ახალი დღე მოსამართლის კანდიდატს მიეძღვნა. ძირისძირობამდე გამოიკითხა, დაიკითხა, განიკითხა და ისე დატოვა პარლამენტი. ამას გარდა პრეზიდენტის მოწყალების ამბავიც არ ტოვებს ნიუსლენტს.
მოსამართლის დაკითხა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება შედგა. ეკა ბესელია - ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. ანა დოლიძე - "ქართულ ოცნებას" ეშმაკური სტრატეგია აქვს: როცა უკმაყოფილებას ხედავენ, მიადგებიან ხოლმე საქართველოს კონსტიტუციას. მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „ლელო“ პარლამენტს მოუწოდებს, „არალეგიტიმური პროცესის“ შედეგად შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს. ანა დოლიძე - უმკაცრესი კონტროლია პარლამენტში შემოსვლაზე, თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში. პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "არ ჩააბეტონო კლანი" გაიმართა. რომან გოცირიძე - მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ, გულში ეცინებათ - „ჩვენ, ყველაფრის მკადრებლები, ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო“, მაგრამ არ ხართ საჭირო! ირაკლი აბესაძე - "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების სისტემის უფსკრულში გადაჩეხვას აპირებს. ოთარ კახიძე თამარ ალანიას - მეგონა, პირველი კურსის მასალა იცოდით. მოსამართლეობის კანდიდატის თამარ ალანიას განცხადებით, მას არ ახსოვს იუსტიციის საბჭოდან კონკრეტულად ვინ დაუკავშირდა და სიაში ჩასმის შესახებ აცნობა. გიგა ბოკერია - მაქვს თქვენი კომენტარები, სადაც თქვით, რომ სასამართლოს გამორჩეული ლიდერია ბატონი მურუსიძე - ახლა, ასე აღარ თვლით?! სოფო კილაძემ მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას კითხვა 14 წლის მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა. გიგა ბოკერია თამარ ალანიას - ადამიანი ჭაობში რომ ჩავარდები, მერე არ უნდა იფართხალო, თორემ უფრო სწრაფად ჩაიძირები - ასე გამოგდით. ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის მიერ მოსამართლეობის თუნდაც ერთი კანდიდატის დამტკიცება, იქნება ფარსში თანამონაწილეობა. თამარ ალანია მოსამართლეთა ქონების შესახებ სიუჟეტზე - შეიძლება განცხადება უნდა გამეკეთებინა თუ რა გზითაა შეძენილი ეს ქონება, ალბათ, გარკვეული აქტივობა უნდა განმეხორციელებინა. ლევან ბოძაშვილი - სასამართლო სისტემაში ფაქტობრივი პოლიტიკური გავლენების წარმატებული რეალიზაცია მიმდინარეობს. კახა კოჟორიძე - „ლელო“ ინიციატივით გამოდის, შეიქმნას დოკუმენტი, სადაც პარტიები, ცალკეული ადამიანები სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემიდან გამოსავალზე შეთანხმდებიან. თამარ ალანია რომან გოცირიძეს - მოსამართლეების ყიდვასთან დაკავშირებით თქვენი განცხადება შეურაცხმყოფელია. ნინო გოგუაძე თამარ ალანიას - ჩავთვლი, რომ არ გსურთ პასუხის გაცემა კითხვაზე, დაუჭერდით თუ არა მხარს მოსამართლეობის სიის პარლამენტში იმ ფორმით გაგზავნას, როგორც ეს დეკემბერში გაკეთდა? ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს - თავი შენ თვითონ გააკონტროლე და თავი დაანებე ჩემთან აღმზრდელობით საუბარს. დიმიტრი ცქიტიშვილი თამარ ალანიას - გადაწყვეტილებების მიღებისას როდის უფრო თავისუფალი იყავით, 2006 წლიდან 2012 წლამდე თუ 2012 წლიდან დღემდე? ბიძინა გეგიძემ მოსამართლეების შერჩევის პროცესს „სრული უნდობლობა“ გამოუცხადა. თამარ ალანია ლევან კობერიძეს - მელიორაციამდე არ დადის ჩემი საქმიანობა. არ ვიცი, ზურაბ ადეიშვილი კარგი ადამიანია თუ ცუდი. ლევან გოგიჩაიშვილი თამარ ალანიას - სააკაშვილი იმიტომ იყო სააკაშვილი, რომ თქვენ არსებობდით - თქვენ რომ ცოტა გამბედავი ყოფილიყავით, არავის მოკლავდნენ, არავის აწამებდნენ. ნუკრი ქანთარია თამარ ალანიას - თვითმფრინავის სალონში, თქვენ გვერდით რომ ისხდნენ კობა ოთანაძე და გვანცა ყუფარაძე, მიესალმებით მათ, თუ თავს ისე დაიჭერთ, ვითომ ვერ იცანით? ლევან კობერიძე თამარ ალანიას - თქვენც ერთ-ერთი ცუდი იყავით და ახლა კარგი ხდებით? დავით უსუფაშვილი - ქართულ მართლმსაჯულებას დღეს თვით თემიდას მოსამართლედ დანიშვნაც კი ვერ გააჯანსაღებდა. კობა კობალაძე თამარ ალანიას „მუხროვანის ამბოხების“ საქმეზე - მესმის, რომ თქვენ შეიძლება გაქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი იმდენად მიუღებელია, სჯობს, დადუმდეთ. ლევან გოგიჩაიშვილი თამარ ალანიაზე - დღეს ჩვენ ვიხილეთ ადეიშვილისა და სააკაშვილის რეჟიმის პროდუქტი. თამარ ალანია - პარლამენტისგან ობიექტური განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს.
დელეგატი პრეზიდენტი - საქართველოს დელეგაციას გაეროში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უხელმძღვანელებს.
მოსავლიანობა - კახეთში 123 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.
პრეზიდენტის დანაშაული - ირმა ნადირაშვილი - ჩემი წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი შეწყალებების უკან გაბუნია ფულს აკეთებს - გამოკითხვისას წყაროს იდენტიფიცირებას არ ვაპირებ. ბათუ ქუთელია - პრეზიდენტი დაბარებული უნდა იყოს პროკურატურაში თუ ადგილზე გამოიკითხოს, ეს იურიდიული კაზუისტიკაა, მთავარია, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ირმა ნადირაშვილი - გამოკითხვისას წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე დიმიტრი გაბუნიათი და პრეზიდენტით. დიმიტრი გაბუნია - პატიმრების შეწყალებაში არ ვარ გარეული და მეც მედიით გავიგე - მეც მაინტერესებს, ვინ ურჩია პრეზიდენტს კონკრეტული პირების შეწყალება. დავით სიხარულიძე - სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავი მიაჩნია მეფის ფუნქციებით აღჭურვილად. დიმიტრი გაბუნია კატეგორიულად უარყოფს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი იყო. დიმიტრი გაბუნია აცხადებს, მას გამოძიება ამ დრომდე არ დაკავშირებია. დიმიტრი გაბუნია - არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო გამოიძიონ, ვისი ინტერესი იყო ჩემი სახელის და გვარის წამოწევა - ცამდე მართალი ვარ! შესაწყალებელი პატიმრების სიის შედგენით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო დაკავებული - ეს ადამიანი მიბრძანდება გამოძიებაში. გია ვოლსკი - თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება. ლევან ალაფიშვილი - შეწყალებულების უკან შებრუნება ვერ მოხდება, ყველა შემთხვევაში, ისინი დარჩებიან გარეთ.
საზღვარი სამხრეთში - საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო.
შრომა კანონში - ბექა ნაცვლიშვილი - „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც "ქართული ოცნების" წევრებმა მოამზადეს, მშრომელების მდგომარეობას გააუარესებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბექა ნაცვლიშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობენ, რომ ერთ წელში უნდა მოახერხონ მეტი მარქსიზმის დანერგვა, რათა კომუნიზმში შევიდეთ.
პუტინის მორიგი იდეა - პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის მიერ ე.წ.აფხაზური არმიისთვის ფინანსების გამოყოფაზე - საქართველო მიმართავს ყველა საშუალებას, რომ შეჩერდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები.
საზღვარგარეთულები:
არაბეთი - "არაბთა გაერთიანებული სია" ბენი განცის გაპრემიერებას უჭერს მხარს.
აშშ - მაიკ პომპეო - აშშ-ს ირანთან ომის თავიდან აცილება სურს. დონალდ ტრამპი ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტს ადასტურებს. ბრალი ირანს - ბორის ჯონსონი - საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია.
ბრიტანეთი - ჟან-კლოდ იუნკერი დარწმუნებულია, რომ "ბრექსითი" გარდაუვალია.
- კენიაში საკლასო ოთახის ჩამონგრევის შედეგად 7 ბავშვი დაიღუპა და 57 დაშავდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია