საახალწლ ზეიმებიდან, ძველი ახალი წლის ზეიმებამდე საქმიანი დღეები ნელ-ნელა უფრო აქტიურდება. 10 იანვრის ძირითადი მიმართულებები ბიზნესის ამბებს და ორ მთავარ ბიზნესმენს უკავშირდებოდა, ასევე იუსტიციის და მოსამართლეობის ამბავს, მთავარია გადაუდებელი ვირუსები და სასწრაფოს მძღოლის ავარია.
ბიზნეს გარჩევები - გიგი უგულავა - ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი - ვიმედოვნებთ პროცესი იქნება სამართლიანი, არსებული შეკითხვები პასუხგაცემული და „თიბისი ბანკი“ გააგრძელებს აქტიურ განვითარებას. საქართველოს საბანკო ასოციაცია - არ დავუშვებთ ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას. „თავისუფალი დემოკრატები“ „თიბისი ბანკზე“ - ესაა ივანიშვილის მცდელობა, იერიში მიიტანოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, მასზე კონტროლის მოპოვების მიზნით. ზვიად კორძაძე - სინამდვილეში 80 მილიონამდე მოხმარდა „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას, რადგან ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო. იმედია პროკურატურა ნახავს „თიბისი ბანკის“ მიერ გადაცემულ დოკუმენტაციას დეტალურად და მეტი კითხვა არ დარჩება. გია ხუხაშვილი "თიბისის" საქმეზე - საქმე არ გვაქვს იმ შემთხვევასთან, როდესაც ჟურნალისტი მოიპოვებს ექსკლუზიურ ინფორმაციას - მას ჰქონდა გამოძიების მასალები. ვერც იმას გამოვრიცხავ, ვიღაცას უნდა აქციების ფასის დაგდება და მერე ლონდონში იაფად რაღაცის ყიდვა. გიგი უგულავა - განცხადებიდან კარგად ჩანს, რაც ისედაც ვიცოდით - სია ივანიშვილმა წარმოადგინა და არსად არავის გაუწვევია - ეს წითელი ხაზია! მამუკა ხაზარაძის ადვოკატი - ფული რომ გათეთრდეს, ის უნდა იყოს შავი, ანუ შემოსავალი უნდა იყოს უკანონო.
იუსტიციის ამბების მომიჯნავედ - ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლაზე განცხადებები არასერიოზული და უპასუხისმგებლოა. გია ვოლსკი ირწმუნება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით სწრაფი და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას არავინ აპირებს. ლევან კობერიძე - პატივცემულო მეთოფიშვილო, ხალხისა და პარლამენტის დაცინვა ის არის, რომ იუსტიციის საბჭომ საახალწლო სუფრის პროდუქტების სიასავით ჩამოწერა მოსამართლეების სია და შემოაგდო დასამტკიცებლად. ლევან გოგიჩაიშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრები ამდენ უფლებას რომ აძლევენ თავს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრალეულობაა, მათ ასე ლაპარაკის უფლებას არ მივცემთ! ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, ყოფილ მოსამართლეებს ხვდება. ყოფილი მოსამართლეების განცხადებით, მოსამართლეთა სიის წარდგენა ფართო საზოგადოების მონაწილეობით უნდა მოხდეს. იუსტიციის საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძე - ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანი არ არის საქართველოში მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება. დავით ჭიჭინაძე - ჩემი ეჭვები გამართლდა - მოსამართლეთა სიის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი და იგი მხარს კობახიძის გუნდს უჭერს. გედევან ფოფხაძე - მთავარი შეკითხვა იყო, უჭერს თუ არა ბიძინა ივანიშვილი მხარს მოსამართლეობის კანდიდატების სიას და ამ შეკითხვაზე პასუხი გაცემული არ არის. ნაზი ჯანეზაშვილი - „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას შენიშვნის სახით ვერ მივიღებ. სჯობს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ გიორგი მიქაუტაძის კაბინეტში იშვიათად იაროს. ბექა ნაცვლიშვილი - ივანიშვილის განცხადებაში დავინახე, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და მოსამართლეობის კრიტერიუმების დადგენას თავადაც უჭერს მხარს. გიორგი მშვენიერაძე - იმედია, ხელისუფლება დახურულ კარს მიღმა არ დაწერს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესის პროექტს და შემდეგ ფაქტის წინაშე არ დაგვაყენებს. მაია მწარიაშვილი - იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას, ფურცელზე ვინ დააწერინა მოსამართლეობის კანდიდატის ათი სახელი და გვარი. გიგი უგულავა - ხალხს აინტერესებს ეს უვადო მონსტრები დაინიშნებიან თუ არა უვადოდ სასამართლოში, ჩვენ შეიძლება პოლიტიკაში აღარ ვიყოთ, ივანიშვილის ხსენებაც აღარ იყოს, მაგრამ ეს ადამიანები შეგვრჩნენ. მამუკა ახვლედიანი - კლანი არ არის მხოლოდ სასამართლო სისტემაში - მათი ნაწილი არის პარლამენტში, ნაწილი პროკურატურაში და სხვადასხვა უწყებაში. ვახუშტი მენაბდე - სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის საჭიროა გადადგეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა ის წევრი, რომელმაც სიას მხარი დაუჭირა. ლაშა ტუღუში - საქმეს მხოლოდ მოსამართლეთა სიის შეცვლა არ უშველის, არამედ საჭიროა სასამართლო სისტემის კარდინალური შეცვლა. ნიკა ჩიტაძე - ივანიშვილის განცხადებაში ჩანდა, რომ ის მხარს უჭერს ირაკლი კობახიძის გუნდს და ამ მოსამართლეების წარდგენას. დავით უსუფაშვილი - მმართველს მართლა და გულწრფელად არ ესმის, რას აშავებს, როდესაც “მურუსიძის“, “ფარცხალაძის“, “სალომეს“, “გუნდის“, “ხაზარაძის“ საქმეებს “აკეთებს“.
საშიში, გადაუდებელი გრიპი - მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია და ამიტომ მივიღეთ სწავლის გადადების გადაწყვეტილება. „112" მოსახლეობას მოუწოდებს, სასწრაფო დახმარება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიძახონ. თბილისის მერია მოუწოდებს ყველას, პატივი სცენ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად. ამირან გამყრელიძე - გამორიცხული არ არის, რომ გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა იანვრის ბოლოს ან თებერვალში მოხდეს. დავით სერგეენკო ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართავს, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასები დაწიონ. თუკი ყველასთვის ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება სწრაფად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან ყველასთვის კარგად ცნობილი გაციების სიმპტომები იწყება უჩვეულოდ აგრესიულად, თუკი ადამიანი ამბობს, რომ გავციებულვარ, თავი ადრეც მტკიებია, მაგრამ ასე არასოდეს, გავციებულვარ, ყელი მტკიებია, ან ხველა მქონია, თუმცა ასე არასოდეს, ეს მოცემულობები არის ჩვენება იმისათვის, რომ ადამიანმა კონსულტაციისთვის მიმართოს ოჯახის ექიმს. დავით სერგეენკო - დღეის მდგომარეობით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული.
სასწრაფო ავარიაში - ჭავჭავაძეზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლს ბრალს, სავარაუდოდ, კლინიკაში დღეს წარუდგინეს. ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი ბრალდებულის ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ექსპერტიზებს მოითხოვს. სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი - არავითარი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით, ყოველ წუთში გამოძახებებია.
საზღვარგარეთულები:
ფუჭი მოლაპარაკებები - დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის საკითხზე „დემოკრატებთან“ შეხვედრას „დროის ფუჭად ხარჯვა“ უწოდა და მოლაპარაკებები დატოვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია