კიდევ ერთი კვირის მიწურულს ქვეყნის მთავარი თემა არის გრიპი და მისი ეპიდემიურობა, ასევე ხორავას საქმის გამოძიება. გასკანდალებული ბესელიას საქმე და პრეზიდენტის მედია გამოსვლა.
გრიპის ეპიდემიური ამბებიდან - დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ზოგიერთ აფთიაქში პირბადეების ნაკლებობა რამდენიმე საათიანი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა. დავით სერგეენკო სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, დღეს კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს. იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი - თებერვალსა და მარტში გრიპის შემთხვევების მატებას ველოდებით. ქუთაისის კლინიკაში სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. „ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. იაშვილის კლინიკის დირექტორი - დინამიკა მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევები კლებადია. H1N1 არის A გრიპის ვირუსის 99%-ში. ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დავით სერგეენკო გრიპის ვირუსზე - საბედნიეროდ, ჩვენ ეპიდემიისკენ არ მივდივართ, პირიქით, კლებისკენ მივდივართ. პედიატრი - შესაძლოა, სწავლის დაწყების შემდეგ მომართვიანობამ მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მანამდე გვქონდა. თბილისში გარდაცვლილ მამაკაცს ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი არ დაუდასტურდა.
მსოფლიო ბანკის დასტური და ეკონომიკა - ნიკოლოზ გაგუა – მსოფლიო ბანკის შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში.
ხორავას ქუჩის საქმე - ადვოკატმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნისთვის დღეს პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს პროცესზე მიხეილ კალანდიას ძმა დაიკითხა. მიხეილ კალანდიას ძმა სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენების დეტალებზე არ საუბრობს. დ.ღ.-ს მამა - აქამდეც არ უნდა გაეჩერებინათ ბავშვი, აქამდეც შეიძლებოდა გირაოთი გაეშვათ. ადვოკატი - დ.ღ. პირველი კლასიდან დათო სარალიძის მეგობარი, მისი ახლობელი, თითქმის ოჯახის წევრი იყო.
პრეზიდენტი პირველად მასმედიის ტრიბუნასთან - პრეზიდენტი დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხა. სალომე ზურაბიშვილი - ნელ-ნელა ვეჩვევით აქაურობას, ნელ-ნელა ვაკომპლექტებ გუნდს. პრეზიდენტი - ფონდში დარჩენილი სახსრები საახალწლო ღონისძიებების დაფინანსებას, რამდენიმე წიგნის გამოცემას და ახალგაზრდა მუსიკოსისთვის კლარნეტის შესყიდვას მოხმარდა. სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში გაიმართება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუდმივად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი სიტუაცია გამოყენებული იყოს პროვოკაციული ქმედებებისთვის. სალომე ზურაბიშვილი თვეში ერთხელ რეგიონებში სტუმრობას გეგმავს. არ ვარ მზად იმისთვის, რომ კანონმდებელ ორგანოს, მთავრობას რამე რჩევა მივაწოდო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის თუ დიალოგის დაწყების თაობაზე. არ მიმაჩნია, რომ ციხის სასჯელი იყოს პასუხი ამ ძალიან სერიოზულ სენზე, რომელსაც ნარკომანია ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი - დღეს თუ ვარ საქართველოს პრეზიდენტი, ეს არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის - ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგი. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტს გადაეცემა, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეზე - მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. თუ უკრაინის ეკლესიის საკითხზე საპატრიარქო ფრთხილობს, არ შეიძლება, რომ მე ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი. სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე - არაფერი ისეთი არ ხდება, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს, ომის პირას ნამდვილად არა ვართ. არსებობს ქვეყნები, რომლებმაც ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხი გადაწყვიტეს - ამ საკითხზე დისკუსიისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის. პრეზიდენტი მოსამართლეთა სიაზე - ხელისუფლებას არაფერს ვურჩევ, იმიტომ რომ კერძო პირი არ ვარ, მე ვარ პრეზიდენტი, წარმოვადგენ ინსტიტუტს, რომელსაც არ აქვს უფლება, მისცეს რჩევა. რადგან პრეზიდენტის ფონდი გაუქმებულია, გადავწყვიტე შეიქმნას ახალი ფონდი, რომელშიც გადავრიცხავ ჩემ ხელფასს.
შემოფარებული უცხოელები - 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში თავშესაფარი უცხოეთის 82 მოქალაქეს მისცეს.
ბესელიას სკანდალი - გიორგი კახიანი ბესელიას მიერ უმრავლესობის დატოვებაზე - ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რა განცხადებებს გააკეთებს ეკა ბესელია და როგორ იმოქმედებს. დიმიტრი ცქიტიშვილი - ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია. რომან კაკულია - იმედი მაქვს, ყველაფერს მოეფინება ნათელი. პაატა ზაქარეიშვილი - ეკა ბესელიამ კარგი პოლიტიკური ალღო გამოაჩინა - ჩანდა, რომ მას მოიშორებდნენ და იმ დროს წავიდა, როცა მას აწყობდა. პაატა ზაქარეიშვილი - ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები, კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა. სასამართლო დღის ამბებში - ლევან ბოძაშვილი - დაუშვებელია სასამართლო ხელისუფლება იყოს სახელმწიფო სახელმწიფოში. ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ, ზაზა პაპუაშვილმა და რომან კაკულიამ სავარაუდოდ, მოსამართლეობის სიასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. ეკა ბესელია - მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი, სერგო მეთოფიშვილი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა. სერგო რატიანი - არ არსებობს არანაირი მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი, კონფლიქტის სათავეც ეს არის. გედევან ფოფხაძე - რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფია ავიღეთ?
სასწრაფოს მძღოლი - ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე სასწრაფოს მძღოლს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
პენსიის დაგროვება - საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი - დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება გარდაუვალი და საჭიროა.
კირკიტაძის სასამართლო - პროკურატურამ სასამართლოს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და მისი ქონების აღსრულებაში გადაცემის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლე პროკურორს - დავით კირკიტაძის მიმართ ისედაც გამოყენებულია პატიმრობა და მას მეორედ ვერ დავაკავებთ.
დოლიძის სარჩელი - ანა დოლიძის სარჩელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
საზღვარგარეთულები:
ისტორიული ამბები უკრაინაში - მაიკ პომპეო - უკრაინის დამოუკიდებელი, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ისტორიული მიღწევაა.
გაწყვეტილი ურთიერთობები - პარაგვაიმ ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მექსიკის საზღვარი და ამერიკული ამბები - ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია. სენატორი ლინდსი გრემი ტრამპს - ბატონო პრეზიდენტო, გამოაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და ააშენეთ კედელი. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - აშშ განაგრძობს ხისტი სასანქციო პოლიტიკის გატარებას რუსეთთან მიმართებაში.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია