის გადაჭრა - პრობლემის გადაჭრა გაცილებით უფრო გლობალურად უნდა მოხდეს. ნუ დავიძაბებით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ - ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც, არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ფაიზერს“ ზაფხულში მიიღებს. ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, ჩვენ არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იქნება იგივე მდგომარეობა ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ კომენდანტი არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს. ლადო კახაძე ვაქცინაციის კამპანიაზე ჯანდაცვის მინისტრს - სოციალური საინფორმაციო ბომბაჟი უნდა იყოს ყველა პლატფორმიდან. ალეკო ელისაშვილი - რატომ აქვს ასეთი არაადამიანური ფასები წამლებს საქართველოში, ფარმაცევტული კომპანიების რამე შეთქმულებაა მოსახლეობის წინააღმდეგ თუ რა ხდება?
ამნისტია და ოპოზიციური ამბები - დავით ჭიჭინაძე - ამნისტია წყალგამყოფი აღმოჩნდა და ოპოზიციური ერთობა გახლეჩილი - შედეგი შემოდგომაზე დადგება. ალეკო ელისაშვილი - დიდ განსხვავებას ოპოზიციის და „ქართული ოცნების" ვერსიებს შორის ვერ ვხედავ - ვერ მივხვდი, რაზე კამათობდნენ. შალვა პაპუაშვილი - ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. გიორგი ვაშაძე - მინდა ოპოზიციონერ კოლეგებს მივმართო, რომლებიც შეთანხმებას არ შეუერთდნენ, არასწორია ჩასაფრებული პოზიციის დაჭერა - თუ ერთმანეთს დავკბენთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ირაკლი კობახიძე - უფლებამოსილების გადამეტება არის ერთ-ერთი მუხლი, რომელზეც ვრცელდება ამნისტია - ამაზე ხაზგასმით იყო საუბარი მოლაპარაკებებზეც. „ნაცმოძრაობასთან" აფილირებული პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან შეთანხმებას. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტში დაზარალებულის თანხმობის საკითხი აღარ დგას. ლევან იოსელიანი - თუ ვიტყვით, რომ დაზარალებულის თანხმობა საჭიროა, ეს ნიშნავს, რომ პოლიციელთა თანხმობაც არის საჭირო ნიკა მელიას შემთხვევაში. კოტე კემულარია - „გამარჯვების” ეიფორიაში ჩავარდნილი „ჭიჭე ვაშაძე” ამტკიცებს, რომ კონვენციაა ჩამკეტი ჯალათების ამნისტირებისთვის - ეს დიდი ტყუილია. ხათუნა სამნიძის განცხადებით, პრინციპულია, რომ ჯალათები და მათთვის ბრძანების გამცემი პირები მართლმსაჯულებას ვერ გაექცნენ. ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიც არის დაზარალებულის თანხმობა. პარლამენტში ოპოზიციის მიერ მომზადებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა. გიორგი ვაშაძე - ჩვენს კანონპროექტში მითითებულია, რომ დაზარალებულების თანხმობა საჭირო იქნება პოლიციელებისთვის, მაგრამ არ იქნება საჭირო დემონსტრანტებისა და ნიკა მელიასთვის. არჩილ თალაკვაძე ამნისტიის აქტზე - პოზას იჭერს ოპოზიცია და ცდილობს დანარჩენ პარტიებს აჩვენოს, რომ მმართველ გუნდს წინააღმდეგობას უწევს. თაკო ჩარკვიანი - ორ ამნისტიაზე საუბარი უხერხულია, ნონსენსია, ინფანტილიზმია, ოპოზიცია გამოსავალს ეძებს - თუ ასე წავიდა საქმე, მოდით, პოლიტიკურ საქმეებზე საყოველთაო ამნისტია გამოვაცხადოთ. არჩევნები - გიორგი ვაშაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა ითანამშრომლონ, თუმცა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს, დიდი ალბათობით, მხარს არ დაუჭერენ. სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. ზურაბ ჯაფარიძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ყველას ყველაფერი ჩამორეცხონ - ოპოზიციამ უნდა გავიაროთ ღირს თუ არა, რომ ჩვენი ალტერნატიული ვერსია დავარეგისტრიროთ. ადვოკატის განცხადებით, მელიას პოზიცია გირაოზე უცვლელია და ის ევროკავშირის მიერ თანხის ჩარიცხვას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამნისტიის კანონპროექტს გაიწვევენ. „სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. იაგო ხვიჩია - ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებზე მეტი ნერვიულობა მგონი არ მევალება, ბევრი ვინერვიულე, თუ ადამიანებს კონფლიქტი უნდათ, ეს ჩემი საქმე არ არის, ჩემს მიღმა აკეთონ რაც უნდათ.
პური და მეპურეები - „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, რომელმაც მიიღო ელექტროენერგიის სუბსიდირება - პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა.
ზურგშექცეულობა - შალვა პაპუაშვილი - „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ კახა კუჭავას მხარი დაუჭირეს და ჩვენმა ყოფილმა 6-მა თანაგუნდელმა დემონსტრაციული უარით გამოიჩინა თავი. ბექა ლილუაშვილი - ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როცა მმართველი ძალა გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს. ანრი ოხანაშვილმა სავარაუდოდ, 6 ყოფილი თანაგუნდელის მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემა „პოლიტიკური კულტურის ნაკლებობად“ შეაფასა. ლევან იოსელიანი გახარიას გუნდის წევრების მიერ კახა კუჭავას წინააღმდეგ ხმის მიცემას „პოლიტიკურ გამოუცდელობას“ უწოდებს.
სამხედრო ტექნიკა საპატრიარქოში - დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, სამხედრო მანქანები საპატრიარქოდან რეგიონებში პროდუქტების გასაგზავნად გამოიყენეს.
ჰესების პრობლემები - ნათია თურნავა - დღეიდან ენგურჰესი მწყობრშია და აწვდის ელექტროენერგიას სრულიად საქართველოს. ძალიან დიდი მადლობა ენგურჰესის თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურჰესის რეაბილიტაციაზე. წყალტუბოში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. სამინისტროები ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის და კვლევის შესწავლა.
აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა წელს 3.5%-ით გაიზრდება.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.50 პროცენტამდე გაიზარდა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 7 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 387 ადამიანი გარდაიცვალა.
სერგეი ლავროვი - დონბასში არსებულ სიტუაციასა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებში ანალოგიები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა.
ვლადიმერ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მასსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ვატიკანში გაიმართოს. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ კიევისგან ოფიციალური შეთავაზება არც მოსკოვს და არც ვატიკანს მიუღია.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია