პრეზიდენტი როგორც ქვეყნის სახე და სიმბოლო, დღეს სრულიად საერთაშორისოდ გამოიყურებოდა - საპრეზიდენტო შეხვედრები, სიტყვით გამოსვლა გაეროს ანსამბლეის სესიაზე და მრავალი სხვა. დღის თემა იყო კიდევ ერთი მოსამართლის გამოკითხვა, ასევე ბესელიას გარშემო ხმაკინკლობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 სექტემბერი, 2019

      პრეზიდენტი საქართველოზე საქართველოს გარეთ - სალომე ზურაბიშვილი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, იქამდე კი პრეზიდენტებთან შეხვედრა მაოწყო - ყაზახეთის და გვატემალის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ მდივანთან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. საქართველოს პრეზიდენტი “ბლუმბერგის“ ბიზნესფორუმის მიღებას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. სალომე ზურაბიშვილი - ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. პოლარიზაცია, ზიზღის შემცველი გამონათქვამები, ყალბი ინფორმაცია, ყოველივე ეს ქმნის შავ ხვრელს, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს. სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ. ვერაფერი გვათქმევინებს უარს საკუთარ ამბიციებზე და გადაგვახვევინებს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონკრეტული მიზნებიდან. სალომე ზურაბიშვილი ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა. ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რასაც საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო.

      ურთიერთობები - დავით ზალკალიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს. დავით ზალკალიანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან საოკუპაციო ხაზზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს აქვს პარტნიორების სრული მხარდაჭერა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

      მოსამართლეობა - ომარ ქუცნაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ პარლამენტი მოატყუა. დღეს კიდევ ერთი კანდიდატი გამოიკითხა - შოთა გეწაძე - ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო. ამ დონის დამოუკიდებლობა აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის, რაც გვინდა. ირაკლი მეზურნიშვილი შოთა გეწაძეს - გრძნობთ თუ არა მორალურ დისკომფორტს, რომ მოქალაქეობა ჩამოართვით ადამიანს, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მეტი დამოუკიდებლობა მოგცათ? შოთა გეწაძე გირგვლიანის საქმეზე მურუსიძის გადაწყვეტილების შესახებ - მოსამართლეებისგან, მათ შორის მურუსიძისგან მსმენია, რომ ეს იყო ერთადერთი სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება. მიკაელ კადიევი პოლიტიკურ საქმიანობას თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით იბრალებდა. ბექა ნაცვლიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატის შოთა გეწაძის მიმართ „ოცნების“ წევრებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და გაბრაზებულები არიან. შოთა გეწაძე მურუსიძის დებატებზე შავგულიძესთან - ეს ლევან მურუსიძის გადასაწყვეტი იყო და მან მიიღო თავისი გადაწყვეტილება - არ ვიცი, მე როგორ მოვიქცეოდი. ლევან გოგიჩაიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენები არის ტანჯვა და ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი ყოველ დღე იტანჯებიან. შოთა გეწაძე - ჩემზე, როგორც პიროვნებაზე, რელიგიას დიდი გავლენა აქვს, თუმცა, ეპისტოლეები და ეკლესიის გადაწყვეტილებები, ჩემზე, როგორც მოსამართლეზე, გავლენას არ ახდენს. აბორტის ტოტალური აკრძალვის მომხრე არ ვარ. შოთა გეწაძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური შეთანხმების დებულება, რომ პატრიარქი ხელშეუვალია, „უფრო ლამაზი სიტყვაა, ვიდრე სამართლებრივი ტერმინი“. გიორგი მშვენიერაძე - შოთა გეწაძე, საკუთარი თამამი და ღია პოზიციებით განსხვავებული იყო სხვა მოსამართლეობის კანდიდატებისგან. გედევან ფოფხაძე - უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებმაც მოსამართლედ შეიძლება იუდა ისკარიოტელი დანიშნონ, თუ ამას პარტია უბრძანებს.

      მახინჯი სელექცია - კვლევის თანახმად, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა საზიანო პრაქტიკად არ მიაჩნიათ და გვარის გაგრძელებისათვის ვაჟის გაჩენის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.

      შორეული მოსაწვევი - EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია ლონდონში დაგეგმილ სამიტზე მიიწვია.

      ბესელიასთან კინკლაობა - ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. დავით მათიკაშვილი ეკა ბესელიაზე - პროკურატურაში მისვლაზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს. ეკა ბესელია - კილაძეს, ოხანაშვილს, მათიკაშვილს, ვოლსკის მინდა ვუთხრა: სირცხვილია, როდესაც დეპუტატმა არ იცის კანონი, თავი დავანებოთ ტაკიმასხარობას. გია ვოლსკი ეკა ბესელიას განცხადებაზე - პოლიტიკური უზნეობაა გუნდს დააბრალო ის, რაც არათუ მის ხელწერაში არ შედის, არამედ მიაჩნია მიმართულებად, რომელსაც უნდა ებრძოლოს. ეკა ბესელია - ვოლსკი ცოტა უნდა გამოფხიზლდეს და პერსონალურ და ტუტუცურ თავდასხმებს თავი დაანებოს იმიტომ, რომ სახე დაკარგა. კახა კალაძე - ეკა ბესელიამ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურებთან, რომ ვინმე სხვა არ აღმოჩნდეს სიბინძურის მსხვერპლი. ანრი ოხანაშვილი - ეკა ბესელია არ არის აქტუალური არც ამომრჩევლისთვის, არც იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისთვის და არც პარლამენტისთვის. ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს - ისეთი ბედნიერი უყურებდით რომან გოცირიძეს, მეგონა, ერთ პარტიაში იყავით - ნუ გეტყობათ ასეთი რაღაცები, ცოტა თავი შეიკავეთ. შოთა გეწაძე ეკა ბესელიას - მე უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა ვიყო და თქვენს ცვალებადობასთან ერთად არ უნდა ვიცვლებოდე.

      შეწყალების გამოძიება - დიმიტრი გაბუნია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. დიმიტრი გაბუნია - თუ გამოძიება საჭიროდ ჩათვლის, სალომე ზურაბიშვილიც აუცილებლად გამოიკითხება. ანრი ოხანაშვილი - შეწყალების საკითხზე სამივე პრეზიდენტის შემთხვევაში, „ქართულ ოცნებას“ თანმიმდევრული პოზიცია ჰქონდა, განსხვავებით ოპოზიციისგან. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, ყველა იმ პირის მიმართ, ვინც შეწყალების სკანდალში მისი გვარი გარია, სარჩელის შეტანას აპირებს. პროკურატურას 200%-ით ვენდობი. ირმა ნადირაშვილი - დიმიტრი გაბუნიას განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ, წარმოუდგენელია ასეთი საქმის წარმოება ჩემ წინააღმდეგ.

      თბილისური ამბები - კახა კალაძის განცხადებით, თბილისს მდგრადი ურბანული მობილობის 15-წლიანი გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. კახა კალაძე - გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება. გლდანში გზების რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიას „ბოლო გაფრთხილებას“ აძლევს. ტაქსის მანათობელ ნიშნებს, რომლებიც მძღოლებს უფასოდ დაურიგდებათ, წარწერა: „ტაქსი თბილისი“ ექნება. „თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს, ოთხ ლოკაციაზე გაიმართება. თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე 19 მილიონი ლარის ჯარიმები გამოწერა. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ, კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულ 65 ოჯახს ბინები გადაეცემათ. დიდი დიღმის მიმართულებით, შესაძლოა, ტრამვაი ან მიწისზედა მეტროს ხაზი მოეწყოს.

      მეშახტეების პრობლემა - აქციები შახტებთან - პროფკავშირების გაერთიანება - კომპანიამ უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია ტყიბულის შახტებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გავიდეს მისი მართვიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ ტყიბულელ მეშახტეებს მხარდაჭერას უცხადებს. რომან კაკულია - ტყიბულში მიმდინარე პროცესები ნამდვილად იმსახურებს საკომიტეტო მოსმენებს.

საზღვარგარეთულები:

      რუსული ბალანსი - ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს.

      ზელენსკის პრეზიდენტობა - ვლადიმერ ზელენსკისა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართა. თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა.

      ეგვიპტის მსჯავრი - ეგვიპტე თურქეთის პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 188

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

George: სექტემბერი 28, 2019||11:25am

მეგრული კია საერთაშორისო, მაგრამ ვერაფერი გავიგე სალომეზე -*ენა მურე ბოში* (

George: სექტემბერი 28, 2019||2:34pm

თარგმანზე დიდი მადლობა !  და სალოს ინგლისური დაუწუნეთ ? ჩემი მოკრძალებული აზრით კარგად ფლობს )

George: სექტემბერი 28, 2019||2:52pm

აბსოლუტურად არ ვიცი რა იგულისხმა ავტორმა ! ვისაც მარგველაშვილი ან სააკაშვილი მოსწონთ, პრეზიდენტი-ქალი არ მოეწონებათ..

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters