გლოვის დღე, კორონავირუსით გარდაცვალება, მოგებული ბანკები და მაუწყებლობის კანონი

      კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში, მე-19. ეს ამბავი და შესაბამისად, კორონავირუსის ნიუსები დღის ერთ-ერთ მეინსტრიმს წარმოადგენდა. მასთან ერთად შატილის ტრაგედიის გლოვის დღე, პატრიოტების დაფინანსების წყაროები რუსეთიდან, მაწყებლობის კანონის ცვლილებების კომენტირება, არჩევნებისთვის ოპოზიციონერების პოზიციები. ბანკებმა ამოისუნთქეს და მილიონ-მილიარდებიც მოიგეს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 აგვისტო, 2020

      ახალი კორონა-გარდაცვალება - კორონავირუსით ინფიცირებული თვენახევრის ჩვილის და მისი ოჯახის 5 წევრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა. 8 ახალი შემთხვევიდან 4 აჭარაში გამოვლინდა. საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა, რომელსაც ასევე ინფიცირებული და უვლიდა. კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტიდან ერთის წყარო ლენჯერია, ერთი სამედიცინო პერსონალია, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 2 დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს, თავად კალათბურთელი კი კარანტინში გადავიდა. ბათუმსა და ქობულეთში 4 დღეში კორონავირუსზე უფასო ტესტირებით 214-მა მსურველმა ისარგებლა. მარინა ეზუგბაია - პაციენტის კორონავირუსით რეინფიცირება ყოველთვის უფრო მსუბუქად და ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი პაციენტების მიღებას თბილისის ინფექციური საავადმყოფო ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, 4 დღეში განაახლებენ. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსზე დღეში საშუალოდ 4830 PCR ტესტირება ტარდება. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულ მე-19 პაციენტთან უეცარი სიკვდილი განვითარდა.

      არჩევნებზე ოპოზიცია - ხათუნა გოგორიშვილი - თუ ფრენა არ იქნება, ევროპელი დამკვირვებელი ფეხით ვერ ჩამოვა, ფრენების აღდგენა აუცილებელია ამ პროცესისთვის. გიორგი ვაშაძე - პოლიტიკას სუფთა წარსულის მქონე ადამიანები უნდა აკეთებდნენ და არა საკუთარი ბიზნესინტერესების ლობისტი პირები. გიორგი ვაშაძე - ყველა ლიდერს მოვუწოდებ, სისულელეების ლაპარაკს მოვეშვათ - ირაკლი ოქრუაშვილი არ არის ყველა ოპოზიციონერის მიერ შეთანხმებული კანდიდატი. ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში დაპირისპირება იქნება.

      მაუწყებლობის კანონი - საზოგადოებრივი ორგანიზაციები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხმაურებიან და პარლამენტს მიმართავენ. შემოთავაზებული ინიციატივა ძალაში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა და დაკავშირებულია მედიაში ინფორმაციის გავრცელებასთან. ერთი შეხედვით, ცვლილება დაკავშირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორებიცაა სუიციდი, ძალადობის გაშუქება, ნარკოტიკები, აზარტულ თამაშები და სექსუალური სცენები. თუმცა, ახალ რეგულაციებში გამოყენებულია არაერთი ბუნდოვანი ტერმინი („სოციალიზაციის ხელშეწყობა“, „შეუფერებელი პროგრამა“, „შეურაცხმყოფელი ლექსიკა“ და სხვა), რომელთა განსაზღვრაც რთული, სუბიქტური და შეფასებითია. შემოთავაზებული ნორმებით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების და ცენზურის დაუშვებლობის ძირითადი უფლება. გარდა ამისა, შეზღუდვა ბუნდოვანია და იძლევა მედიის კონტროლისა და ცენზურის მნიშვნელოვან შესაძლებლობას.

      შატილის ტრაგედია - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. კარლ ჰარცელი - ვგლოვობთ მათ, ვინც შატილის გზაზე ტრაგიკულად დაიღუპა, ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებთან ვართ. საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო წუხილს გამოთქვამს. ლევან რატიანი - შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს - ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე მათგანი გადარჩება. ავარიისას დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა, მძიმეა, თუმცა უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. საგზაო უსაფრთხოების პრიორიტეტად გამოცხადების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში მთავრობა დაეხმარება. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული.

      გალაღებული ბანკები - პირველი აგვისტოს მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.9 მლრდ ლარით გაიზარდა. საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 30.54 მლრდ ლარი შეადგინა. ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 694.04 მლნ ლარით გაიზარდა.

      პატრიოტების დაფინანსების ამბავი - „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ დღეს შექმნეს სიუჟეტი, რომელიც ძალზედ სერიოზულად ცდება და არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს. სიუჟეტში საუბარია N სააგენტო „დოსიეზე“. მე არ ვიცი, ეს რა სააგენტოა - რუსეთში ასობით ასეთი სააგენტო არსებობს და სააგენტო „დოსიეს“ მიერ შეთხზული ე.წ. ინფორმაცია ან გამოტანილი დასკვნები არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს ფაქტად! მითუმეტეს, რომ, როგორც ფაქტს, ამ ე.წ. ინფორმაციას აფასებს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას მეგობარი ვინმე იგორ კუროპტევი. ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან. ჩვენ ნამდვილად გვყავს ამერიკაში ოთხი კომპანია, რომლებიც წლების მანძილზე გვიწევდნენ კონსულტაციას და ახლაც გვეხმარებიან რჩევებით. სწორედ ამ კომპანიების დახმარებით გვქონდა შეხვედრები ამერიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან! ჩვენ გვყავს ასევე ორი ებრაული კომპანია, რომლებიც გვიწევენ კონსულტაციას. და მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც ჩვენ კონსულტაციას გვიწევს!

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - დონალდ ტრამპი - პანდემიის გამო რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დასახმარებლად დამატებით მილიარდი დოლარი გამოიყოფა. სომხეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 4 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 120 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 38 949 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 474 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სეულში სკოლები და ბაღები დაიხურა. იულია ტიმოშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მართვით სუნთქვაზეა.

      ნიუსები ბელარუსიდან - სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროპარლამენტარებს - ბელარუსმა გაიღვიძა, ქვეყანაში არა პოლიტიკური, არამედ დემოკრატიული რევოლუციაა. რუსეთის სინოდმა ბელარუსის ეკლესიის წინამძღვარი შეცვალა.

      ნავალნის მდგომარეობა - ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს იმას, რაც ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობას ჰგავს. დიმიტრი პესკოვი - კრემლი საფუძველს ვერ ხედავს, რომ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 126

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters