ავტორიზაცია გაუქმებული შზსუ, გაურკვეველი მოსამართლეობა, წინასაპრეზიდენტო პერიოდი, დანაშაულის სტატისტიკა და სატრამპო ამბები

      21 აგვისტოს დღის ამბები მეტწილად განაპირობა უსტუდენტო უნივერსიტეტმა და იუსტიციის საბჭოს ამბებმა, სადაც ჯერ კიდევ ვერ აურჩევია მოსამართლე. ასევე, დღის ამბებში ვნახეთ ბაირამობა, პრეზიდენტობისთვის აქტიურობა მცირე დოზით, მოსავლიანობა და დანაშაულის სტატისტიკა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 21 აგვისტო, 2018 /

      მოსამართლეობა, მძიმე გადასაწყვეტი - კახა კოჟორიძე - პრეზიდენტსა და სამოქალაქო სექტორს შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე შეთანხება ვერ მოხერხდა. სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს. ეკა გიგაური - პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ვერ გავიგეთ, როგორ უნდოდა კანდიდატის შერჩევის პროცესში ჩვენი ჩართვა. სულხან სალაძე - პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს კანდიდატი მიუხედავად იმისა, რომ ფორმატი, რომელსაც საუკეთესოდ თვლიდა, ბოლომდე არ იყო გაზიარებული. კახა კოჟორიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე შეხვედრა იუსტიციის საბჭოს მდივანს შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ნაზი ჯანეზაშვილი - კახა კოჟორიძის არგუმენტი იმის დამადასტურებელია, რომ პრეზიდენტს ფორმალურად უნდოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვედროდა. დიმიტრი გვრიტიშვილი - პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა, თითქოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის კონსულტაციებზე უარს ვაცხადებდით. ფიქრია ჩიხრაძე - იუსტიციის საბჭოს და უზენაეს სასამართლოს შევთავაზეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობა და უარი მივიღეთ.

      ოკუპირებული საქართველო - კახა გოგოლაშვილი - ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” თემა არის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების თემა.

      უსტუდენტო უნივერსიტეტი - ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეუზღუდა. თამარ სანიკიძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება კანონიერად შეეზღუდა - მას სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს. თამარ სანიკიძე - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს პრობლემა არ შეექმნებათ, აბიტურიენტებს, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი აირჩიეს, სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს შევთავაზებთ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - სასწავლო პროცესთან არანაირ კავშირში არ არის ის, რომ უნივერსიტეტს დავალიანება გააჩნია. განათლების ხარისხის ცენტრი - ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა, სასწავლო პროცესი სერიოზული რისკის წინაშე დააყენოს. დეკანი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ფინანსურად არ უჭირს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დავალიანება 715 433 ლარს შეადგენს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და მერე მათ მინისტრიც შეხვდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ნიკა ჩიტაძე - არ მინდა ბოლომდე დავიჯერო, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების მიღების შეზღუდვას პოლიტიკური ხასიათი გააჩნია. განათლების სამინისტროსთან “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის” სტუდენტებს აბიტურიენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტების ინფორმაციით, მოლაპარაკება ვერ შედგა, რადგან განათლების მინისტრმა განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ავტორიზაციის საბჭოს დააკისრა. ალექსანდრე თევზაძე - აბიტურიენტებს, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბარებდნენ, უწყება სხვადასხვა უნივერსიტეტში მობილობით უზრუნველყოფს. განათლების სამინისტრო - შეხვედრის მონაწილეების მოთხოვნები მეტწილად ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლას და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტისთვის ფინანსური დავალიანების მოხსნას ეხებოდა.

      ბაირამობა - ბათუმში მუსლიმმა მრევლმა ყურბან ბაირამი აღნიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ლოდისძირის, კატრისძირისა და გოდერძის მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მუსლიმს ყურბან ბაირამს ულოცავს.

      პრეზიდენტობისთვის აქტიურობებია საჭიროო - დავით ბაქრაძე ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას შიდა ქართლში განაგრძობს. შსს-მ საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა უკვე ჩაფლავებულია, ახლა ივანიშვილი ისტერიულად ეძებს ვინმე სხვას. სალომე ზურაბიშვილი მის მხარდაჭერაზე - არ ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ რამის გამო თავს იკავებს. მამუკა ბახტაძე - გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ დაასახელოს კანდიდატი.

      ჩვენ ნატოში გერმანიისთვის - ირაკლი მენაღარიშვილი - საქართველომ უნდა დაარწმუნოს ანგელა მერკელი, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გერმანიის ინტერესებშია. თორნიკე შარაშენიძე - თუ მერკელს ყველაფერში თავს დავუქნევთ და ვეტყვით, რომ არ შევაწუხებთ ჩვენი არსებობით, მაშინ აღარასდროს ჩამოვა და ჩათვლის, რომ გინდ ყოფილა საქართველო, გინდა არა.

      მოსავლიანი სეზონის წინ - გიორგი ხანიშვილი - ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის აუცილებელია ფერმერების ჩართულობა და აგროსამუშაოების დროულად ჩატარება. გელა სამხარაული ახმეტაში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა. კახეთის რეგიონში საშემოდგომო ხვნის სამუშაოები იწყება.

      დაკითხვები ტერორიზმზე - სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოიკითხა. ადვოკატი - გაუგებარია, რატომ იკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილი ახლა, როდესაც კონკრეტული პირების მიმართ საქმე სასამართლოში უკვე დასრულებულია. ადვოკატი - მიმდინარეობს გარკვეული მოქმედებები, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელი დაუკავშირდეს ტერორისტულ ორგანიზაციებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - სოსო გოგაშვილის გადადგომა არაფერს ნიშნავს, ის უნდა დაისაჯოს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - დღეს არის მუსულმანებისთვის დიდი დღე, ნაცვლად იმისა, რომ ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ყოფნა. მარიამ კუბლაშვილი - მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდებით.

      დანაშაულის სტატისტიკა - 2018 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელი 55.81 %-ითაა გაზრდილი. 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ქურდობის 10 240, ყაჩაღობის 156, განზრახ მკვლელობის 46, თვითმკვლელობამდე მიყვანის 1082 და გაუპატიურების 50 ფაქტი დაფიქსირდა. შსს-მ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა. ადვოკატი ამირან გიგუაშვილი - „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დაზარალებულებს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობა აღუდგათ.

      ორმაგი მოქალაქეობის სურვილი - ვალერი მელაძე - არ ვმალავ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება მსურს, მაგრამ ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს.

      ვაქცინაცია სავალდებულოდ - წითელას ვაქცინაცია შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

      ამსტერდამული გამოსვლები - მიხეილ სააკაშვილი - გუშინ ივანიშვილმა ამერიკაში ჩვენს საერთო ნაცნობს დაურეკა და მუქარა გადმომცა, რომ არც ვიფიქრო საქართველოში დაბრუნება.

საზღვარგარეთულები:

      ავღანური ამბები - ქაბულში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.

      სანქციებიანი ტრამპი - დონალდ ტრამპი - რუსეთისთვის სანქციების მოხსნის საკითხს იმ შემთხვევაში განვიხილავ, თუ ისინი ისეთ რამეს გააკეთებენ, რაც სასარგებლოა. დონალდ ტრამპი - საერთოდ არ მაწუხებს რა გავლენას მოახდენს თურქეთთან ურთიერთობების გაუარესება სხვა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე - რაც გასაკეთებელია, გაკეთდება. სერგეი ლავროვი - ვაშინგტონმა მოსკოვს სანქციები მხოლოდ რუსეთის შეკავების პოლიტიკის გატარების სურვილით დაუწესა.

      ირანის ძალა - ირანის პრეზიდენტი - რატომ არ გვესხმის თავს აშშ? იმიტომ, რომ აცნობიერებს ჩვენს ძალას.

     

      წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 199

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters